ადამიანები

ეს რამოდენიმე დღეები ერთმანეთს დაემსგავსნენ და არაფერი ხდება საინტერესო და აღსანიშნავი, ჩიკომაც მოიწყინა მაგრამ მისთვის მხოლოდ მუსიკაც საკმარისია რომ სახლი აწიოს ჭიკჭიკით რომელსაც მე უფრო ჭყივილს დავარქმევდი 🙂

ძველებურ წანწალსაც ბოლო მოეღო, მგონი დავიღალე წინ და უკან სიარულითაც.

სახლში უსაქმურად ჯდომას კი ქონია ერთი პლიუსი, ისეთ რამეებზე ფიქრობ რაზეც სხვა დროს თავს არ შეიწუხებდი

მაგალითად: ვიფიქრე და მივედი იმ დასკვნამდე რომ ადამიანების ამოჩემება მახასიათებს, ასე პირდაპირი ნათქვამი ცუდად ჟრერს ამიტომ დავაკონკრეტებ. არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგი მაგრამ ადამიანის გაცნობისთანავე თუ მან ჩემში კარგი შთაბეჭდილება არ დატოვა გამორიცხულია მასთან მომავალში ვიმეგობრო. გამოვტყდები და დავწერ რომ პირველი გაცნობა წყვეტს ჩემს შემთხვევაში მასთან შემდგომ მომავალს.

თუ ადამიანმა ჩემზე ვერ მოახდინა კარგი შთაბეჭდილება და ვერ დატოვა კარგი კვალი  ამის შემდეგ არაფერი არ ხდება, უბრალოდ ამის შემდეგ მასთან ურთიერთობას და კონტაქტს ვერიდები რადგან რაც არ მომწონს ე.ი მაღიზიანებს და რაც მაღიზიანებს შესაძლოა კონფლიქტამდეც მიმიყვანოს.

ადამიანები ხომ ზოგჯერ ასეთები ვართ ხან რაღაც მოგვწონს ხანაც არ მოგვწონს და ეს ცოტათი მარტივი ჩანს იმასთან შედარებით რაც შესაძლებელია ამან გამოიწვიოს.

ვიფიქრე იმაზეც რომ ამ ყველაფერთან ერთად ზედმეტად პრეტენზიულიც გავხდი, არასდროს არ ვყოფილვარ მომთხოვნი და ჭირვეული, არასდროს მითქვამს კატეგორიული ტონით -მე არ მინდა ეს, მე ეს მინდა და მორჩა!!

ალბათ სხვა დანარჩენთან ერთად ადამიანის გუნება-განწყობულებაში დამოუკიდებლობის სურვილიც მაშტაბურ სახეს იძენს და ამის მოთოკვა ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია.

ვიფიქრე იმაზეც რომ ადამიანებს ზოგჯერ მცირედიც გვყოფნის რომ ვიყოთ ბედნიერები მაგრამ არსებობს კატეგორია ვისთვისაც მცირედი მხოლოდ მცირედად რჩება და მუდამ ბედნიერების დეფიციტს განიცდიან 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , | %(count)s კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

One thought on “ადამიანები

  1. Benetoni

    “”მასთან ურთიერთობას და კონტაქტს ვერიდები”” მგონია რომ საუკეთესო გადაწყვეტილებაა მაგ სემთხვევაში. მე არ მჭირს მასეთი რაღაცეები 😀

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: