თბილისი – ბათუმი 2 (დანაპირები რომელმაც 1 წელი დააგვიანა)

რაც არ უნდა წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ ცხელი ზაფხულიც მოვიდა :დ ხალხი უკვე ირაზმება სოფლებში ან ზღვაზე წასასვლელად და დასასვენებლად მე კი უამრავი მიზეზებისდაგამო მიწევს თბილისში დარჩენა რამოდენიმე ხნით.

ხოდა ამასობაში წამომიტივტივდნენ შარშანდელი სეზონის თავგადასავლები, რამოდენიმე მათგანი კი იმდენად სასიამოვნო გასახსენებელია რომ მინდა აქაც დავწერო. თან მახსოვს წინა პოსტი იმხელა ასოებით დავასრულე ‘გაგრძელება იქნება-მეთქი’ რომ ვიფიქრე ბარემ დანაპირებსაც ავასრულებ-თქო  (სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო) 🙂

***

ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ ალბათ 1 იქნებოდა დაწყებული როცა ბათუმში ჩავედით, “ჭუჭყიანი მარშუტკიდან” ჩასვლისთანავე ველოდებოდით როგორ შეგმოგვეგებებოდა სიცოცხლით აღსავსე, ხმაურიანი ქალაქი მაგრამ თურმე ამ დროს ბათუმს უკვე ეძინა და ქუჩებში სიცარიელე + სჩუმე დაგვხვდა, გადაგვავიწყდა რომ ღამის გასათენებელი ადგილი საპოვნი გვქონდა და პირდაპირ პლაჟზე გავედით.

გზაში შორიდან ვხედავთ შუა ქუჩაში გაჩერებულ მანქანას რომლის ოთხივე კარებიც ღიაა და საიდანაც არაამქვეყნიურად მაღალ ხმაზე სიმღერებს აღრიალებენ, გვესმის ნაცნობი სიცილი და სამივენი იმ ქუჩას მივუყვებით, ვიუახლოვდებით მანქანას და ვხედავთ ჩვენს მეგობრებს რომლებიც თბილისიდან სულ რამოდენიმე დღით დაგვასწრეს ჩამოსვლა როგორ ხარხარებენ უაზროდ (ნუ ჩვენთვის უაზროდ) 😀

დახვედრა წარმოუდგენელი მოგვიწყეს, მითუმეტეს არცერთმა არ იცოდა ჩასვლას რომ ვაპირებდით.

ის საღამო თეთრად გავათენეთ პლაჟზე, მუსიკების, ლუდის და არყების ფონზე

დილით კი იმ სახლში მივედით სადაც მეგობრებს უკვე დაქირავებული ქონდათ, დაღლილს და დაქანცულს ძილიც მეზარებოდა მაგრამ ისე ჩამთვლიმა უკვე 7 იყო დაყწბეული რომ გამეღვიძა (ან გამაღვიძეს)

მიუხედავად იმისა რომ ცურვა არ ვიცი თავი მაინც არ დამიზოგავს და ზღვას მონატრებული კაი ხანი ‘ვცურავდი’ 🙂 მერე რა რომ ცოტათი დავიწვი და მგონი საღამოთი სიცხეც მომცა სამაგიეროდ თბილისში დაბოღმილი გული მოვიოხე :დ

საღამოს ისევ დაღლილს მეგობრების დაჟინებული თხოვნით ღამის კლუბში წავედით სადაც რამოდენიმე ნაცნობი შევიძინე, ბეევრი დავლიე, თან ძალიან ბევრი, დაღლილს ალბათ ორმაგად მომეკიდა და ბოლომდე გადავიწვი (გავითიშე), ეს ზუსტად ის საღამო იყო რომელზეც ამ პოსტში ვყვებოდი, ეს პოსტი ეხლა რომ გადავიკითხე საკუთარ თავზე გამეცინა, ნეტავ მაშინ სად მქონდა ამდენი სენტიმენტალურობა, ისეთი ამაღელვებელი პოსტია რომ გულიანად გამეცინა :დ

მაგრამ აქ არ დამთავრებულა ყველაფერი, იყვნენ სხვებიც, ზოგნი ისევ არიან და რჩებიან, ზოგიც უბრალოდ იყო, როგორც ამ პოსტში 🙂

იყო პლაჟზე ღამეების თენება, უამრავი გასართობი თამაშები და გამარჯვებულები რომლებიც ყოველთვის სტუმრები ვიყავით 😛 არადა მასპინძლობას აბრალებდნენ :დ

ესეც ბონუსად (შარშან ზაფხულში გადაღებული ერთ-ერთი სურათი)

ყველაზე საინტერესო და ამ ყველაფრის მუღამი კი ის იყო რომ სახლში ეს არ იცოდნენ, მათ ეგონათ რომ მეგობართან ვიყავი აქვე, ოქროყანაში ასული და მშვიდად ეძინათ :დ

სამწუხაროდ ნაადრევად მომიწია ჩამოსვლა მაგრამ მაინც კარგი იყო წინა ზაფხული!! მას შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა 🙂 თან ძალიან ბევრი!!

მაშინ სიყვარულის არაფერი გამეგებოდა, მაშინ ჩემთვის სულ ერთი იყო ყველაფერი, არაფერი მქონდა საყურადღებო და გასათვალისწინებელი, მხოლოდ გართობისკენ ვიყავი გადართული და წინ არ ვიყურებოდი 🙂 მაშინ არ მყვარებიან არავინ ისე როგორც ახლა, სიგიჟემდე, ყურებამდე ვარ შეყვარებული!! ^^

დრო რა ჩქარა გარბის, ცოტა არ იყოს და მომენატრა ბათუმი, უფრო სწორედ მეგობრები რომლებიც მიმოფანტულები არიან საპატიო მიზეზებით 😐 ესეც დანაპირები ^^

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “თბილისი – ბათუმი 2 (დანაპირები რომელმაც 1 წელი დააგვიანა)

  1. Benetoni

    მაგარია ბათუმი მაგრამ წელს ანაკლიაში მივდივარ, მაინტერესებს უბრალოდ რა გააკეთეს ამნაირი 🙂 რამდენიმე დღით იქ დავისვენებ ალბათ და სავარუდოდ ისევ ბათუმში გადავალ მერე 🙂 მომეწონა პოსტი! მართალია მთლა ყველა კითხვაზე პასუხი არ გაგიცია მაგრამ მაინც კარგი იყო 😀 :* პოსტში ბოლო სურათი განსაკუთრებით მომეწონა ^_^

  2. ბათუმი სასწაულად მენატრება :/ ღმერთო მალე მოვიდეს სექტემბერი :ს

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: