კიდევ ერთი ახალი პატარა ოჯახი

რამდენია ხანია რაც ქეთა არ მინახია, ბლოგზეც საუკუნეა აღარ მიხსენებია ‘მისი სახელი’, ზებრაც სულ დაიკარგა, მოკლედ, თხოვდება და გონზე არ არის :დ

ხო, რა თქმა უნდა პროგნოზი გამართლდა და ზებრასთან ერთად აპირებს ერთი პატარა ლამაზი ოჯახის შექმნას.

დღეს როგორც იქნა დამითანხმა თავისთან სახლში სტუმრობაზე, მეზარებოდა მაგრამ როგორც ჩვევია სხვა გზას არ მიტოვებს ხოლმე ისეთი რაღაცეებით მაინტრიგებს (მაშანტაჟებს) :დ  მეც დილაუთენია “ავიყარე გუდანაბადი” და დავადექი, რომ დავინახე მართლა ვერ ვიცანი.

რადიკალურად შეცვლილი დამხვდა, ქეთა მე ისევ ის ცანცარა და მხიარული მახსოვდა, კარი კი სულ სხვა ქეთამ გამიღო – იმიჯ შეცვლილმა, თმები ოდნავ ღიად შეუღებია რაც ცისფერ თვალებს პირდაპირ ხატავდა(!!),  მისმა ღიმილიმა რატომღაც ლამაზ კომიქსებში დახატული პერსონაჟი გამახსენა.

გარდერობი სულ გამოუცვლია და სულ სხვა სტილის სამოსი ეცვა, ისეთი, ადრე რომ იტყოდა “-ეს რა წაკლობაა-ო” და თან რომ გულიანად გადაიხარხარებდა “-ამით მე ვერაფრით ვერ ვიმოძრავებ ვერსად-ო”, წარმოიდგინეთ და მოძრაობებიც სხვანაირი ქონდა, დახვეწილი, დინჯად და დაფიქრებულად მოძრაობდა როცა სხვა დროს ხან რას მივარდებოდა გიჟივით ხან რას, თან ცალი ხელით სიგარეტს ეწეოდა თან რაღაც წვრილმან ნივთებს თავიანთ ადგილას ათავსებდა, თითქოს რამოდენიმე ის წლები რაც ადამიანს ასერიოზულებს და გონში აგდებს ერთბაშად მოემატა, თითქოს სულ ყურადღების ქვეშ ყოფილიყო და ნერვიულობდა არაფერი არ გაეფუჭებინა.

მგონი თვეზე მეტია რაც არ მყავდა ნანახი და იმდენი საყვედური მითხრა, თან ისე რომ კინაღამ საკუთარი თავი შემაძულა :დ ის ისევ სარკის წინ ტრიალებდა, იპრანჭებოდა და როგორც ყოველთვის მაინც გამომწვევად უყურებდა საკუთარ თავს, ტუჩებით აღარ პოზიორობდა თუმცა  როგორც ყოველთვის თმებს ისევ აწვალებდა, ერთადერთი მისი პრობლემა ხომ ეგ იყო 🙂

მე სანამ ყავა მოვამზადე მთელი მისი ისტორიები უკვე ვიცოდი, ერთი ოთახიდან მეორეში მიყვებოდა თავის რომანტიულ ამბებს და ისეთი აღტაცებით დააგვვირგვინებდა ხოლმე თითოეულ აბზაცს “-კახი, იიიცი რა მაგარი იყო??”  რომ აშკარა იყო ძალიან ბედნიერია.

ვაღიარებ რომ “ზებრას” მართლა ძალიან გაუმართლა, ქეთაზე უკეთესს მის შესაფერს მთელს დედამიწაზე ვერ იპოვიდა, მათი ურთიერთობა რამოდენიმე წელს ითვლის, მგონი საკმაოდ კარგად გაიცნეს ერთმანეთი და დროც იყო თუმცა ეს უფრო ზებრას ინიციატივაა, ქეთა მაინც თავს არიდებდა სერიოზულ ურთიერთობებს.

ქორწილი წესით გასულ კვირას უნდა ქონოდათ მაგრამ გადადეს გარკვეული და საპატიო მიზეზებისდა გამო.

ერთადერთი მეგობარი გოგოა ვისთანაც ‘ბოლომდე’ გულახდილი ვარ, სხვა მეგობრებისგან მხოლოდ იმით გამოირჩევა რომ არასდროს არ უყვარდა სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, თუ რამე არ მოეწონებოდა უბრალოდ იტყოდა “ეგ რაღა წაკლობაა-ო” და მორჩა(!!)

როცა თავის პირადში მომხდარ სიახლეების მოყოლას მორჩა რა თქმა უნდა ჩემზე გადმოვიდა, არ იცის რომ ბლოგი მაქვს, საერთოდ ბოლოგოსფეროზე წარმოდგენა არ აქვს და შესაბამისად ყველაფერი რაც აქ წერია თავიდან უნდა მომეყოლა, დამეზარა.

მხოლოდ ის ვუთხარი რომ მართვის მოწმობა ავიღე და საკუთარი პიპიით ვიყავი მასთან მისული, ძალიან გაუხარდა, მგონი ჩემზე ძალიანაც კი რადგან მისი ოცნებაა ქონდეს მართვის მოწმობა და მანქანა, გაუხარდა რომ მე მაინც ავისრულე მისი ოცნება.

გული დაწყდა იმაზე რომ ისევ მარტო ვარ თუმცა კარზე გაბმულმა მშვიდმა კაკუნმა ისევ გაუბრწყინა თვალები “-ზებრა იქნება, უი, კახი არ წამოგცდეს სიტყვა ზებრა იცოდე თორემ მართლა მოგკლავ, კიდევ კარგად გადამირჩი დღეს” და კარისკენ გავარდა.

ზებრა იყო. მიყვარს წყვილების ერთად დანახვა, მაგარი გრძნობაა მათი ერთად ყურება, ერთმანეთს ავსებენ.

ზებრამაც როგორც ყოველთვის დაღლილმა და ქანც გაწყვეტილმა შემოაბიჯა, ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა და რასაც არ მოველოდი ის მოხდა, ყოველთვის ვიცოდი რომ ეჭვიანობის უაზრო საბაბი ვიყავი, როცა კამათობდნენ უნებურად ჩემი სახელიც აუცილებლად ფიგურირებდა ამ დროს, ახლა კი ზებრაც სხვანაირი იყო, დამშვიდებული და გააზრებული იმაში რომ ქეთა მხოლოდ მისია და ვერავინ ვეღარ წაართმევს მას სურვილის შემთხვევაშიც კი.

ისე დაინტერესდა და საგულდაგულოდ გამომკითხა ზებრამ სად ვიყავი დაკარგული რომ მართლა გამიკვირდა, თურმე მასაც მოვნატრებივარ და მანაც გულიანად მისაყვედურა “-სად დაიკარგე რომ აღარ ჩანხარ, ესე უნდა მეგობრების დავიწყება, იცოდი მე და ქეთა ქორწილში ვაპირებთ თამადად შენ დაგნიშნოთ-ო” და ქეთას გახედა ხომ მართალი ვარო :დ

ქეთაც აყვა და მოკლედ ძაალიან გავერთეთ 🙂 თურმე მეც მართლა ძალიან მომნატრებია ორივე. ვუყურებდი მათ და მეც ძალიან მომინდა ჩემს ერთადერთთან ერთად  მასე ყოფნა, სულ ახლო და ყოველთვის ერთად, მხიარული და ბედნიერი დღეებით, როცა მხოლოდ ლამაზ ფიქრებში თენდება და ღამდება. სიგიჟემდე უყვართ მათ ერთმანეთი მაგრამ ვიცი მე უფრო ძალიან, ძალიან მიყვარს ჩემი ერთადერთი :*

ბედნიერი და კმაყოფილი დავბრუნდი სახლში, ქეთას ლავსთორით დამუხტული მთელი დღე სასიამოვნოდ გავატარე, ერთ ადამიანს დავპირდი ხვალ ვიდეო პოსტს ჩავწერთქო და აქედანვე მინდა ბოდიშის მოხდა :* მართლა ჩავწერ გეფიცები ოღონდ მერე 😉 მე უფრო მიყვარხარ(!!) :*

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 7 Comments

პოსტის ნავიგაცია

7 thoughts on “კიდევ ერთი ახალი პატარა ოჯახი

  1. vaime ra magaria ::::((((((( ♥

  2. არ მიყვარს რომ თხოვდებიან და ეგრევე იცვლებიან ხოლმე 😐

  3. რატო შეიცვალა ? 😐

    • არ ვიცი, ალბათ ოჯახზე ფიქრებმა შეცვალა, გონია რომ უკვეე დიიიდი გოგოა და აღარ შეეფერება სიცანცარეები :დ რა ვიცი აბა, რა გითხრა 😐

  4. Benetoni

    ისტორია მეცნობა, საიდანღაც ქეთა და ზებრაც გაგონილი მაქვს მაგრამ არამგონია მთლად ის იყო ვისაც ვფიქრობ 😐 კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ კარგად წერ 🙂

    • უამრავი პოსტი მიწერია მათზე, ალბათ რომელიმე გაქვს გადაკითხული და მაქედან 🙂 კიდევ ერთხელ მადლობა ბენეტონ!! 🙂

  5. Benetoni

    შეიძლება 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: