მეორედ მოსვლა

მთელი დღე მე და ჩემი დეიდაშვილიშვილი რომელიც რამოდენიმე დღის წინ გვესტუმრა ფშაველიდან მულტფილმებს და მხატვრულ ფილმებს ვუყურებდით, ეს ცოტა დამღლელი აღმოჩნდა თუმცა ღირდა იმისათვის რომ მისი გართობა ოდნავ მაინც მომეხერხებინა.

საღამომდე მოვასწარით დაახლოებით 3 მულტფილმის და ზუსტად 5 კინოს ყურება რომელმაც ცოტა არ იყოს და მეც ჩამითრია და სიამოვნებით ვუყურე, პატარაობა გამასენა და მთელი დღე ოთახიდან ფეხი არ გამიდგამს 🙂

საღამოს კი როცა უკვე “ადამიანი ობობას” ყურებას ვამთავრებდით შუქი მოულოდნელად ჩაქრა (მთელს დასახლებაში) და ერთი დიდი შავი სივრცე მოჩანდა მეცხრე სართულის ფანჯრებიდან, დავინტერესდი და ოთახიდან გავედით, გვერდითა ოთახში კი საუბრის თემა ისეთი მძიმე დაგვხვდა რომ ორივემ ვინანეთ გასვლა.

მანამ ჩვენ “მაგადასკარს”, “ელვა მაქვინს” და “ტომი და ჯერის” სერიებს ვუყურებდით თურმე ამასობაში მათ იუთუბში დადებული ვიდეო ენახათ და მწარე საუბარი გაემართათ მოსმენილთან და ნანახთან დაკავშირებით – ვიდეო კი არც მეტი არც ნაკლები მეორედ მოსვლა გახლდათ!! 😐

მათი საუბარი კი იმდენად მძიმე მოსასმენი იყო რომ მაშინვე დავინტრიგდი და მთელი გულისყურით ვუსმენდი როგორი თანმიმდევრობით იხილავდნენ საუკუნეების წინ ნაწინასწარმეტყველევ თითოეულ წინასწარმეტყველებას, როგორი სინანულით აღიარებდნენ რომ უამრავი მათგანი ხდება და შიშობენ რომ უამრავიც მომავალში ახდება, როგორ ეწინააღმდეგებოდნენ ვიდეოში ნახსენებ ბიო ჩიპებს რომელიც მომავალში შეიქმნება და ყველა ადამიანს ჩაუმონტაჟდება მის უნებლიედ.

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ პირდაპირ დავწერ – ძალიან შემაშინეს!! მიუხედავად იმისა რომ მითხრეს ეს ვიდეო ძველია და რამოდენიმე მასში გამოყენებული მასალა თუ მონაყოლი ამბავი/რჩევა სიცრუეა და არ დაუჯერო-ო მე მაინც დავიზმენდი და შუქი როგორც კი მოვიდა (დაახლოებით 40 წუთში) მაშინვე ვეცი ლეპტოპს და იუთუბში მათი კარნახით ვიპოვე ზემოთ ხსენებული ვიდეო და ბოლომდე დიდი ინტერესით ვუყურე და სიმართლე გითხრათ ძალიან დამაფიქრა.

მართლაც უამრავი უძველესი წინასწარმეტყველებები იყო მოყვანილი რომლების უმრავლესობაც უკვე ახდა და ყველაზე მთავარი წინასწარმეტყველება – ანტი ქრისტეს მოსვლა ჯერ ისევ რჩება ყველაზე საშიშ და გარდაუვალ მოვლენად რომელიც კაცმა არ იცის როდის მოხდება.

ამონარიდი დოკუმენტური ფილმიდან: “გლინის უდაბნოს ბერთა გადმოცემით, მას შემდეგ რაც ანტი ქრისტე და ცრუ წინასწარმეტყველნი ცოცხლად იქნებიან გეენნაშში დაგდებულნი ეს ქვეყანა ერთბაშად არ დაამთავრებს არსებობას, წმ. დიმიტრი როსტოველი გვამცნობს ‘ანტი ქრისტეს წარსაწყმდელის აღსასრულის შემდეგ კიდევ ადამიანებს ღმრთისსაგან კიდევ ეძლევათ დრო სინანულისათვის’ როგორც ამას ვხედავთ ბიბლიაში დანიელ წინასწარმეტყველთან სადაც ანგელოზმა თქვა რომ ‘ანტი ქრისტე 1290 დღეს იმეფებს’ ხოლო შემდეგ დაუმატა ‘ნეტარია ვინც მოითმენს და მიაღწევს 1335 წელს’, ანუ ანტი ქრისტეს შემდეგ რჩება კიდევ 45 დღე, ამ ხნის განმავლობაში ცაზე დარჩება გაბრწყინებული ჯვარი უფლისა რომელიც თავისი დიდებულებით მოუწოდებს ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს სინანულისაკენ. ‘და მაშინ გამოჩნდება უფალი დიდებით, ღრუბელთა ზედა მომავალი რომელსაც კაცობრიობა ერთდროულად იხილავს, მართალთ შეუძლიათ არ ეშინოდეთ, მათ გარე შემოზღუდავს მადლი, კიდობანი ეკლესია, მხოლოდ ისინი გადარჩებიან ვინებიც ვინც მასში იქნებიან’ – ამბობდა წმ ნექტრაიუს ოპტინელი. მერე კი მოიწევს აღსასრული ამა სოფლისა, ვინც ინდომა ღმერთთან დარჩენა დარჩა და მარად ღმერთთან ერთად მეფობს!!..”

ამასობაში კი უკვე 13 რიცხვი, პარასკევი დღე თენდება!! 😐

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “მეორედ მოსვლა

  1. მეც მაქვს ეგ ვიდეო ნანახი ძალიან ბავშვობაში და შემაშინა 😐

  2. au icit raa saertod nu ujerebt eg aris magari sisulele raa ubralod xalxs apanikeben da sasertod aravin ar icis ufalis garda eg rodi moxdeba

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: