ნაცრისფერი პოსტი

ყველაზე მტკივნეული მომენტი ის არის როცა თანდათან ხვდები რომ ყველაზე ახლო მეგობარი შენთან უკვე მხოლოდ ანგარების გამო მეგობრობს – მაგრამ თვალს ხუჭავ.

ყველაზე საშინელი მომენტი ის არის როცა დასახული მიზნისკენ მიდიხარ და როცა სულ რამოდენიმე დაბიჯიღა გრჩება მაშინ ხვდები რომ სისულელეა ყველაფერი – მაგრამ თავს იტყუებ.

ყველაზე აუტელი გრძნობა კი ის არის როცა საყვარელ ადამიანს სიგიჟემდე მიყავრხარ, მდგომარეობიდან გამოყავხარ და ვერაფერს ეუბნები – ჩუმად ხარ.

რომ დავფიქრდე ალბათ ცხოვრებაში ერთადერთი სიხარული და გინდ ბედნიერება მაინც ჩემივე ოპტიმიზმიდან გამოწვეული იმედია 😐 იმედი რომ რაღაც შეიცვლება და რაღაცეები უცვლელი დარჩება.

ვიცი ზოგჯერ ვამლაშებ, ზოგჯერ ძალიანაც ვაბუქებ ყველაფერს მაგრამ ალბათ იმიტომ რომ შემდეგ ამ გამაღიზიანებელ უკიდურესობაზე ფიქრში გამოსწორებულმა და დალაგებულმა ვითარებამ ორმაგად დამაკმაყოფილოს და გამაბედნიეროს.

მაზოხისტურ გამოვლინებას ემსგავსება ყველაფერი მაგრამ იმედი რომ ბოლოს კვდება ეგ გათავისებული მქვს.

დავიწყებ იქიდან რომ პონტის მაძებარი არასოდეს ვყოფილვარ, არასოდეს მხიბლავდა ღამის ცხოვრება, კლუბები, ღამის ბარები და დისკოთები მაგრამ როცა საქმე “მეგობართან ერთად” ეხებოდა არასოდეს ვამბობდი უარს. არა, მსხვერპლზე, პრინციპებზე და ასეთ სისულელეებზე არ მაქვს ლაპარაკი, უბრალოდ ჩემთვის პირველი ჩემი მეგობარი იყო და შემდეგ საკუთარი თავი. მას ეს მოსწონს, კარგი, მეც მომეწონება და მორჩა, მხოლოდ იმიტომ რომ ის მენახა კმაყოფილი, “გასწორებულში”. სამაგიეროდ მე მიზიდავს ქალაქგარეთ გასვლები და ერთი ან ორი დღით დასვენება მათთან ერთად, რაც 2 წლის განმავლობაში დღემდე ვერ მივაღწიე.

ცხოვრებაში როცა მიზანს ვისახავ მას ყოველთვის ვაღწევ, თუ ძალიან გამიჭირდა – პირიქით მაინც უფრო მემატება ჟილკა რომ მივიდე ფინიშამდე მაგრამ როცა უკვე მივალ ვხვდები ხოლმე რომ ეს მიზანი ან უკვე დაგვიანებულია ან უინტერესო. ვხვდები ხოლმე რომ დრო დავკარგე მხოლოდ იმიტომ რომ პრინციპულად ჩემი გამეტანა. არასოდეს მითქვია – მე “ამ რაღაცის” გაკეთება გამიჭირდება და მოდი სხვა რამეზე გადავერთვებიმეთქი იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი მომდევნო “რამეზეც” ზუსტად იგივე გავიმეორებდი, ზოგჯერ ძალიან მომაბეზრებელი ხასიათი მაქვს, ხო, ვიცი ეს მე 😉

ჩემი ერთადერთი, ჩემი ერთადერთია, ამ ბოლო დროს ისევ გაიღვიძა ჩემში ეგოიზმმა, ვატყობ ისევ იმ ამბიციურ დოყლაპიას ვემსგავსები, ისევ იმ დაუოკებელ ბატონურ ჩვევებისკენ მივდივარ საიდანაც დიდი ხანია თავს ვიკავებდი სიარულისაგან, ისევ იქით მივექანები რომ ჩემს ირგვლივ უნდა იბრუნოს დედამიწამ. მაგრამ არა, ბოლოს მაინც უსამართლობის განცდა უფრო შემრჩება ხოლმე ხელში, აი ზუსტად ისეთი ვინმესთან ჯიბრში ჩამდგარი, გალახული ადამიანი სახეზე რომ გამომეტყველებას იზომავს და შესანიშნავადაც ირგებს.

ზუსტად იგივე წინადადებეს, შეთავაზებებს, არგუმენტებს და მიზეზებს რომელიც შეთანხმების გამო მე ვიცავდი (და ვიცავ) სხვა ამას ივიწყებს და ისევ იმ გალახულ ადამიანის სახეს მაკერებს ვითომც არაფერიო, ხო მე ისევ ჩუმად ვარ 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 11 Comments

პოსტის ნავიგაცია

11 thoughts on “ნაცრისფერი პოსტი

  1. გარკვეული დოზით ეგოიზმიც აუცილებელი ყოფილა თურმე და ამბიციაც. დუმილის მესმის, თუმცა ვიცი, რომ უფრო ხშირად ხმაური სჯობს, მაგრამ რას იზამ, ახლიდან ხომ ვერ დაიბადები 🙂

  2. მომეწონა ^_^

  3. რაც უფრო მეტად ხარ ჩუმად მით მეტად იჩაგრები, მივხვდი ამას:/

  4. ვხვდები ხოლმე რომ დრო დავკარგე მხოლოდ იმიტომ რომ პრინციპულად ჩემი გამეტანა… <— ნაცნობი სიტუაცია.. : )) კარგი პოსტია… : ))

  5. rogor mgavxar neta icode, chemtvisac pirveli megobari ityo da mere sakutari tavi. dzalian momewona posti, guli amichuyda kidec, kargad wer da minda arasodes daanebo tavi weras. warmatebebi kakhi :*

    • დიდი მადლობა ორატორო, მიხარია ხოლმე შენი გამოჩენა ბლოგზე, კიდე ის მიხარია რომ პოსტები მოგწონს და კიდევ უფრო ძალიან მიხარია რომ შენს თავს პოულობ ხოლმე პოსტებში. 🙂 არასოდეს დავანებებ თავს წერას სანამ შენ და შენნაირები კითხულობენ :*

      • oh kakhi! sxva dzalian bevr blogsac vkitxulob magram es gverdi gansakutrebit miyvars. brauzers vxsni tu ara feisbuqis shemdeg es blogia tabebshi:) rit gansxvavdebi sxvebisgan ici? aii ragacnairi tbili damokidebuleba gaqvs mkitxvelebis mimart da yvelasgan gansxvavebit piradze giad wer. ise titqos karga xnis megobrebi viyot:) chemi favoriti blogeri xar da imedia imedebs ar gamicrueb :*

    • ვეცდები ორატორო რომ იმედები არ გაგიცრუო და ბლოგზე ვიაქტიურო. მა–დლო–ბა!! :*

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: