აკურატული არეულობა

დაახლოებით 3 კვირაა პოსტი არ დამიწერია და არც ვიცი საიდან დავიწყო. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ვიწყებდი შემდეგი სიტყვებით – მგონი გადავეჩვიე წერას, არაფერი გამომდის რამდენი აბზაცი წავშალე უკვე–მეთქი მაგრამ ამჯერად მარტივად ვიტყვი რომ მოსაყოლი ძალიან ბევრი დამიგროვდა რასაც თანდათან, აკურატულად მივყვები და დავწერ.

პირველ რიგში რაც მინდა აღვნიშნო ეს საქართველოში განვითარებული მოვლენებია რაც მეტისმეტად მწარე რეალობაა, ამ რეალობის არსებობა კი ასე თუ ისე ყველამ იცოდა მაგრამ ვთვლი რომ მაინც კარგია ქართველი ხალხი რომ არ შეეგუა უსამართლობას, მართალია იმ მძიმე საყურებელი ვიდეოების აღმოუჩენლობის შემთხვევაში კიდევ დიდ ხანს ექნებოდა პირში წყალი ჩაგუბებული ქართველს ერს მაგრამ მიხარია რომ ასე არ მოხდა.

ჩემთვისაც, როგორც ყველა ნორმალური ადამიანისათვის მძიმე საყურებელი იყო ის ვიდეოები რამაც ეს ხმაური გამოიწვია, კიდევ უფრო საშინელება ამ ადამიანების ახლობლების, ნათესავების, ცოლების, შვილების კომენტარების ნახვა აღმოჩნდა. მეც მხოლოდ ერთს დავწერ, იმას რასაც მთელი საქართველო ერთხმად ეთანხმება, მეც მათ შორის და ყოველთვის დავეთანხმები – ‘არ აწამო’

მაგრამ გამოსავალს მხოლოდ მაინცდმაინც 1 ოქტომბერში გადაწყვეტილ ხალხის არჩევანში ვერ ვხედავ, ეს კიდევ უფრო დიდი და ღრმა შრომის, მოკლედ რომ ვთქვათ – დროის ამბავია.

არ ვენდობოდი სააკაშვილს და ვერ ვენდობი ბიძინას!! ჩემი პოზიცია უმრავლესობის მიმართ არ შეცვლილა, პრინციპში ჯერ ალბათ ნაადრევიცაა წინასწარი გადაწყვეტილებები მაგრამ იმედი არ მაქვს რომ ვითარება საქართველოში გაუმჯობესდება (თუ არ გაუარესდა)!!

კაცმა რომ თქვას არც ვიცი ბიძინას რას ვერჩი, პოლიტიკაში ახალი გამოჩეკილია მაგრამ მის გარშემო შემოკრებილი “პოლიტიკოსები” მაღიზიანებენ რომლებიც ხვალ თუ ზეგ ფუმფულა სკამებში ჩასკუპდებიან და დაავიწყდებათ მიტინგები, ხალხი და ის განცხადებები/დაპირებები რომლებსაც ერთ დროს ყვიროდნენ.

პოლიტიკა იქით იყოს და ჩემს ცხოვრებას რაც შეეხება ყველაფერი კარგად არის, თანდათან ყველაფერი უკეთესებოსაკენ იცვლება, ლაგდება და ყველაფერი თავისი სახელი ერქმევა.

ჩემი ერთადერთი კი ისევ ჩემი ერთადერთია 🙂 ხო, ისევ სიგიჟემდე ვარ შეყვარებული.

არა!! გატყუებთ!!

ახლა უფრო, უფრო თავდავიწყებით მიყვარს ვიდრე ოდესღაც მყავრებია. ყოველ დღე ვგრძნობ რომ იმაზე ძლიერად მიყვარს ვიდრე გუშინ მიყვარდა, იმაზე ძალიან მენატრება ვიდრე გუშინ ვგრძნობდი ამას. როცა მარტო ვარ და ვფიქრობ ვხვდები რომ ის რომ არ იყოს ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ გაუარესდებოდა, ძალიან შევიცვლებოდი და ძალიან ბევრი ცუდიც მოხდებოდა ალბათ, ის რომ არ იყოს უბრალოდ მართლა ვერ გავიგებდი სიყვარულს, შეიძლება შემყვარებოდა სხვა მაგრამ ასე ძალიან, ასე სიგიჟემდე წარმოუდგენელია!!

უბრალოდ არ შემიძლია მის გარეშე და მორჩა. ალბათ ყველაფერსაც დავთმობ მის გამო, სულ ყველაფერს.

ხო, ზოგჯერ არის რაღაც უმნიშვნელო გაურკვევლობები და არსებობს უაზრო კამათებიც (რაც ხშირ შემთხვევაში ჩემი ბრალია და ამას ვაღიარებ, აი ეხლაც ამ პოსტის წერისასაც კი გამებუტასავით ^^) მაგრამ მგონი ეს უფრო აფერადებს და აღრმავებს სიყვარულს თუ იმას გავიხსენებთ როგორ საოცრად საყვარელია როცა ბრაზდება ^^

როცა საქართველო ასეთი აფორიაქებულია (მიკვირს მაგრამ) მე არასოდეს ვყოფილვარ ასეთი მშვიდი და ბედნიერი როგორიც ახლა ვარ!!

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , | %(count)s კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

One thought on “აკურატული არეულობა

  1. რა კარგია რომ მშვიდად ხარ:)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: