ბედისწერა

ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე, როგორც იტყვიან: არ იცი ადამიანს რა გაწერია შუბლზე-ო მაგრამ რაც არ უნდა გეწეროს იმას ვერ აცდები-ო, ბედისწერა-ო და ა.შ.

ყველას გვსმენია ბედისწერაზე, ზოგი ამბობს ის ადამიანის გაჩენისთანავე იბადებაო და ძნელია (ზოგჯერ შეუძლებელიც) მისი შეცვლა, ზოგი კი თვლის, რომ თვითონ ადამიანები ვცხოვრობთ სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვინდა და ბედი აქ არაფერ შუაშია.

მე, სიმართლე თუ გაინტერესებთ, არც იქით ვარ და არც აქეთ, ალბათ როგორც ყოველთვის ტრადიციულად ამ საკითხშიც ნეიტრალური ვარ.

ცხოვრება, ე.წ წუთისოფელი ზოგჯერ ზოგიერთებისათვის წუთზე ნაკლებს ითვლის და დროზე ადრე მთავრდება სიცოცხლე.

არ ვიცით ხვალ რა მოხდება, ვის რა გველის, ყველაზე წარმოუდგენელიც შესაძლოა მოხდეს და შემდეგ ვინანოთ, რომ თურმე ვერ მოვასწარით ის რასაც მთელი ცხოვრება ვგეგმავდით, ვაპირებდით და ვერ ავისრულეთ

ნუ დაველოდებით განსაკუთრებულ მომენტებს მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც ლამაზი ფონი შევქმნათ და ისე გავუმხილოთ ერთმანეთს როგორ გვიყვარს, როგორ გვენატრებიან და რომ ისინი ჩვენთვის ყველაზე ძვირფასები არიან და ყველაფერს ნიშნავენ.

ნუ ვიკამათებთ სისულელეებზე და ნუ გავებუტებით ერთმანეთს. უბრალოდ ვიყოთ ლოიალურები, ვიყოთ ბედნიერები, თორემ უბედურების მეტი, რომ გაიხედ-გამოიხედო, არაფერია ამ ქვეყნად მაგრამ საბედნიეროდ შეცვლა შეგიძლია.

იყო პერიოდი როცა ჩემს გარშემო უამრავი ადამიანი წუწუნებდა, მოთქვამდა იმას რომ უბედურები იყვნენ, რომ მათ არ გაუმართლათ და ა.შ მხოლოდ იმიტომ რომ დრო ვერ გამონახეს, ვერ გაბედეს, ვერ შეძლეს და ვერ უთხრეს როგორ უყვარდათ. მას შემდეგ რამოდენიმეს კიდევ ქონდა შანსი მაგრამ მაინც ვერ გამოიყენეს 😐

ყველაზე ძალიან იმაზე მწყდება გული რომ შესაძლოა სათქმელი იმდენად დააგვიანო რომ შემდეგ ვეღარასოდეს მოახერხო თქმა. დაახლოებით 3 წლის წინ მეგობარი შემთხვევით გავაბრაზე და ეს ხუმრობა სეიოზულ კამათში გადაგვეზარდა, ახლო კონტაქტი უცებ გავწყვიტეთ და ერთმანეთთან სულ გავუცხოვდით, პრინციპულად არცერთი არ ვდგამდით ნაბიჯს შერიგებისკენ, ერთმანეთის ლოდინში კი (დაახლოებით 2 კვირაში) დასასვენებლად სოფელში წავიდა სადაც მდინარეზე დაიხრჩო 😐

3 წელი გავიდა მას შემდეგ და დღემდე ვნანობ რომ არ მივედი და ბოდიში არ მოვუხადე, შეიძლება ამით არაფერი შემეცვალა და მაინც მომხდარიყო ის რა მოხდა მაგრამ იმ დროს თბილისში მხოლოდ მე ვრჩებოდი სამეგობრო წრიდან 1 კვირით და შესაძლოა ჩემს გამო მაინც დარჩენილიყო და არ წასულიყო სოფელში.

ვიცი არც ის იყო მთლად დიდად ნაწყენი ჩემზე მაგრამ მთელი გულით ვნანობ რომ ბოდიში არ მოვუხადე, 15 წლის ჯიუტი ბავშვი ვიყავი 😐

ამიტომ სანამ დრო გვაქვს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და არ დავკარგოთ სისულელეებზე ფიქრში

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , , | 10 Comments

პოსტის ნავიგაცია

10 thoughts on “ბედისწერა

  1. დარწმუნებული ვარ სულებიც კითხულობენ ბლოგებს, ყოველ შემთხვევაში ზუსტად იციან ჩვენი მათ მიმართ დამოკიდებულების შესახებ და აუცილებლად ენდომებათ იმის თქმა, რომ ძალიან ვუყვარვართ და წარსულ სისულელეებზე აღარ უნდა ვინერვიულოთ. 🙂

  2. Benetoni

    ვიცი მეგობრის დაკარგვა რას ნიშნავს და მესმის სენი 😐 ყველაზე ძნელი და მტკივნეული ის არის როცა ხვდები რომ დრო დაგიკარგია. შეგეძლოა მასთან ერთად კიდევ უფრო რამრავი სამახსოვრო დრო გაგეტარებინა და გვიანია 😦 ძალიან მომწონს შენი პოზიცია და გეთანხმები კახი :* მართალია ძველი მტკივნეული ისტორიები გამახსენე მაგრამ მაინც დიიდი მადლობა რომ ასეთი ლამაზი პოსტებით მაგონებ :*

  3. მთავარია ამ ყველაფრის შეგნება და თუ ამას მიხვდი ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმული გაქვს. ახლა მთავარია იგივე შეცდომა აღარ გაიმეორო. ცხოვრება წინ მიდის და მოეფერე იმ ადამიანებს ვინც გიყვარს და გვერდით გყავს. 🙂

  4. მე ჩემს ბედს ჩემით განვკარგავ, სხვებმა რაც უნდათ ის იბოდიალონ!

  5. რაც არ გამოგვდის ცხოვრებაში ისე, როგორც გვინდა აი იმას ვაბრალებთ ბედს – ეგ მეწერაო. ესაა და ეს. უბრალოდ თავს ვიმშვიდებთ:/

  6. TaTa

    მე შენი ბლოგის ახალი მკითხველი ვარ.ძალიან მიხარია შენნაირი ადამიანი კიდევ რომ არსებობს.ასეთ ჩანაწერებს ბევრი ვერ გააკეთებს.მეც ვწერ მაგრამ გამოქვეყნება მეშინია არ ვიცი, რატომ შენ კი ძალიან ძლიერი ადამიანი ყოპილხარ ეს რომ შეძელი..წარმატებებს გისურვებ მთელი გულით და სულით.

    • კარგად მახსოვს მეც შენსავით რომ ვფიქრობდი 2 წლის წინ, მეშინოდა–მეთქი ვერ გეტყვი მაგრამ რაღაც მუღამი უნდა დაუჭირო, რაღაც პრინციპზე უნდა დაიწყო და როცა დაიწყებ მერე ვეღარ გაჩერდები, შენ შენი უნდა ცადო 😉 დიდი მადლობა თათა :*

  7. არ მჯერა ბედისწერის მე : ]

  8. ვწუხარ შენი მეგობრის გამო

  9. ბედი, ბედისწერა, სულები არ არსებობენ! და სანამ დამიწყებთ უაზრო კამათს გირჩევნიათ ჩემს ბლოგს გადახედოთ სადაც დეტალურად მაქვს რატომ არ არსებობს არც ერთი ზემოთ ჩამოთვლითაგანი, რატომ არ არსებობს ბედისწერა ( https://goo.gl/FXBtHG ), რატომ არ არსებობს სულები და ყველაფერი არამატერიალური ( https://goo.gl/n70cDi )

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: