საიდუმლო რომელიც ყველას აინტერესებს

საიდუმლო რომელიც ყველას აინტერსებს – ცოტა ხმამაღალი ნათქვამია თუმცა არსებობს ჩემი მეგობრების, ნაცნობების და ნათესავების მთელი ამალა რომელთაც ინტერესი კლავთ გაიგონ ვინ არის ჩემი შეყვარებული, ვიზე ვწერ პოსტებს, ვის ვემესიჯები გაუთავებლად და ვისთან ერთად ვარ ჩამოკიდებული მობილურზე საათობით 🙂

სხვა შემთხვევაში ალბათ უბრალოდ ვიტყოდი ‘ეს მათი საქმე არ არის’ მაგრამ ამ ინტერესმა უკვე პიკს მიაღწია.

გეკითხებით: აუცილბელია თუ არა რომ იცოდეს მეგობარმა შენი პირადი თუ შენ ამის სურვილი არ გაქვს?? აუცილებელია მათი გაცნობა და ა.შ როცა მათ გარეშეც მშვენივრად გრძნობ თავს მასთან.

ზოგჯერ მათი დაკითხვებიც მაღიზიანებს, რატომ უნდა იცოდეს თუნდაც ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა ვინ არის ჩემი შეყვარებული, სადაურია, რა ქვია, როგორია და ა.შ

მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცი ჩემი თითოეული ნათქვამი დეტალი შემდეგ ყავასთან ერთად განსახილველი თემა იქნება როცა საჭორაო დაელევათ, არ მინდა ბანალური ვიყო და მეც განზრახ თავს ვიკავებ მეგობრებში იმ თემაზე საუბარს რასაც სიყვარული ქვია.

არადა რომ დავფიქრდეთ დასამალი არც არაფერი მაქვს უბრალოდ სურვილი არ მაქვს იმის რომ ზოგიერთებს ცხვირი იქ ჩავაყოფინო სადაც არ ესაქმებათ 🙂

არ მინდა იმ ტიპებს ვგავდე თავის პირადს ნებისმიერ დაინტერესებულს რომ უყვებიან და უზიარებენ სიხარულს თუ როგორ გაუმართლათ და რა ბედნიერები არიან, მათ რომ არ გაიგონ და არ იცოდნენ ყველა დეტალი ისედაც ვიქნები მე ბედნიერი ჩემს ‘ერთადერთთან’ ერთად.

თუ რამე მაქვს მოსაყოლი ამის შესანიშნავი ადგილი ბლოგია, თუ რამე მექნება ისეთი რაც შეიძლება რომ ამის გაგება სხვებსაც “დააინტერესოს” ბლოგზე დავწერ.

ვიცი უხეშად გამომდის მაგრამ ყველა ვინც ამ პოსტს წაიკითხავს და შემდეგ ქუჩაში შემხვდება აღარ დავისვას კითხვა „რა ხდება შეყვარებულის ამბებში“ 😐

(წინა პოსტმა რომელიც ბლოგის არსებობასთან დაკავშირებით დავწერე მეგობრებში გაჭრა და მგონი ამ პოსტმაც უნდა მიშველოს რამით :დ)

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | 14 Comments

პოსტის ნავიგაცია

14 thoughts on “საიდუმლო რომელიც ყველას აინტერესებს

  1. ბუნებრივია რომ აინტერესებთ. თან ხომ უნდა განიხილონ შეგეფერება თუ არა:დ:დ

  2. ეგ პრობლემა ყოველთვის იქნება ყველას ოჯახში სადაც გასათხოვარი და დასაქორწინებელი გოგოა/ბიჭია :დ
    მე მივეჩვიე უკვე და კი არ ვბრაზდები ვეღადავები უკვე ჩემებს :დ

    • არა ოჯახის წევრებს კიდევ კარგი ხოო, საბაბი აქვთ და მიზეზი ამ კითხვების მაგრამ რიგით ნაცნობს ან რამოდენიმე ხნის გაცნობილ ადამიანს რატომ უნდა აბარო ანგარიში შენს პირადდთან დაკავშირებით 🙂

  3. Benetoni

    სიმპატიური ტიპების პირადი ყოველთვის ყველას აინტერესებს, წესით უნდა გიხაროდეს ეგ :))))))))))) ეესეც ერთერთი მსხვერპლია პოპულარობის :* მომწონს შენი წერის სტილი. ახალი მკითხველი ვარ ბლოგების და ეს ბლოგი იყო პირველი რაც აღმოვაჩინე. ხშირად წერე კარგი? :)))

  4. ფაფუკი

    რაღა დაგიმალოთ და უკვე მეც დავინტერესდი ^_^ კახიი ხომ იცი რაც უფრო დამალავ მით უფრო გამოიწვევს ეგ ფაქტი ინტერესს და ამას დამატებული გამოძიებებს 🙂 მართალია სიყვარულსა მალვა უნდაო მაგრამ რამდენი ხანია გაკვირდები და უკვე ვკვდები ინტერესით ვინ არის ის ბედნიერი? o.O 😀

    • რამდენი ხანი-ო 🙂 მადლობა მაგრამ დამერწმუნე დეტალები იმდენად არ არის საინტერესო რამდენადაც ზოგადად მასზე ნათქვამი თითოეული სიტყვა 🙂

  5. მე როდესაც მეგობარი ასეთ მნისვნელოვან ამბავს დამიმალავს ძალიან გამიტყდება.

    • მე არ ვმალავ ნაათ უბრალოდ ლაპარაკის სურვილი არ მაქვს, პრინციპში ეს ალბათ შეიძლება ერთი და იგივეც იყოს 🙂

    • ჯერ ჩემს მეგობრებს არ უტყდებათ (ან არ იმჩნევენ) და ჩემს ‘სურვილებს’ პატივს ცემენ მაგრამ თუ ბოლოსდაბოლოს მომადგნენ და სხვა გზა არ დამიტოვეს მაშინ მომიწევს მათი გაცნობა’ც 🙂

      • “სხვა არ მექნება” დამოკიდებულება შენი მეგობრებისადმი არის ცუდი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: