თეატრი

თითქმის ერთი წელი გავიდა სწავლის დაწყებას ვაპირებდი და შესაფერის მომენტს ველოდებოდი, სკოლის პერიოდში ეროვნულებზე გამსვლელის შევსება რომ დამიგვიანდა ეს ის სისულელეა თითქმის ერთი წელი რომ ყელში ამომადინეს იმ ადამიანებმა ვისაც ჩემზე გული შესტკივათ.

 სამწუხაროდ ცუდად ვრეაგირებდი ამაზე და გული მწყდებოდა როცა მეუბნებოდნენ რომ მე უბრალოდ სწავლა მეზარებოდა და თავს ვიმართლებდი სხვადასხვა მიზეზებით, სხვა გზა არ მქონდა -ვითმენდი.

ამ ძიებაში კი გადავწყვიტე ჩემი ოცნება ამეხდინა და მედეა ჩახავას სახელობის კინოაკადემიაში მივსულიყავი გასაუბრებაზე, საბოლოოდ კი დავრწმუნდი რომ შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა და ყველა საჭირო საბუთი მეორე დღესვე შევიტანე, რამოდენიმე დღეში დამიბარეს და თან რომელიმე გამოჩენილი მოღვაწის ლექსის ან პროზის მიტანა მომთხოვეს ე.წ გამოცდისათვის.

სახლში რა თქმა უნდა ჯერ ყველას გაუკვირდა და შემდეგ კი გაუხარდა, არცერთმა ოჯახის წევრმა არ იცოდა ბოლო წუთამდე რას ვაპირებდი და არ ვიცი რამდენად სულპრიზი მაგრამ კარგი ახალი ამბავი შევიტანე.

მოკლედ, დათქმული დღეც გათენდა, ლექსიც მზად მქონდა, განწყობაც შესანიშნავი იყო, მართალია 1 საათზე ვიყავი დაბარებული და 2 ხდებოდა რომ მივედი მაგრამ ამის გამო საქმეს ხელი არ შეშლია.

მისვლისას კინოაკადემიის რეჟისორი გამაცნეს (გოგიჩაიშვილი იყო  გვარად სახელი კი ხმაურის გამო ნორმალურად ვერ გავიგე) მასთან ერთად პატარა, ბნელ და მიყრუებულ ოთახში გამისტუმრეს. მხოლოდ ორი დიდი მაგიდა იდგა და ორი სკამი. ვნერვიულობდი, ეს პირველი შეხვედრა იყო რეჟისორთან რომელსაც თითქოს ჩემი ცხოვრება უნდა გადაეწყვიტა (მას რომ უარი ეთქვა ალბათ არ ჩამრიცხავდნენ).

შესავალი მეტისმეტად მარტივი მომეჩვენა, კარგი ნაცნობივით მომიკითხა (გამომკითხა), სიგარეტმა და ყავამ დაძაბულობა ოდნავ მომიხსნა, ოთახის გარედან სარეპეტიციო ხმაური შემოდიოდა და ეს იმდენად მსიამოვნებდა იმ მომენტში ალბათ ნებისმიერ ჩემი იუთუბის ფავორიტ მელოდიას ვამჯობინებდი 🙂 ამ ხმაურმა კი ჩემი ყვირილი გამოიწვია რადგან უფროდაუფრო ხმამაღალ ბგერებს ითხოვდა რეჟისორი – ლი ლე ლა ლო ლუ!! :დ  ლ-ს პრობლემა რომ ვერ დამინახა(!!) მერე დაწყნარდა :დ

მაგრამ კითხვები, კითხვები, ისევ კითხვები და დაფიქრებული, გააზრებული პასუხები, ერთი ორი სიტყვა შექსპირზე და მის ტრაგედიებზე, თვითონ შექსპირი – გვარის წარმომავლობა, ცოთათი გეოგრაფიაც, ქართული და უცხოური შოუ ბიზნესი, კინომატოგრაფია და პატარა ამოცანა რომელსაც ძალიან მარტივად გავართვი თავი (დავალების შინაარსი კი ასეთი იყო, სკამზე რომელზეც მე ვიჯექი წიგნი უნდა დამედო, შემდეგ კი სკამზე ისე უნდა დავმჯდარიყავი (კომფორტულად) რომ წიგნისთვის ხელი არ მეხლო) ძალიან საინტერესო დავალება აღმოჩნდა, გამამხიარულა კიდეც.

მის სახეზეც კმაყოფილება ეწერა და ცოტათი მეც დავმშმიდდი, მოსაცდელში ველოდებოდი პასუხს, დააგვიანეს ტუმცა ამად ღირდა, რამოდენიმე ბავშვი გავიცანი რომლებიც ჩემზე ადრე მისულან და მათთვის ეს „დაკითხვა“ უკვე ჩაეტარებინა რეჟისორს, ჩემსავით ელოდებოდნენ პასუხს და დროის გასაყვანად რაზე აღარ ლაპარაკობდნენ.

რამოდენიმე წუთში მოსაცდელში ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა და გვარები ამოიკითხა (სულ შვიდნი ვიყავით, მან კი მხოლოდ სამი გვარი დაასახელა) მათ შორის ჩემიც, ვიფიქრე ჩვენ დაგვემშვიდობებიან და დანარჩენებს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად გაარკვევენმეთქი მაგრამ ყველაზე, ყველაზე ბედნიერი წუთები მაშინ იყო როცა მოგვილოცა ჩაბარება და სწავლის დაწყება, სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა შეეშალათ დანარჩენებს დაკითხვაზე და რა კრიტერიუმებს ვერ გაუძლეს მაგრამ არც მაინტერესებს უბრალოდ ძალიან დამწყდა გული ზოგიერთზე, კარგები იყვნენ 😛

ძალიან მიხარია როცა რაღაც ასეთ მნიშვნელოვანს ვისახავ მიზნად და ვაღწევ, პირველი იყო ატესტატი, შემდეგ მართვის მოწმობა, ახლა უკვე ესეც. მინდა სულ ასე ხდებოდეს ჩემი სურვილები და სულ მალე რეალობა ყოფილიყოს ის ოცნებებიც რომლებიც სხვადასხვა პოსტებში უკვე მიწერია ^^

კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი რომ უუფრო ბედნიერი ვიყო :*

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | 8 Comments

პოსტის ნავიგაცია

8 thoughts on “თეატრი

  1. Good job! Good luck! 😉

  2. კახი,კახი,კახი,ყოჩაღ..
    კიდევ და კიდევ ბევრისთვის მიგეღწიოს,წარმატებები..

  3. აბა შენ იცი, წარმატებები! 🙂

  4. კიდევ ერთხელ გილოცავ ❤

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: