არეულ–დარეული გეგმები

ვერასოდეს ვერ ვახერხებ დღის განრიგი შევადგინო და ისე გავიდეს დღე რომ არ დაირღვეს, ყოველთვის მაინც ისე ხდება როგორც ფილმებში, მობილურზე ერთი მოულოდნელი ზარი რომ ცვლის ყველაფერს და აკურატულად დაწყობილი გეგმები რომ რადიკალურად იცვლება.

აი მაგალითად როგორც გუშინ ან დღეს, მთელი ორი დღის დაწყობილი გეგმები წყალში ჩამეყარა და აირ-დაირია. წინასწარ არასოდეს მყვარებია ლაპარაკი მაგრამ ვატყობ არც რაიმეს დაგეგმვა არ შემიძლია.

ალბათ ზოგჯერ ან დრო არ მყოფნის ან ნებისყოფა

მახსოვს 2011 წლის მიწურულს, საახალწლოდ ვთქვი, დავპოსტე და პირობაც მივეცი ჩემს თავს რომ 2012 წელში მხოლოდ საკუთარ თვზე ვიფიქრებ და იმდენ ყურადღებას და დროს აღარ დავუთმობ სხვებს როგორც ადრე ვაკეთებდი მაგრამ ეს პირობაც ვერ შევუსრულე საკუთარ თავს (არადა მახსოვს ვიღაც კომენტარებში მეწინააღმდეგებოდა ეგ შეუძლებელია, ვერ შეძლებო, მე კიდე როგორ მეგონა რომ შევძლებდი)

მაინც ისევ ისეთი გამოუსწორებელი გულუბრყვილო დავრჩი.

არ ვარ იმპულსური რომ უცებ მივიღო გადაწვეტილება მაგრამ სხვებს ეს ჩემზე კარგად ესმით და ძალით თუ ნებით მიწევს რაღაცეების დათმობა, ზოგჯერ გაზვიადებაც და შემდეგ ისე გამოვდივარ რომ საკუთარი თავი მძულს.

არ შემიძლია უბრალოდ რომ ადამიანს გული ვატკინო (ეს არის ჩემი სისუსტე!!) ან/და თუ ვატკინე მასზე ძალიან მე მეტკივა. არ შემიძლია უბრალოდ ვიყო ნაგლი!! წინა წლის შეცდომებს ისევ ვიმეორებ, ვერ ვისწავლე ჭკუა, არადა რამდენს გავიძახი – დროა შენს ცხოვრებას მიხედო და “დედა ტერეზობანას” თავი დაანებოთქო მაგრამ ჰა!!

არ მიყვარს როცა ჩემს ნათქვამს ბანზე აგდებენ, ამ დროს ვხდები არაადეკვატური. არ მიყვარს როცა არ მისმენენ და ისევ საკუთარ უბერავენ, არ მიყვარს როცა იმ პოზიციაში ვდგები თითქოს მე ვალდებული ვარ მაშინ როცა უბრალოდ ვეხმარები მას და მადლობის ნიშნად ისევ ვალს მადებენ –ეს ასეც უნდა ყოფილიყოო.

მართლა დავიღალე, ყველას მე უნდა გავუწიო ანგრიში, ყველას მე დავეხმარო ყველა საქმეში, არ ვტრაბახობ (ან ტრაბახი რა მოსატანია როცა) ყველას მაშინ ვახსენდები როცა უჭირთ და როცა იციან რომ ყოველთვის შემიძლია წყლიდან მშრალი ამოვიყვანო ყველა საქმეში. იციან რომ თავს არ დავზოგავ ოღონდ ისინი იყვნენ კარგად მაგრამ ხშირ შემთხვევაში თავად ისინი ჩემზე არ ფიქრობენ რის ფასად შეიძლია დამიჯდეს ეს!!

იცით რა არ მინდა ყველაზე ძალიან – აი ზემოთ აღნიშნული ჩემი “მიამიტობის” გამო ყველაზე ღირებულის, ყველაზე ძვირფასის და ყველაზე ლამაზის დაკარგვა რაც გამაჩნია!!

 

 

 

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 7 Comments

პოსტის ნავიგაცია

7 thoughts on “არეულ–დარეული გეგმები

  1. oratori

    dzalian saintereso tseris stili gakvs. mgoni kidev erti saintereso da kargi dgiuri vipovne :)))) gadavqeqav dzvel chanatserebsac tu sheidzleba :**

  2. რამდენი რამ მეცნო კახი

  3. samwukhaaroo realooobaa (( romeelsaac dzaaliaan bevri vuchiviitt :ss ((

  4. babybon

    kargia.bevri minusi gqonia 😉

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: