გამოსავალი – დუმილი

ზუსტად მახსოვს პირველად როდის მეტკინა გული ისე რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით ვიგრძენი, მახსოვს როგორ ჩაიარა გულთან რაღაც ცივმა ჟრუანტელმა, თან როგორ ჩაიყოლა მთელი ემოციები და მაშინ ისევე ჩაქვრა როგორც საყვარელ ადამიანის სიცოცხლით სავსე თვალებში ის ნაპერწკალი რომელსაც დიდი მომავალი ქონდა, მთელი ცხოვრება წინ ქონდა.

მახსოვს როგორ ვიდექი კუთხეში და პატარა ბავშვივით ვტიროდი, ისეთი, ეზოში რომ წაიქცევიან და მუხლს იტკენენ ხოლმე. მახსოვს როგორ მინდოდა იმ უსამართლოობის გამო გამოწვეული აგრესიისგან დაცლა, რამის განადგურება, დალეწვა და დამტვრევა. მინდა დავივიწყო ის დღე მაგრამ შეუძლებელია.

ეს პირველი შეგრძენბა აღმოჩნდა ყველაზე დასამახსოვრებელი თუმცა ეს მას შემდეგ უამრავჯერ მეორდება. კიდევ უამრავჯერ მიგრძვნია გულთან ის ყინულივით ცივი ჟრუანტელი, მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ მდომებია კუთხეში ჩუმად, მარტოს დგომა.

არ ვარ ის ადამიანი ვინმეზე ზემოქმედება რომ მახასიათებდეს, ყოველთვის თავს ვიკავებდი სხვის ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებაზე, რჩევაზეც კი დიდი ფიქრი მჭირდებოდა როცა მეკითხებოდნენ. ყოველთვის ჩათრევას ჩაყოლას ვამჯობინებდი და მოგებული მაინც არასოდეს ვრჩებოდი.

მშვიდი ხასიათი ჩამომიყალიბდა, ზედმეტად მშვიდიც კი, როცა რაღაცაზე ვბრაზდები, როცა რაიმე კონკრეტული მაღიზიანებს, ვცდილობ ისევ მე დავთმო, გავჩუმდე და ამ კონკრეტულმა გაიმარჯვოს, ეს ყველაფერი ხომ მაინც ერთჯერადია.

ჩუმად ყოფნა კი ზოგჯერ დამღლელია, უბრალოდ ვითარების დაძაბვას და რაიმე აფსურდულის გაზვიადება ჩემთვის ზოგჯერ მიუღებელიც და უაზროცაა. ჩემი სიჩუმე კი ზოგჯერ ალბათ პროტესტის გამოხატვის უუნარობაზე მეტყველებს მაგრამ არც მასეა საქმე. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მოკლედ ვიტყვი:

ვცდილობ თვალები დავხუჭო, ენა ჩავყლაპო და სმენა დაქვეითებულმა ვიარო მაშინ როცა იმდენი რამ ხდება რაზეც გაპროტესტება უბრალოდ არ ძალიძს, ვერ აუვალ.

ზოგჯერ მეც ვარ მართალი მაგრამ ამას ისე “ვატარებ” რომ თითქოს ეს არაფერია, მერე რა რომ დამნაშავე სხვა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს როცა სხვა შემთხვევაში “ყველაფერი” შეიძლება ხდება თუ კი მე ვარ დამნაშავე.

აღარ მინდა დაბრმავება, აღარ მინდა დამუნჯება, აღარ მინდა დაყრუება, აღარ მინდა ოდესმე გულთან ისევ ის ცივი ჟრუანტელი ვიგრძნო, აღარ მინდა ეს სიმშვიდეც და საერთოდ ყველაფერი მინდა შეიცვალოს მაგრამ ეს უბრალოდ მინდა, შეძლებით კი რა თქმა უნდა ვერ შევძლებ 😐

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | 8 Comments

პოსტის ნავიგაცია

8 thoughts on “გამოსავალი – დუმილი

  1. ♥ Miss.Catalan.. ♥

    შეძლებ ))

  2. ♥ Miss.Catalan.. ♥

    და დუმილი გამოსავალი ნამდვილად არაა ))

  3. მე ყოველთვი ხმამაღლა გამოვხატავ პროტესტს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მარტალი ვარ და არაფრის დიდებით არ შემიძლია გაჩუმება

  4. Benetoni

    eg mtlad gamosavali arc aris magram mainc mgonia rom kargad ikcevi 🙂 rogorc shen ambob uazro ayalmayals ki jobia 🙂 rogorc yoveltvis kargi postia

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: