უბრალოდ ‘მე მინდა’

რამდენი რამ დამიგროვდა რაც უბრალოდ მინდა, მინდა მაგრამ ძალიან ძნელია ამის განხორციელება. რამდენი რამე დამრჩა კიდევ გასაკეთებელი და თავს და ბოლოს ვერ ვპოულობ რითი დავიწყო. ალბათ ისევ ვიტყვი ჯერ ადრეა, ცხოვრება წინ არის და ყველაფერიც იქნებათქო მაგრამ როდისმე ხომ უნდა დავიწყო.

რაღაც გლობალურზე და დიდ მაშტაბებზე არ მაქვს ფიქრები, ალბათ ყველაზე ბანალურადაც კი მოგეჩვენებათ მაგრამ პირველი რაც ამ წამს მინდა – რამოდენიმე წლით (2 ან 3 წლით) სადმე გადაკარგვა, ლამაზ კუთხეში, ქვეყანაში და ზღვის სანაპიროსთან ახლოს თუნდაც ხის ორსართულიან სახლში ცხოვრება ჩემს “ერთადერთთან” ერთად, ყოველ დილით ვახელდე თვალებს და მის გარდა სხვა არავის არ ვხედავდე.

ხო, წარმოუდგენელი ამაში არაფერია მაგრამ განხორციელებაა მთავარი.

მეორე რაც მინდა სწავლაა, ალბათ არც ეს არის შეუძლებელი ხო?? 🙂 სწავლაში კი უფრო ღმა ქვეტექსტიც დევს რასაც დიდი დრო დაჭირდება ამის ახსნას. ყოველი დღე რაღაცას გვასწავლის, ახალს ვიგებთ და სხვა თუ არაფერი გვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. ადამიანი ჭკუას მხოლოდ მაშინ ისწავლის როცა თვითონ დაუშვებს შეცდომასო – ვეთანხმები. ერთადერთი რაც ყოველთვის მიჭირდა არჩევანის გაკეთება იყო, არჩევანში იგულისხმებიან ადამიანები.

ადამიანს ვერასოდეს ვერავინ ვერ გამოიცნობს. ეს ის ფენომენია რომელსაც ყოველთვის ერქმევა მარადისობის სახელი. ვერც მე ვიცნობდი აქამდე მაგრამ უკვე რამიდენიმე ხანია რაც მსოფლიოში 7 მილიარდი ადამიანიდან ერთ-ერთი თითქმის ბოლომდე გამოვიცანი, თან ისე რომ თავის დაკარგვამდე შემიყვარდა. მინდა ყველაფერი რეალური და არარელურიც კი გავაკეთო იმისთვის რომ ბედნიერები ვიყოთ.

როცა ბლოგის არქივში შემთხვევით ამოვყოფ ხოლმე თავს მაშინ უფრო ვხვდები რომ ბედნიერი ვარ, როცა წინა წლის ჩანაწერებს ვკითხულობ ვხვდები რომ შევიცვალე, აღარ ვარ თუნდაც იმდენად მიამიტი რომ ყველას ნათქვამი უმიზეზოდ დავიჯერო და შარშანდელთან შედარებით ჩემი შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანე.

წელს გაცილებით მრავალფეროვანი დღეები თენდება და რამ განაპირობა ეს?? ალბათ იმან რომ ვიცი ვიღაც ქალაქის მეორე კუთხეში ჩემზე ფიქრობს და არ მაქვს უფლება + მიზეზი მოწყენილი ვიჯდე და როგორც შარშან ჩემს უიღბლობაზე ვიფიქრო. წინა წლის პოსტებში ნახსენები ვერცერთი ბედნიერი ემოცია ვერ შეედრება იმას რასაც ეხლა ვგრძნობ.

მხოლოდ ბლოგის არქივში ჩარჩენილი პერსონაჟები ვერც კი შეედრებიან მას ვინც მე ყველაზე ბედნიერს მხიდს და ვისაც ცამდე ავყავარ.

ბლოგზე ზოგჯერ ჩემი მეორე მე წერდა, ალბათ მაგიტომ მაქვს უამრავი პოსტი მეორე პირში დაწერილი, ალბათ მაგიტომ ვეხებოდი უამრავ იმ თემებს რასაც სხვა შემთხვევაში არასდროს დავწერდი და ვიტყოდი ასე ხმამაღლა.

ყველაზე ბუნებრივი და უშუალო ბლოგზე ვიყავი და ეხლა ვხვდები რამდენს ნიშნავს ჩემთვის ბლოგი. მკითხველი კი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია იმის რომ მივხვდე ამას. არასდროს ასე არ მყვარებია ჩემი ბლოგი ^^

კიდევ უფრო ბევრი და გაცილებით საინტერესო ‘მინდა’ არსებობს თუმცა ამ ყველაფერზე ერთად საუბარი შორს წამიყვანს და ბოლოს – ერთ-ერთი ყველაზე დიდი “მინდა” ალბათ ის არის რომ არასდროს გავაუქმო ბლოგი! (იქამდე მაინც სანამ ინტერნეტი არსებობს) 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 4 Comments

პოსტის ნავიგაცია

4 thoughts on “უბრალოდ ‘მე მინდა’

  1. 🙂 🙂 🙂 მოკლედ, რაღაცის თქმა კი მომინდა, მაგრამ რით შემოვიფარგლო არ ვიცი. თავიდან ვწერდი, გისურვებ ზღვის პირას ცხოვრებას, სიყვარულს და წერას-მეთქი, მაგრამ მერე ვიფიქრე, რა დაბადების დღის მილოცვებს ვუწერთქო და წავშალე. ახლა ხომ მაინც დაიწერა და ბარემ დავტოვებ. შენი პოსტი გულწრფელი იყო და ძალიან მომეწონა. 🙂

  2. პირველი სურვილი მომეწონა.მეც ძალიან მინდა სადმე არა ზღვის პირას არა,ტყეში ცხოვრება ცოტა ხნით.მაგრამ მე ეს სურვილი მალე ამიხდება:D
    იმედია აგიხდება შენი სურვილები

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: