რა მინდა სახურავზე(??)

წესით ამ თემაზე ვიდეო პოსტის ჩაწერას ვაპირებდი მაგრამ ვატყობ ამ იდეას განხორციელება არ უწერია, ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს ჩემი სახის მიმიკებს, ხმის ტემბრს და ხედებს რომლებიც არაფრით განსხვავდება სხვებისგან იმას თუ არ ჩავთვლით რომ უბრალოდ მე აქ ვცხოვრობ

რატომ პოსტი მაინცდამაინც სახურავზე ან საერთოდ რა მინდა სახურავზე(??)

ცხრა სართულიანი კორპუსის სახურავია ის ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო ადგილი რომელსაც ყველაზე ხშირად ვსტუმრობ, რა თქმა უნდა მარტო. უმეტეს შემთხვევაში ღამით და რომ გითხრათ შორს მჭვრეტელი თვალებით გავყურებ უკიდეგანო სივრცეს, საიდანაც უამრავი ლამპიონის თუ მძლავრი პროჟექტორების მაინც მოლივლივე პატარა თეთრი წერტილები მოჩანს და ვფიქრობ ზოგადსაკაცობრიო თემებზე-მეთქი ნამდვილი სისულელე იქნება რომელსაც რა თქმა უნდა არც არავინ დაიჯერებს:)

ამიტომ პირველი რაც ამ ფონზე გახსენდება და თავისდაუნებურად გაფიქრებს ის “ერთადერთი” ამოუწურავი თემაა, რომელსაც არასოდეს ექნება დასასრული, რომელიც ყოველთვის გამშვიდებს, გამხიარულებს, ცხოვრებას აზრს სძენს.

მიუხედავად დიდი რომანტიზმისა მაინც არასოდეს მყვარებია ვარსკვლავებზე მიშტერება, იშვიათად თუ ჩავიფიქრებდი სურვილს როცა რომელიმე მათგანი წყდებოდა (ეს ხომ მსოფლიო იდეოლოგიაა) მაგრამ ამ უკანასკნელ რამოდენიმე თვეს თუ გადავხედავთ იმაზე მეტჯერ მაინც მიოცნებია მასთან ერთად სამუდამოდ ყოფნა რამდენიც ზემოთ, ცაზე გამოკიდებული ვარსკვლავებია.

სახურავიდან (ისევე როგორც აივნიდან) ხელის გულივით მოჩანს ანძა რომელიც სულ რაღაც 40 წელიწადს ითვლის და ყოველთვის ჩემს იმ საოცნებო ქალაქს მაგონებს სადაც აუცილებლად ჩავალ (მასთან ერთად)!!

პირველი დღიდან რაც ამ სახურავზე დავდგი ფეხი მას შემდეგ განსაკუთრებით ერთი პატარა კუთხე ამოვიჩემე და (თან გამიმართლა რადგან ჩემი ვაიფაი მხოლოდ ამ ადგილად იჭერს) წარმოსახვით ისეთი კომოფრტული გავხადე რომ ვერცერთი რბილი, ძვირადღირებული სავარძელი ვერ შეედრება :დ ალბათ გეგონებათ რომ სახურავზე მხოლოდ ზაფხულობით, სიცხეში გასაგრილებლად ამოვდივარ, არადა უკვე რამდენი ზამთარი, ყინვა, ცხელი დღეები და ღამეები გავათენე აღარ მახსოვს ^^

ყველაზე ძალიან კი რაც სახურავზე ყოფნას “მაიძულებს” და მამშვიდებს არის სიჩუმეში შორიდან მოვარდნილი ყრუ ხმაური მჩქეფარე ცხოვრების და ფიქრობ რომ ამ თითოეულ მოციმციმე ლამპიონთან, რომელიც კილომენტრების იქით ანათებს დაიარება ადამიანი რომელიც უბრალოდ ბედნიერია, შესაძლოა უბედურიც მაგრამ მთავარი ის არის რომ ის ცხოვრობს, ცხოვრებაში კი რა არ ხდება, თან ზოგჯერ ისევე მოულოდნელად როგორც ახლახანს მოწყდა ციდან ერთ დროს ყველაზე მოკაშკაშე ვარსკვლავი (ისევ ჩავიფიქრე)

მოწყდა მაგრამ მის ადგილას ახალი, ალბათ გაცილებით მოკაშკაშე გაჩნდება რომელიც ადრე თუ გვიან ისევე დიდი სიამიყით, დინჯად დაეშვება და მორიგ ჩემნაირს “აუსრულებს” ჩაფიქრებულ სურვილს.

ხო, დღეისათვის ერთადერთი ოცნებაღა შემომრჩა რომელიც ეს უკვე მაინცდამაინც ჩემზე აღარ არის დამოკიდებული, რომლის ასრულებაც გაცილებით ძნელია ვიდრე სხვა უკვე ახდენილი ოცნებები. მატერიალური ოცნებები შემომელია, დარჩა მხოლოდ ერთადერთი და მილიონი მოწყვეტილი ვარსკვლავი თუ არა – მე, ჩემით მაინც ავიხდენ!! ^^

ყველამ, ყველამ გაიგოს!! ძალიან მიყვარს ჩემი ერთადერთი!!

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 12 Comments

პოსტის ნავიგაცია

12 thoughts on “რა მინდა სახურავზე(??)

  1. როგორ მინდა სახურავზე მეც 😦 მაგრამ სიმაღლის მეშინია…
    ძალიან კარგი სტილი გაქვს პოსტვის, ფოტოები ისეა შეხამებული პირდაპირ მშურს 😀
    პ.ს წარმატებები მთავარი ოცნების ახდენაში

  2. ძალიან კარგი პოსტი იყო ^_^
    ისეთი , რომ ჩემ კორპუსზეც ვინატრე კარგი სახურავი :დ
    ერთადერთი სახურავია, სადაც ავდივარ ხოლმე, 16 სართულიანის, იქიდანაც მოჩანს ანძა ^^
    მაგრამ ღამე არასდროს ვყოფილვარ სამწუხაროდ 😦

    • იბი მადლობა
      ღამით უფრო ლამაზია დამიჯერე:) თან მითუმეტეს თუ ირგვლივ სიჩუმე და მოწმენდილი ცაა

      • თან როგორ მიყვარს სიჩუმე და სიმყუდროვე :შ აუცილებლად წავალ ერთხელ ^^

      • ოღონდ ფრთხილად იყავი და კიდესთან ახლოს არ მიხვიდე (16 სართულია მაინც რა ვიცი ^^ :|)

  3. არაჩვეულებრივი პოსტია ^^
    თან იცი როგორი? ის “ერთადერთი” წაკითხვის შემდეგ მე-9 ცაზე რომ იქნება ^^
    პ.ს მეც 9 სართულიანში ვცხოვრობ, მაგრამ არვიცი როგორ უნდა ავიდე :დ მე-5 სართულს ზემოთ ფეხი არ დამიდგამს :დ

  4. Benetoni

    რალამაზი პოსტია კახი 🙂 ყველა შენი სურვილი ასრულებიყოს :**

  5. ფაფუკი

    mometsona posti 🙂 auu ramden gogos sheshurdeboda [am postis tsakitxvis shemdeg] im adamianis vistvisac es postia datseriliii ^_^
    sul aseti mshvidi, optimisti da bednieri yofiliyavi kakhi :* 🙂
    P.S mominda chems “ertadertsac” sheedzlos ase tsera rom mxolod chemtvis tseros eseti lamazi postebi 😐 :*

  6. მეოცნებე და შეყვარებული კახი ❤

    "ის" თუ კითხულობს შენს პოსტებს? 🙂

  7. მეც მიყვარს სახურავი ❤
    მაგრამ ბოლო 1 წელია ჩაკეტეს და გასაღები რომელ მეზობელს აქვს არ ვიცი, ამიტომაც აღარ/ვეღარ ავდივარ იქ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: