ლექციები მომავალ ცოლზე

არსებობს ზღვარი ყურადღებასა და კონტროლს შორის, არსებობს რაღაც მომენტი როცა ეს ყველაფერი მლაშდება და ყელში ამოდის, მომაბეზრებელი ხდება.

ერთადერთი რაც სახლში დღემდე ვერ გადავაჩვიე ვერავინ ეს არის – მეტისმეტი ყურადღება.

ეს ბოლო ხანი რატომღაც ყველას (დედაჩემის ჩათვლით) გონიათ რომ დღედღეზე ცოლი მომყავს :დ

საიდან მოიტანეს ეს არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ შეწუხებულები არიან, თან თავიანთ იდეაში ალბათობენ რომ ეს ის არის ვინც ყველაზე ნაკლებად გაუხარდებათ სარძლოდ.

ამას + დამატებული ვიღაც შავ-ბნელ მკითხავს დედაჩემისთვის უთქვამს შენს შვილს ცოლი 19 წლის ასაკში მოყავსო და დედაჩემსაც ჯერა.

მეცინება ამაზე, უფრო იმაზე რომ წარმოვიდგენ – ჩემს თავს სიძის ამპლუაში გვერდით პატარძალთან ერთად :დდ

მგონი ჩემი და ჩემი მეგობრის, ვიმეორებ, მეგობრის ოდნავ თბილი და სულ ცოტა იუმორნარევი ეროტიული ფოტო ნახეს დესკტოპზე დასკუპებული რომელიც 10 წუთში წაიშალა მაგრამ არამგონია მთლად ეს იყოს იმ ლექციების საბაბი რომლებსაც ეს დღეებია ყველა მიტარებს 🙂

წაშლილი სურათი დაახლოებით ამ შინაარსის იყო, რას ხედავთ სურათზე?? რა თქმა უნად არაფერს “ისეთს” 🙂

მოკლედ ეს დღეები მთელი ჭკუის სწავლებები და ლექციები მიდის როგორი გოგოა ოჯახში შესაშვები და როგორი ტიპის გოგოები რჩებიან უბრალოდ გასართობად(!!) როგორები შემეფერებიან და როგორები არა 😐

ყელში მაქვს ამოსული უკვე ეს დიალოგები მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ჯერ-ჯერობით შემწევს იმის ძალა რომ ავიტანო და მოვითმინო ეს აფუსრდული სწავლა-დარიგებები მაგრამ ის მაინტერესებს ყველაზე ძალიან რატომ ფიქრობენ რომ რამეს ვაპირებ, მიზეზი სად დაინახეს ვერ ვხვდები.

 დარწმუნებულიც ვარ რომ არცერთი ჩემი ოჯახის წევრი ჩემს ბლოგს არ კითხულობს მაგრამ მაინც – არ მომყავს ცოლი, არა!! მითუმეტეს მეგობარი :დ

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 7 Comments

პოსტის ნავიგაცია

7 thoughts on “ლექციები მომავალ ცოლზე

  1. ჰაჰ 🙂
    ეს სურათი თუ დედაშენმა ნახა ,მადლობა თქვი რძლისთვის თუ კიდევ არ უყიდია არაფერი :დ

    • არა, ეს სურათი წაშლილი (ჩვენი) სურათის იმიტაციაა 🙂 ხო, კარგი, ვაღიარებ იმას რომ ეს არ არის ნორმალური სურათი მაგრამ არაფერზე რომ არ გაფიქრებინებს მითუმეტეს რაიმე სერიოზულზე მგონი ზუსტად ისეთია 🙂

  2. მეც ეგრე მეჩიჩინებოდა ბებიაჩემი :დ

  3. მე ჩემებს ვეუბნები რომ არ ვთხოვდები და საერთოდაც ბევრი საყვარლის ყოლას ვაპირებ და მერე უკვე იწყება ლექციები იმაზე რომ ჭკვიანად ვიყო და გონებას მოვუხმო :დ

  4. Benetoni

    მე სურათზე მეგობრობაზე ოდნავ მეტს ვხედავ, მაგრამ რას ვერ ვარჩევ 🙂

  5. auu dedaacheemmsaac goniaa ro vtkhovdebii :@@ :DD aauuuchh ((

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: