It’s my life!!

თითქოს შეუძლებელს არაფერს ვითხოვ ამ ცხოვრებისაგან მაგრამ მაინც როგორი რთულია ყველაფერი ისე იყოს როგორც მე მინდა, მაინც ძალიან ძნელია იმ პრორპორციების დაცვა რომელსაც ოცნება და რეალობა ქვია, ხან ერთ უკიდურესობაში ვარდები ხან მეორეში. არ შემიძლია ვიყო ეგოისტიც, დამთმობიც და ყველაფერი ადამიანური იმ ფონზე რასაც ცხოვრება მიქმნის.

უბრალოდ ამ ეტაპზე გამიჩნდა ერთი მიამიტური კითხვა რომელიც ალბათ უმრავლესობასაც თრგუნავს – რატომ არ შეიძლება ყველაფერი ისე იყოს როგორც მე მინდა, რატომ არ შეიძლება უბრალოდ ვიყო ბედნიერი?? 

დავიღალე ამ მგრძნობიარე პოსტების წერითაც, მკითხველსაც (ვინც სისტემატიურად შემოდის და კითხულობს) ალბათ გაურკვევლობაში ვტოვებ, ხან ვწერ რომ ცამდე ბედნიერი ვარ, რომ სიგიჟდემდე მიყვარს ხან კი ვსვამ კითხვებს თუ რატომ ვარ უბედური. არა ეს პოსტი სიყვარულისაგან ოდნავ შორს იწერება, სულ სხვა შინაარსით და თუ ვიტყვი რომ ცხოვრებაში ისე არ ხდება ყველაფერი როგორც მე მინდა. ეს არ ეხება იმ პირადს რომელიც “ერთადერთი” ნათელი წერტილია ჩემს ცხოვრებაში.

ხოდა საქმე იმაშია რომ რეალობა იმაზე გაცილებით სხვაა რაც ერთი შეხედვით პოსტებში ჩანს, ან მე ვერ ვუდგები სწორი კუთხით რომ ნათლად დაგანახოთ ან ეს უბრალოდ იმდენად მარტივია რომ მგონი ძალით ვაწყობ ლაბირინთებს და შემდეგ მე თვითონ ვიკარგები ჩემივე დაგებულ ლაბირინთებში (კითხვა–პასუხში)

მოკლედ კიდევ უფრო მკაფიოდ და პირდაპირ რომ დაგანხოთ მდგომარეობა რომელიც მაღიზიანებს და ამ ყველაფერს ერთი კონკრეტული სახელი დავარქვათ ეს არის – ჩემს გარშემო სრული უდემოკრატიო საზოგადოება, საზოგადოება სადაც არ არსებობს სიტყვის თავისუფლება.

საზოგადოება რომელსაც სიკეთე არასოდეს დაუთესავს მაგრამ მომკის პრეტენზიები მაინც გააჩნია. არასოდეს ვყოფილვარ ბოღმით ყელში ბურთ გაჩხერილი მაგრამ ეს თუ უსამართლოობის წინააღმდეგ გამომხატველი ერთ-ერთი ფორმაა სადაც საპიროსპირო პრეტენზიებით სავსე სიტყვები ვერაფერს ცვლის, სადაც კამათი დროის კარგვაა მაშინ აღარასოდეს მექნება მე “გმირობაზე” პრეტენზია და ჩავთვლი რომ მე ჩემს საზოგადოებაში უბრალო დემოკრატიაც კი ვერ დავამყარე.

ასაკით უფროსი ყოველთვის მართალია, ამას ისე გულმოდგინედ მიმეორებენ როგორც – “კლიენტი ყოველთვის მართალია–ო” მაგრამ ბოლოსდაბოლოს ხომ შეიძლება კლიენტიც შეცდეს და არ იყოს მართალი, ზოგჯერ ხომ შეიძლება ეს ღრმად ჩამოუყალიბებელი თეორია დაირღვეს, ზოგჯერ ხომ შეიძლება ახალმა თაობამ მიგითითოს რომ ეს ასე არ შეიძლება, რომ რაღაც უნდა შეცვალო. მართალია საქართველოში განსაკუთრებით პატივს ვცემთ ჩვენს ამ ადათ-წესებს მაგრამ რაღაცეები იცვლება და თუ არ დავივიწყებთ, უბრალოდ მოვთოკოთ და ასეთი აფიშირებით ნუ გავაიდეალებთ იმას რასაც თაობებმა დღემდე ვერ გაუძლეს და წარსულში მამა-პაპათაგან დანატოვარ მოგონებებში ვაცოცხლოთ, ჩვენთვის, გულში და თავს არ მოვახვიოთ მათ ვინც ამის წინააღმდეგია.

უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ზოგჯერ ჩემს ცხოვრებაში უტიფრად და უაზროდ ყოფენ ცხვირს და ჩემს გადაწყვეტილებებს აკრიტიკებენ აფსურდული მიზეზეზბის გამო, რა თქმა უნდა აქამდე ამ კრიტიკას გულისყურით ვეკიდებოდი და ხშირ შემთხვევაში ვთვალისწინებდი კიდეც მაგრამ მგონი უკვე ეს ის პერიოდია როცა თავად შემიძლია მივიღო გადაწყვეტილება – და მარტო მივიდე იმ დასკვნამდე თუ საერთოდ რა მინდა მე ჩემი ცხოვრებისაგან!! 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 11 Comments

პოსტის ნავიგაცია

11 thoughts on “It’s my life!!

  1. ცხოვრებაში ყოველთვის ისე ვერ იქნება, როგორც ეს ჩვენ გვინდა. დაუწერელი კანონია 🙂
    ამიტომ გვიწევს ზოგჯერ დათმობა, ზოგჯერ ბრძოლა, ზოგჯერ ის, ზოგჯერ ეს, ზოგჯერ ბედნიერი იქნები, ზოგჯერ უბედური..
    სულ ერთნაირი რომ იყოს, ძალიან მოსაწყენი იქნებოდა 🙂
    ბოლო აბზაცი მომწონს, კარგია. ადამიანი როცა ჩამოყალიბებულია, როცა გაზრდილია, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და თვითონ აგებს პასუხს თავის ცხოვრებაზეც. ასე რომ, უთხარი შენებს: მე დიდი ვარ თქო.

  2. კაი პოსტია და მსგავსი რაღაც მეც მაწუხებს ხოლმე 🙂

    • ხოდა მაგიტომაც დავწერე “ალბათ უმრავლესობასაც თრგუნავს”. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავუჯეროთ კევანას!! ^^

  3. ჰეჰ! რაღაც-რაღაცებში როგორ მესმის შენი : ))
    მაგრამ “კლიენტი ყოველთვის მართალია” სულ სხვა სფეროა და მანდ შეცდომა არ არსებობს, მარკეტინგული მიდგომით ასეა.
    უფროს-უმცროსებზე მესმიშ შენი. ფორევერ ბავშვები უნდათ რომ ჰყავდეთ, ჭიპლარგადაუჭრელები.

    • ხოდა მინდა რომ შეცდომა არსებობდეს თუნდაც მანდ, თუნდაც მხოლოდ ერთხელ მაინც დაირღვეს ეგ ფრაზა თუ რა ჯანდაბაცაა რომ შემდეგ ყველა სტერეოტიპიც მიყვეს უკან 🙂

      • სტერეოტიპებზე გეთანხმები. ეგ ფრაზა კი სტერეოტიპი ნამდვილად არ არის, პროფესიული ჭეშმარიტებაა. მე თუ მკითხავ, ამ ფრაზის არსი ვინც არ იცის ბოლომდე, ის მარკეტოლოგიც ვერ გახდება. არადა, თავიდან მეც ასეთივე ავი თვალით ვუყურებდი ამ ფრაზას : ))

      • ხალხო არ შეიძლება რომ ერთხელ რომელიმე წუწუნა და პრეტენზიულ კლიენტს ვუთხრათ რომ ცდებიან და თუ არ მოსწონთ რაიმე შეუძლიათ რომ პროტესტი ვისთანაც უნდათ იმათტან გამოთქვან ოღონდ ჩვენ შეგვეშვან!! მარკეტინგის თვალსაზრისით რომ ასეა ეს მეც ვიცი მაგრამ ჩვენ ხომ ბიზნენსზე და რაიმე ობიქეტის ბიუჯეტის მართვაზე ხომ არ ვსაუბრობთ?? უბრალოდ ვუთხრათ კლიენტს რომ ცდება და მართალი არ არის!! ვახ!! 🙂

  4. უკიდურესობებში ყოფნა ძნელია, მაგრამ სადღაც, რომ დაუკვირდე, უამისოდ ერთობ სტატიკური და მოსაწყენია… 🙂

  5. kargi postia..
    am moxucebis rcheva daigebebi amovida yelshi. gvesmis ro gamocdileba bevrs shveba, magram axali dro modis da taobebi icvlebian, amas ver sheeguvnen ra. ://

  6. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ,,რატომ არ შეიძლება ყველაფერი ისე იყოს როგორც მე მინდა, რატომ არ შეიძლება უბრალოდ ვიყო ბედნიერი?? ”-იმიტომ,რომ ჩვენი ცხოვრების სცენარი ჩვენ გარეშე იწერება ))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: