მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან..

პოსტი რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ დაიწერა, დღე რომელიც ერთ–ერთი მაგალითი უნდა ყოფილიყო ჭკუის სასწავლებლად (თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ვისწავლე). მოკლედ რომ ვთქვათ, რამოდენიმე თვის წინანდელი, ერთი დღის ქრონიკა 🙂

ვახელ თვალებს და პირველი მზის სხივებისგან გაქათაქათებული თეთრი ჭერი მხვდება. თვალებს მჭრის მაგრამ მსიამოვნებს, არადა ვატყობ ისევ უჟმურ ხასიათზე ვარ. სიგარეტი რომ არა ალბათ ძილიდან ვერასოდეს გამოვერკვეოდი, ვუკიდებ და ისევ ჭერს ვაშტერდები.

ვაკვირდები როგორ ზანტად მიიწევა თხელი და მსუბუქი კვამლი ზევით და ლურჯ, მუქ ლურჯ სვეტებად იჭრება მზის სხივებში, არანაირი ფიგურები მაგრამ იმდენად ლამაზია რომ უკვე განგებ ვუშვებ უფრო და უფრო მეტს, უფრო და უფრო ნელა და სწრაფად, გაშტერებული ვაკვირდები და მსიამოვნებს, არაფერზე ვფიქრობ, სიჩუმეა, მყუდროდ ვგრძნობ თავს და ესეც მსიამოვნებს.

დილა სიგარეტთან და … ახლაღა მახსენდება რომ ყავა მინდა. მაგრამ(!) ადგომა მეზარება, ბოლოს ჩემი ხმამაღალი გადამოწმებისას ვხვდები რომ სახლში მარტო ვარ. სხვა გზის უქონლობის გამო რამოდენიმე წუთში ისევ ვბრუნდები ოთახში ხელში ფინჯანი ყავით და პირველი რაც მახსენდება მობილურია, მობილურზე კი რაც მახსენდება ერთადერთია. დილის გაოცებას კი 8 გამოტოვებული ზარი და 7 მესიჯი იწვევს.

კიდევ უფრო დიდი გაკვირვებას კი სხვა და სხვა ნომრები რომლებიც აზრზე არ ვარ ვინები არიან, რა თქმა უნდა არ დავიწყებ გარკვევას ვინები არიან, რა მოხდა ასეთი და რასაც ყოველთვის ვაკეთებ ისევ იმ “ტრადიციას” მივუბრუნდი. პასუხიც უცებ აწკრიალდა და მაშინ მგონი პირველად გავიღიმე.

როგორ მომნატრებია სახლში მარტო ყოფნა და სიჩუმე. ლეპტოპი ცხვირწინ მიდევს მაგრამ ჩართვა მეზარება, ტელევიზორის პულტიც გვერდით ტუმბოზე დევს მაგრამ ვიცი მაინც უარესად უნდა გამაღიზიანოს თუნდაც ერთმა ახალმა ინფორმაციამ, მუსიკალური ცენტრი გამიფუჭეს, ბოლოს კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს –რა გავაკეთო??

ამასობაში კი ღერი–ღერს ვუკიდებ და ისევ კვამლი იქცევს ჩემს ყურადღებას. არა არა მართლაც, დაკვირვებიხართ სიგარეტის კვამლს ოდესმე?? მე არა და ეს იყო აღმოჩენა რომ ულამაზესი სანახაობაა როცა სიჩუმეში, მზის სხივებში, სასიამოვნო სითბოში გახვეული ერთ დიიდ სვეტს ქმნის, ჯერ დახვეული, ქარბორბალასავით მიქრის, შემდეგ თანდათან სწორდება და თითქოს იპრანჭებაო ისე ნელა და ლამაზად ირხევა ჰაერში.

არ მაცადეს მარტო ყოფნა და კარზეც კაკუნი გაისმა. მოვიდნენ და ხმაურიც შემოიტანეს, მშვიდი გარემო უცებ გამოაცოცხლეს და ისევ ისეთი გატკეპნილი სახეებით მაშტერდებიან, ხვდებიან რომ ახალი გაღვიძებული ვარ და ზედმეტ კითხვებს არ მისვამენ, ალბათ უნდათ სადმე გაიარონ, გაისეირნონ მაგრამ “უჩემოდ ხომ ეგ ამბავი არ გამოვა”?!  ხოდა ველოდები რომელიმეს მაინც როდის დასცდება სიტყვა რომ უარი ვუთხრა!! არა, იმიტომ არა რომ მათთან ყოფნა არ მინდა, უბრალოდ არ ვარ ხასიათზე და მეზარება, ერთი დღე მინდა რომ სახლში გავატარო.

–კახი, ნახე რა კარგი ამინდია?? –ვისზეც ვფიქრობდი მაინც ზუსტად იმან დაასწრო ყველას.

–მერე?? –და ჩემი ვარაუდის გამართლებაზე ამ დილით უკვე მეორედ მეღიმება, ყავას ვთავაზობ ყველას და სამზარეულოში გავდივარ.

–მერე სახლში უნდა იყო მთელი დღე?? –უკან მომყვება და ყავის მომზადებაში “ვითომ” მეხმარება.

–რავი, რატომაც არა, მერე რა?? –უკვე გულიანად  მეცინება და ვხვდები რომ თანდათან მკერავს :დ

–ოო, ნუ ხარ ესეთი რაა –შუბლი ისე საცოდავად შეკრა რომ ცოტათი შემეცოდა კიდეც 🙂

–როგორი აბა, აბა როგორი მითხარი?? –უნებურად ისევ მეღიმება და მისაღებ ოთახში ყველა გაჩუმდა :დ გვისმენენ და ხვდებიან რომ უკვე თანახმა ვარ, უბრალოდ დასტურს ელოდებიან.

–როგორი და.. აი… რავი.. დილით, ახალი გაღვიძებული როგორიც ხარ ხოლმე.. საყვარელი :დდ –თვითონ ეცინება საკუთარ თავზე და თანდათან მეც მდებს თავის პოზიტივს

ყავა მზად არის, სანამ ისინი მიირთმევენ მე ვემზადები, რამოდენიმე წუთში უკვე სიჩქარიდან გამოწვეული გრილი ნიავი მიკრავს სულს, მსიამოვნებს და თან მაწუხებს მაგრამ მინას მაინც არ ვწევ, პიიქით – სიჩქარეს რაც შეიძლება უფრო და უფრო ვუმატებ. ფლეერში ბოლო ხმაზე აღრიალებული ენერგიული სიმღერა მითრევს და მეგობრებში გამოწვეული მხიარულება მსიამოვნებს.

მიუხედავად იმისა რომ ვერ ვიტან მთაწმინდის მიხვეულ–მოხვეულ გზებს მაინც არ მიმიქცევია ყურადღება როგორ ავედი ოქროყანაში და როცა უკვე კარებთან ვიდექი მერე მოვწვი რომ ჩემი მშვიდი და მყუდრო ოთახი უფრო მინდოდა 😐

ჩემს ცხოვრებაში პირველად, დამოუკიდებლად შევწვი მწვადები ნაკვერჩხალზე, თან საკმაოდ კარგად ^^ კიდევ ერთხელ “შემახსენეს” რომ ბურას და სეკას  თამაში არ ვიცი 🙂 სამაგიეროდ შური ვიძიე ნარდში და ჩემპიონი გავხდი, მეგობარს დურაკაში მოვუგე 6 სურვილი და წავაგე მხოლოდ 3 ^^

ყველაზე ძალიან რასაც ამ დროს ვერ ვიტან ეს არის როცა მეგობრები სვამენ და მე ვერ ვსვამ 😐 შეიძლება სურვილიც არ მქონოდა დალევის მაგრამ უბრალოდ რომ ვერ ვსვამ ეგ ტეხავს :დ

კიდე ის ტეხავს რომ მობილური ჯდება და დამტენიც არ მაქვს, არადა მობილური ხომ ერთ–ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის საგანი გახდა, უფრო კონკრეტულად კი მისგან მიღებული მესიჯები.  მოკლედ, მობილური თუ გაითიშა კონტაქტიც შეწყდება და თუ კონტაქტი შეწყდა – მორჩა, კომფლიქტი გარდაუვალია და რა თქმა უნდა დამნაშავე ისევ მე ვარ 🙂 წინასწარ ვგრძნობ ხოლმე ამას და უკვე წინასწარ გამიფუჭდა ხასიათი, ავაწრიალე ყველა მაგრამ დამტენი მაინც ვერ ვიპოვეთ.

მობილური გაითიშა. კომფლიქტმა უხმაუროდ ჩაიარა, ჩაიარა მაგრამ ზუსტად ამ უხმაურობამ დამძაბა, იმ წუთას მართლა მთელი გულით მერჩივნა რომ “ყველაფერი” ეკადრებინა ჩემთვის ოღონდ ეს სიჩუმე არ ყოფილიყო. ამ დუმილს და შემდეგ მის მაგივრად ოპერატორის პასუხს მერჩივნა ყველაზე, ყველაზე დიდი ხმაური და გინდ სკანდალი (თუმცა არც აქამდე არ მდომებია მე საქმის მიყვანა).

იმ საღამოს ამის მეტი აღარაფერი მახსოვს, მახსოვს რომ ძაალიან ბევრი დავლიე და იქ დავრჩით. მეორე საღამოს კი შეხვედრა ისეთი იყო თითქოს არაფერი მომხდარა 🙂 თუ არ ჩავთვლით ოდნავ დაძაბულობას რომელიც ცოტა ხანში გადაგვავიწყდა.

ყველა წყვილს რაღაც ახასიათებს, აი ჩვენ კი შეხვედრის წინა დღეს ყოველთვის ვჩხუბობთ :დ

ეს მარტივი კომუნიკაციის საშუალება რომელსაც მობილური ტელეფონი ქვია ყოველთვის პრობლემა ხდება, ხან მიუწვდომელია, ხან გამორთული, ხან ზოგჯერ (როგორც უკვე ვახსენე) დამჯდარი, ხან დაკავებაა, ხან ზარი აქვს გათიშული და “ვიბროც” გამორთულია. მოკლედ ვიცი რომ დამნაშავე ვარ ალბათ უამრავ რამეში მაგრამ – “მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან” ამ ფრაზას რომელიც გაყინული ხმა, გაყინული ტემბრით მეუბნება ვერ ვიტან იმიტომ რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ!! 😛

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან..

  1. aaaww <33 mmaagaariiaaa :PP

  2. დიდი სიამოვნებით ჩავიკითხე. კიდევ ბევრი რაღაცის თქმა მინოდად მაგრამ, არაუშავს მერესთვის იყოს :)))

  3. ძალიან კარგი იყო , მომეწონა )

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: