ისევ – ბედნიერი ვარ

გრძნობებზე წერა არასდროს მიჭირდა, არ ვყოფილვარ აუდიტორიასთან მორიდებული, მორცხვი და კომპლექსებით გადატვირთული მორიგი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც საკუთარ თავებში იკეტებიან და დეპრესიულები, აგრესიულები ხდებიან.

არასდროს გამტყდომია იმის აღიარება რომ ზოგჯერ ვცდები, ზოგჯერ მეც ვაშავებ, ზოგჯერ ჩემი ბრალია და დამნაშავე ვარ. ბოდიშის და პატიების თხოვნაც არასდროს მომერიდება, მითუმეტეს საყვარელ ადამიანთან.

ამჯერადაც ასე მოხდა, ბოლო რამოდენიმე ხნის უნახავობის გამო დაძაბული ურთიერთობა სრულ დეფორმაციას განიცდიდა, ამ ვითომ პატარა პრობლემის მოგვარება კი რა თქმა უნდა მარტივი იყო, უნდა მენახა.

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ თითოეული მისი მესიჯიც კი მაძლევს იმის ენერგიას რომ მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიყო და მქონდეს მიზეზი ბედნიერების – წარმოიდგინეთ მისი დანახვა და ელემენტარული შეხება რას მიზამდა, მასთან ერთად ღამის გათენება, ფილმების ყურება და ვახშმობა.

ძაალიან მაგარი გრძნობაა სიყვარული ადამიანებო, ვისაც არ გწამთ ამის უბრალოდ დამიჯერეთ და ბოლოსდაბოლოს მიხვდით იმას რომ ეს უბრალოდ დროის ამბავია.

მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ და დავწერ რომ ‘მე დღეს ყველაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ’.

იცით ყველაზე ძალიან რა მიხარია?? – უამრავჯერ გვქონია კამათი სხვადასხვა თემებზე, უამრავჯერ გავბრაზებულვართ ერთმანეთზე, ძალიან ბევრჯერ ისეთი რამ გვითქვია რაც მეორე წამს გვინანია და მაინც სიგიჟემდე გვყვარებია ერთმანეთი. მიხარია ის რომ ბოლოს ვხვდები – თანდათან უფრო და უფრო მიყვარდება, თანდათან უფრო და უფრო ვგიჟდები მასზე 🙂

ზოგადად გრძნობებზე არასდროს მითამაშია, არ ვარ ის ადამიანი რომ ვიღაცით გაერთოს და ამით პლიუსები დაიწეროს, კი ზოგჯერ მახასიათებს ეგოისტობა მაგრამ როცა ამას სხვა გეუბნება მაინც ძალიან ცუდად ჟღერს.

და თუ გეუბნები რომ ჩემი ერთადერთი ხარ და რომ სიგიჟემდე მიყვარხარ ე.ი ამას სიტყვის სრული, პირდაპირი დატვირთვით თუ მნიშვნელობით ვაღიარებ და გეუბნები :* 🙂

(ნაუცბადევათ გადაღებული სურათებია) :)P.S რამდენი ხანია პოსტი აღარ დამიწერია და დღეს სახურავზე ამოვედი დაპირებული ვიდეო პოსტის ჩასაწერად მაგრამ ვინ დამაცადა, ცოტა ხანში წვიმა წამოვიდა და ლეპტოპი ძალიან რომ არ დასველებულიყო შეიძლება ჩამაწერა კიდეც.

(ისე, რამდენჯერაც პოსტის წერას ვიწყებ მაშინ მოდის ხოლმე ეს წვიმაც :დ არა ვამბობ წვიმაა ჩემი სტიქია რა) სამომავლოდ გადავდოთ ვიდეო პოსტი, ბონუსად კი ჯერჯერობით ეს პატარა სურათი ვიმყოფინოთ :*

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “ისევ – ბედნიერი ვარ

  1. Teaa

    kaxi :* domain momilotsavs 🙂 utvalavi da uamrav mkitxvels gisurveb :* :* 🙂 🙂 ^_^

  2. ccheemii wviimaa :DD ddaa apsolituraad nacnoobi prazeebiii <3<3<3

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: