ისევ ფშაველი

დილით ვიღვიძებ, უფროსწორედ მაღვიძებს მამლის ყივილი რომელიც რაღაცნაირად სწორედ იმ ფანჯარასთან ამოსულა სადაც მე მეძინა და სავარაუდოდ ბოლო ხმაზე ყიოდა. თვალების გახელისას მხვდება ძველებურ კამოდზე შემოდებული ლამაზად მოჩუქურთმებული გარმონი, გვერდით კედელზე დიიდ ჩარჩოში ჩასმული ნახატი რომლის ავტორიც და შინაარსიც ჩემთვის უცხო იყო, კუთხეში პატარა “ტრილიაჟის” სარკეებიდან საკუთარი თავი ვიცანი. ოთახის ღია კარებიდან შემოდის გრილი ნიავი და სიამოვნებისაგან მეღიმება, ეზოდან ამოდის ბავშვების ხმაური, ალბათ რომელიმემ ისევ აურია თამაში და გამწარებულები კამათობდნენ 🙂

როგორც წესი, თბილისში, სახლში ვიცოდი – ავდექი, უემოციოდ გადავიცვი, ლეპტოპში „დილის გამამხნევებელი“ მუსიკა ავაღრიალე და სიგარეტის მშივიდი ქაჩვით გავედი აივანზე, სრული ნეტარებაა აივნიდან ისეთი პეიზაჟი მოჩანს, უზარმაზარ მდელოზე გადაჭიმულ ყანაში ახლად ამოწვერილს თუმცა უკვე დიდ სიმინდის ტაროებს რომ არხევს ნიავი და იქიდან მოქროლილი გრილი სიო რომ მთელს ტანზე დაგთამაშებს. გარშემო სულ მთებია, უზარმაზარი მწვანე მთები რომლებიც ერთმანეთზეა გადაბმული და თავს შუა გულში ისე მშვიდად გრძნობ რომ გგონია თითქოს მთელი ეს მთები მხოლოდ იმიტომ დამდგარან ასე ლამაზად მწკრივში, რომ თავი მოგაწონონ, რომ შენ დაგიცვან, რისგან…  არ აქვს მნიშვნელობა :დ

თვალებს ვხუჭავ და როგორც ყოველთვის როცა ფშაველში ჩამოვდივარ ისევ ერთ რამეზე ვფიქრობ – აქ რომ დავბადებულიყავი და მეცხოვრა, როგორი ვიქნებოდი?! 🙂 უცებ წარმომიდგება ხოლმე თვალწინ ერთი მაღალი, მზისგან გადამწვარი და გაშავებული, ძალიან შავგვრემანი და ოდნავ მსუქანი კახი, ალბათ თან ფშავური კილოც დამყვებოდა და ვიქნებოდი ძალიან შრომისმოყვარე და საქმიანი. სავარაუდოდ არ მეცოდინებოდა ბლოგის არსებობის შესახებ ან შეიძლება გადმოცემით გამეგო, თუმცა არ მექნებოდა საშუალება (უინტერნეტობის გამო) დამეწერა საკუთარ ბლოგზე, ისე, რა საინტერესოა ნეტა როგორი პოსტები მექნებოდა ფშავლელი რომ ვყოფილიყავი, ალბათ ძალიან ლამაზი თუმცა მგონი ერთფეროვანი 😐 თავს წარმოვიდგენ როგორ ვმუშაობ ბაღში, ბოსტანში და ათას სხვადასხვა ვითარებაში :დ ამ დროს ყოველთვის ერთ-ერთი ქართული ფილმის კადრი მახსენდება ხოლმე და საკუთარ თავზე მეცინება.

სიგარეტის ჩაქრობასთან ერთად ჩემი ფიქრებიც ჩაიწვა, მიაღწია დასასრულს და კიბეები მშვიდად ჩავირბინე, რა თქმა უნდა ყავა მინდოდა სიგიჟემდე, სხვათაშორის ყავას ამ ბოლო დროს იმდენად შევეჩვიე რომ დილით რომ არ დავლიო თავის ტკივილი მთელი დღე არ გადამივლის. მოვამზადე და ბავშვებთან გავედი ფინჯანით ხელში, ვხედავ ეზოს გარეთ ადამიანები როგორი ინტერესით აკვირდებიან სტუმარს და ერთი სული აქვთ გაიგონ უფროსმა ქალებმა ახალი რა ხდება გვერდითა ოჯახში, აქ თურმე ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთის შესახებ, ალბათ არაფრით განსხვავდება კორპუსის ბინებისგან, თუ იმას არ ჩავთვლით რომ აქ ისევ „ცვეტშია“ ერთი თავი ნიორის და კონა მწვანილის სესხება, ზოგჯერ უბრალოდ ოჯახში შემოსაჭყიტ მიზეზად 🙂

რამოდენიმე მეზობლის თბილი სალამის და მოკითხვის შემდეგ ისევ ლეპტოპს მივუბრუნდი, ვეცადე რაიმე ახლის დაწერა თუმცა აშკარა იყო რომ ახალი ჯერ-ჯერობით მაინც არაფერი ხდებოდა

მაინცდამაინც ვერ ვიტყვი ახლად გაცნობილ მობირჟავიკეებთან კარგი ურთიერთობა დავამყარე და კონტაქტში შევედი-მეთქი, თუმცა საინტერესო იყო მათი დიალოგები ერთმანეთის “ნაშებზე”, ყანებზე, ცხენებზე და კიდევ აღმოჩნდა რომ შარშანდელივით ისევ გამოჩნდა ჭირი, რომელიც ღორებს დაერია და რამოდენიმეს მოუკლა კიდეც, დარდობდნენ თუმცა სხვა გზა არ ქონდათ, ამ ჭირს ვერ შეაჩერებდნენ ვერც ანტიბიოტიკებით და ვერც ნემსებით 😐

ყველაზე ძალიან იმან გამამხიარულა, რომ მათთან ერთად ბირჟაზე ყოფნის დროს ერთმა ახალგაზრდა გოგომ ჩამოიარა, ერთი შეხედვით ძალიან ლამაზი იყო, თავ-მოვლილი და ზრდილობიანი ჩანდა,  მაგრამ მათი ყურადღება განსაკუთრებით მაინც ერთმა, არა, ორმა რამ დაიმსახურა – ბიჯო რა ძუძუ აქ!! (აქ თან ერთვის კილო), რომ შევეკითხე ვინ არისთქო ერთ-ერთმა ისეთი სერიოზული სახით მიპასუხა – „ჩემი დაიკოა“-ო რომ კინაღამ გადავყირავდი :დ

როგორც მითხრეს დამსვენებლებმა იკლეს და ახლა ზაფხულობით ერთეულებიღა თუ სტუმრობენ. ახალგზარდობა ცოტაა, უფრო ხანში შესული მოსახლეობაა, ახალგაზრდებს კი გასართობათ ერთი დიდი სტადიონი, ერთი პატარა ბირჟა და ერთიც ცივი მდინარე აქვთ, სამაგიეროდ ხშირად ჯომარდობენ და საკუთარი ცხენებით აწყობენ ნამდილ დოღს რომელშიც “დიდი თანხმები იდება”!! 🙂

საინტერესოები იყვნენ, ისეთ იუმორი ქონდათ, იმდენი ანეგდოტი მოყვეს და ისეთები, რომ ნახევარიც ვერ დავიმახსოვრე. გავერთე თუმცა სახლში დაბრუნებულს თბილისი უკვე მენატრებოდა, უფრო სახლი და ალბათ ინტერნეტიც ^^

შუა დღისას, როცა უკვე ძალიან ჩამოცხა გადავწყვიტეთ სტორზე გავსულიყავით, ძალიან პატარა მდინარეა, თუმცა ძალიან სწრაფი და რაც მთავარია ძალიან ცივი, ყოველთვის მწყდება გული იმაზე რომ ცურვა არ ვიცი, თუმცა არც სწავლის სურვილი გამჩენია არასოდეს.

იქიდან დაბრუნებულებს კი პატარა სულპრიზი დაგვხვდა, სახლში ინეტრნეტი იყო!! ვაშაა :დ მაგთი-ფიქსის მოდემი, რომელმაც მაინცდამაინც ვერ დაიმსახურა ჩემი მოწონება, თუმცა გაჭირვებაში გამოადგებოდა ადამიანს :დ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ თბილისში ჩამოსვლისას პირველი რასაც ვიზამდი ამ მოდემის შეძენა და „ჩემი ერთადერთის“ ნახვა იქნებოდა, ვერც თბილისში ყოფნისას ვახერხებ ასეთუისე ხშირად მის ნახვას მაგრამ შორ მანძილზე მაინც ორმაგად ვგრძნობდი რომ ძალიან, უკვე საშინლად მენატრებოდა ^^

რამოდენიმე დღეში დავბრუნდი თბილისში, ძალიან მთხოვეს კიდევ გვესტუმრეო, თუმცა არამგონია წელს ისევ ჩავიდე

ვთვლი რომ საქართველოს ამ კუთხის, ფშავ-თუშეთის და მისი მთების სილამაზე შეუდარებელია ❤ უბრალოდ იქიდან გულგრილი ვერ წამოხვალ, აუცილებლად მოგინდება უკან დაბრუნება და თუნდაც რამოდენიმე დღით ამ სილამაზით ისევ  დატკბობა 🙂 გნსაკუთრებით დათოვლილი მთებია ლამაზი, გარშემო გადათეთრებული მწვერვალები მაგრამ მე რატომღაც უფრო ხშირად მაინც ზაფხულობით მიწევს იქ სტუმრობა 😀

P.S საკუთარ თავს დავპირდი, რომ აღარ ვაწამებ არასოდეს და გომბორის ტეკით აღარ ვიმგზავრებ!! ვიცოდი რა გომრობის გზა მაინც საშინლად დამღლელი აღმოჩნდა მისი დახვეული გზები 😐 აქვე (უკეთ გასაგებად) შესაფერისი ანდაზაც – შორი გზა მოიარე შინ მშვიდობით მიდი-ო :დ

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 9 Comments

პოსტის ნავიგაცია

9 thoughts on “ისევ ფშაველი

  1. პირველად მომინდა ბუნებაში დასვენება , სურათები მომეწონა განსაკუთრებით. საინტერესოდ აღწერ ხოლმე ყველაფერს. 🙂

  2. ფშაველში გიოს და მარის ვიცნობ. გვარი არ ვიცი:დ

    გომბორი ჩემი ტკივილია, სულ მაგ გზით მიწევს მგზავრობა:/

    • ახლად გაცნობილების გვარები მეც არ ვიცი მაგრამ სახელებიც რომ აქა-იქა მახსოვს ეგ არის მთავარი :დ

      გომბორი გზა საგრძნობლად ამცირებს მანძილს მაგრამ რად გინდა, ერთი დიდი ტანჯვაა 🙂

  3. ჩემს სოფელში მინდა :/
    მართალია ფშავი არაა და არც ისეთი ბუნებაა როგორც ფშავში მაგრამ მე იქ მინდა :/

    • ძალიან ბევრს ეშლება ფშავი და ფშაველი. ფშაველი არის სოფელი კახეთში. მე ვარ ფშაველი წარმოშობით სულ ამის ახსნა მიწევს, რომ ვაჟას სამშობლოდან ვარ და არა კახეთიდან :))

  4. აი თურმე რატო წერ ესე კარგად,ფშაველი ყოფილხარ :)მართალია შენი ფშაველი კახეთშია მაგრამ მაინც გექნება ფშაური გენი აბა სოფელს ტყუილად ხო არ დაარქმევდნენ ესეთ სახელს

    • ძალიან დიდი მადლობა ჩემი და კახეთის შექებისთვის, კახელი ვარ მაგრამ ფშავლელი არა 🙂 სტუმრად ჩავდივარ ხოლმე დეიდაშვილთან.

      • სოფლის სახელი მომეწონა 😀 არც ვიცოდი ესეთი სოფელი თუ იყო კახეთში,თავიდან ჩემ ფშავში ამერია:D

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: