ჩემი მეგობარი უკვე 2 წლისაა

საკუთარი დაბადების დღესავით მიხარია, ისეთ განწყობაზე ვარ თითქოს რაღაც კიდევ უფრო ახალი, განსხვავებული იწყება რაც კიდევ უფრო დიდ ხანს გაგრძელდება. ერთ-ერთ გამოკითხვაში სადაც 100%-ით დარწმუნებული გავეცი პასუხი რომ „ჩემი ბლოგი იარსებებდა იქამდე სანამ მე ცოცხალი ვარ“ – მინდა რომ გავამართლო.

დღეს ბლოგი 2 წლის გახდა. წინა წელთან შედარებით – არა, არა ვერ შევადარებ, საგრძნობლად შეიცვალა. ძველ პოსტებს რომ ვკითხულობ არ მჯერა რომ ოდესღაც ამ პოსტებს მე ვწერდი. წინა წლის ჩანაწერები განსხვავდება წლევანდელისგან და მიხარია იმიტო რომ ვგრძნობ როგორ იცვლება ჩემი ცხოვრება, ვგრძნობ რომ იმაზე უფრო და უფრო მეტს ვაღწევ ვიდრე მე მოველოდი.

ალბათ არც გაგიკვირდებათ თუ დავწერ რომ ბლოგმა უამრავი რამ მასწავლა, უამრავი საინტერესო ადამიანი და მეგობარი გამაცნო, ყოველი პოსტის ქვეშ თქვენი დატოვებული თითოუელი კომენტარი თუ რჩევა რაღაც ახალს მასწავლიდა.

ბლოგი დამეთანმებით ალბათ რომ ადამიანის თვითრეალიზების ერთ-ერთი მარტივი საშუალებაა და მეც მგონი ეს ვისწავლე, გამომივიდა.

რაც არ უნდა შემეკამათოდ ბლოგს მაინც ახლავს პატარა აზარტი – მკითხველთა რაოდენობა, ხოდა მეც ბედნიერი ვარ იმით რომ თქვენი ყურადღებით და თითოეული ბლოგზე ვიზიტით ჩემთან ერთად საბოლოოდ გადაწყვიტეთ რომ ბლოგმა უნდა იარსებოს 🙂

ბლოგი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია რომელიც მოთმინებით იტანს ყველა ჩემს წუწუნს, საყვედურს, უხასიათობას და (იშვიათად თუმცა მაინც) დეპრესიებსაც, ჩემთან ერთად იზიარებს სიხარულს, ბედნიერ წუთებს და ამასთან ერთად ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრია 🙂 ყოველთვის გულახდილი ვარ მასთან, არასოდეს მერიდება იმის თქმა რასაც ვგრძნობ, განვიცდი, მესმის ან ვხედავ, რაც ჩემს გარშემო ხდება და

როცა ბლოგის 2 წლის ისტორიას გადავხედე აღმოჩნდა რომ არსებობდნენ ერთგული ანონიმური მკითხველები რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ, მაგრამ აქედან კიდევ უფრო განსაკუთრებით ცნობილი და ჩემთვის საყვარელი ბლოგერებიც აღმოვაჩინე, მართალია ბლოგს აქვს დაბადების დღე თუმცა პირიქით, მომინდა მათთვის გამეკეთებინა პატარა საჩუქარი რომელიც ჯერ-ჯერობით სიურპრიზად დავტოვებ!! 🙂

სამწუხაროდ ეს პოსტიც გარკვეული (საპატიო) მიზეზებით გვიან დაიდო ბლოგზე (თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო) და მეც კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ რომ თქვენი სითბოთი და ელემენტარული ყურადღებთ ყოველ დღე მანებივრებთ და მახარებთ :*

გპირდებით ყოველთვის იცოცხლებს ბლოგი, ვეცდები და წინა წელთან განსახვავებით უფრო ხშირად მოგიყვებით საინტერესო ისტორიებს, ზოგჯერ პირადსაც და არასდროს მომერიდება, დამეზარება იმის მოყოლა თქვენთვის რაც ჩემს გარშემო ხდება :*

ბლოგის პირველი ვიზუალური მდგომარეობა ^^

ტრადიცია დავარქვათ და კიდევ ერთხელ განვიხილოთ ბლოგის ამ ორ წლიანი აქტივობები:

ბლოგს ამ 2 წლის განმავლობაში სულ – 29,295 -ვიზიტორი ეწვია, აქედან პირველი 5 კომენტარის ავტორები იყვნენ – ადო, lasha, KissMyAss, siyvarulovnaann

მე კი – 150 -პოსტი დამიწერია, აქედან ყველაზე კითხვადი პოსტები კი – აუ, იცით გუშინ რა მაგარი სექსი მქონდა??MTV Live Georgia ანუ ახდენილი ოცნებებიქართული ესტრადა =))თბილისი – ბათუმითინეიჯრების საიდუმლო რიტუალი -აღმოჩნდა

საძიებო სიტყვები რომლითაც ხშირ შემთხვევაში მკითხველი ბლოგზე ხვდებოდა ესენი იყო – Smile; Love; მაგარი სექსი;  Batumi 2011 და თინეიჯერები.

განვმეორდები და კიდევ ერთხელ დავწერ რომ თითოეული ბლოგის ვიზიტორი მიყვარს – რადგან თქვენ მაპოვნინეთ ეს სამყარო რომელიც უკვე ჩემია და რომელსაც არასოდეს არ ექნება დასასრული 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 22 Comments

პოსტის ნავიგაცია

22 thoughts on “ჩემი მეგობარი უკვე 2 წლისაა

  1. გილოცავ ორ წელს <3<3
    აი, ყველაზე მაგარი ეგ გრძნობაა რა, რომ გადახედავ და რომ გრძნობ რომ იცვლები, იზრდები, ვითარდები და რომ ამაყი ხარ. მომავალ წელსაც ზუსტად ეგ გრძნობა გექნება და სიამაყისგან გაიბერები <333

    გილოცავ კახიმაუს (როგორც აქსიომა იტყოდა :დ)

  2. კიდევ ერთხელ გილოცავ ^_^
    რაღაცნაირად თბილი პოსტია, ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ბლოგი და ჩემი სახით კიდევ ერთი, იმედია აქტიური მკითხველი შეგემატება 🙂
    ახლა ვხვდები რამდენს აკაეთებს გამოცდილება, 2 წელი თითქოს არაფერი, მაგრამ როგორი დახვეწილი, მარტივი და სადა წერის სტილი გაქვს (ყოველშემთხვევაში მე ასე შეგატყვე)

    პ.ს პოპულარული პოსტების სათავეში, რათქმაუნდა სკანდალური პოსტი მოხვდა, რომლის სახელშიც “სექსი” ერია.. ტტტ… ეს მკითხველები.. ვერ გაუგებ ვერაფერს 🙂
    წარმატებები ^_^

  3. კახი, გილოცავ 🙂 თუ შენს ბლოგს ვულოცავ. თუ ორივეს ერთად :დ

  4. კახიმაუს გილოცავთ შენ და შენს ბლოგს იუბილეს. ბევრ საინტერესო პოსტს და კიდევ უფრო მეტ საინტერესო და ერთგულ მკითხველს გისურვებთ. ძალიან მომწონს შენი ბლოგი. 🙂

  5. ფაფუკი

    გილოცავ! უკვე 2 წელი გავიდა? :O რა მაგარაა! ძალიან მინდა სუულ სულ ასეთი თბილი მშვიდი და სიყვარულით სავსე პოსტებს ვკითხულობდე ამ ბლოგზე და შენც სულ ბედნიერი ყოფილიყავი :*:*:*:* ძალიან მიყვარხარ კახი და გილოცაავ! ^_^

    • ფაფუკი

      P.S მაგ რამდენიმე ანონიმურ მკითხველში მგონი მეც უნდა ვიყო რადგან აღარც მახსოვს პირველად როდის შემოვედი აქ და პირველი პოსტი როდის წავიკითხე ::) იმის მერე სუულ აქ ვარ და ზოგჯერ ძველ პოსტებსაც სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე იმიტომ რომ ძალიან მომწონს შენი წერის სტილი 🙂 ჩემი ბიჭიიი. მართლა იგრძნობა ბლოგზე დახვეწილობა და განვითარება 🙂

      • ჩემთვის რა ბედნიერებაა თქვენგან ასეთი კომენტარების კითხვა ვერ წარმოიდგენთ 🙂 უღრმესი მადლობა. ძალიან ძალიან გამახრეეე ფაფუკი :*

  6. გილოცავთ! 🙂

  7. ყველა მილოცვას ვუერთდები და წარმატებებს გისურვებ კახი 🙂

  8. ეეი, ორი წლის გამხდარა შენი ბლოგი ❤ გილოცავ, კიდევ ბევრი წელი მომელოცოს ბლოგისთვის:) და მკითხველების სიმრავლეს გისურვებ ❤

  9. კახი, გილოცავთ შენ და შენს მეგობარს დაბადების დღეს, ბევრ მკითხველში და უფრო დიდ რეიტინგში :))) მე კიდევ წასაკითხის დახვედრაში აქ შემოხედვისას 😛 😀

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: