ჩემი დაბადება

დაბადება – ეს უკვე დიდი საჩუქარია ღმერთისგან

მაგრამ ამ დღის აღნიშვნა საზეიმოდ ყოველთვის მეზარებოდა, არც ამ წელს ყოფილა განსხვავება, საშინლად მეზარებოდა მაგრამ როცა 12–ს გადაცდა და უკვე 16 სექტემბერი დადგა, მაინც რაღაცნაირი სიხარული ვიგრძენი გულთან.

მაინცდამაინც დაბადების დღის სიხარული არ იყო ეს, ეს უფრო შედარება იყო ამ წლის წინა წლებთან და როცა პირველი შენი საყვარელი ადამიანი, შენი ერთადერთი გილოცავს რაც არ უნდა გეზარებოდეს და რაც არ უნდა მოწყენილი იყო მაინც გაბედნიერებს, მაინც გამხიარულებს ის აზრი რომ შენ მარტო არასოდეს აღარ იქნები!!

ხოდა მისი თხოვნით რომ ეს დღე ბოლომდე მიმეძღვნა საკუთარი თავისთვის და ვყოფილიყავი ბედნიერი მეც მაქსიმალურად ვეცადე ეს გამომსვლოდა.

ტრადიცია, ტრადიცია და ისევ ტრადიცია..

როგორც ხდება ხოლმე, დაბადების დღეებზე, სადღეგრძელოების აკურატულად მიყოლება, მობილურის გაუთავებელი რეკვები, მესიჯები და კარზე კაკუნი, სტუმრების მაქსიმალური ყურადღება და დიდი მცდელობა მხიარულების 🙂

დავწერე რომ ძალიან მეზარებოდა მაგრამ მაინც ისე ჩავერთე ამ “დღესასწაულში” და ისე ჩამითრიეს სტუმრებმა, ბევრი დავლიე, ყველაფერი ერთმანეთში ავურიე და ყურადღება მოვადუნე მის მიმართ ვის გამოც ეს ხდებოდა 😐

წინა წლებში ამას არ ვაქცევდი ყურადღებას თუმცა უამრავ ადამიანს ვისშიც დარწმუნებული ვიყავი რომ არ დაავიწყდებოდათ – დაავიწყდათ. მაგრამ არაუშავს!! 🙂

თუმცა ზოგს ისეთს გავახსენდი მე რომ კარგა ხნის დავიწყებული მყავდა და ცოტა არ იყოს სინდისმაც შემაწუხა ორიოდე წუთით ^^შემდეგ ისევ სტუმრები, ისევ რაღაც გადატკეპნილი ისტორიები რომელსაც თითქმის ყოველ წუთას ისმენ, ისევ დალევა, ბეევრი სასმელი და ამ სასმლისგან გამოწვეული სიბრუე, გაუწონასწოროებლობა.

ეტყობა არ გამომდის დაბადების დღეებზე პოსტების დაწვრილებით წერა, შარშან ჩემს დაბადების დღეს თუ გავიხსენებ აუცილებლად ვიტყვი რომ მე დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ თუნდაც მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, მე ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი ადამიანი მყავს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და რომლის სიყვარულშიც ეჭვი არასოდეს არ შემეპარება 🙂

ჩემი დაბადების დღეზე მაგრად ახალი წელი მიყვარს, ხოდა გუშინ ჩემთვის იძულებით თუ ნებით მაინც ახალი წელი იყო!! 🙂

გუშინდელი დღის ყველაზე ლამაზი საჩუქარი კი ეს იყო 🙂

ყველას დიდი მადლობა ვინც მომილოცა, ვისაც ვახსოვარ და ვუყვარვარ!! ძალიან დიდი მადლობა!! :*

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 5 Comments

პოსტის ნავიგაცია

5 thoughts on “ჩემი დაბადება

  1. კარგია, რომ დაბადებას საჩუქრად თვლი. კიდევ უფრო კარგი ის იქნება, ეს დამოკიდებულება დარჩეს სამუდამოდ, ალბათ ეს ყველაზე კარგი სურვილია იუბილარისთვის 🙂

  2. რა კარგია რომ დაიბადე ❤

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: