გოეთეს თეორიით

დიდ ტკივილს ყოველთვის ცვლის დიდი ბედნიერება ან/და პირიქით, ეს ყოველთვის ასე იყო, არის და იქნება.

არჩევანის გაკეთება კი ჩემი ერთ–ერთი სუსტი წერტილია, განსაკუთრებით მაშინ მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება როცა საქმე ზემოთ ხსენებულ ტკივილს ეხება, ბედნიერება კი თავისთავად მოდის, ან თუ არ მოდის საკუთარი ოპტიმიზმი ცდილობს ქვეცნობიერში ჩემი ეგოიზმი ამოატივტივოს და მაშინ ლაგდება ხოლმე ყველაფერი.

როცა სადღაც, გულის მიყრუებულ კუთხეში რაღაც გაუგებარს გრძნობ, ხვდები მაგრამ არ გინდა რომ მიხვდე, ფიქრობ და არ გინდა იფიქრო იმაზე რომ ამ მიყრუებულ კუთხეს კიდევ ემატებიან სხვა მყრუებული კუთხეები და საბოლოოდ ერთი დიდი ცარიელი სივრცე გრჩება და ხვდები რომ სულ იკარგები, გაკლდება ენერგია, უაზროდ ფანტავ ნაჩუქარ ბედნიერებას და ვერაფერს აკეთებ ამის თავიდან ასაცილებლად.

თავის შეკავება იმის შიშით რომ კიდევ უფრო არ გაართულო სიტუაცია ნამდვილი სისულელეა. გაჩუმება კი მხოლოდ იმიტომ რომ სათქმელი არაფერი გაქვს კიდევ უფრო დიდი სისულელე.

ყოველთვის და ყველა ვითარებაში არსებობს სამად სამი სიტყვა – მე შენ მიყვარხარ!! რომელიც არასოდეს გახუნდება თუ კი ეს გულით არის ნათქვამი, ყოველთვის ათბობს და ავსებს იმ გულის მიყრუებულ კუთხეებს რომელიც მხოლოდ იმ ერთადერთს ეკუთვნის ვისაც შეუძლია დღითიდღე უფროდაუფრო აავსოს და გაათბოს, თითოეული დილა, დღე. ვისაც შეუძლია ნამდვილ ზეიმად გიქციოს ყოველი საღამო როცა მას ხედავ, როცა მისი ხმა გესმის, მას შეუძლია შენ გა–გა–ბედ–ნი–ე–როს.

შეუძლებელი არაფერია, არასოდეს არის გვიან, უბრალოდ უნდა გაითავისო რომ სიტყვა “არასოდეს” ლექსიკონში არ არსებობს და ყველაფერი მოხდება.

და ამ პოსტით რისი თქმაც მინდოდა მოკლედ რომ დავწერო გოეთეს სიტყვებს მოვიშველიებ “სიყვარული ნუგეში არაა. ის უბრალოდ სინათლეა” –(ამ სიტყვების შემდეგ უხერხულია უბრალოდ  პოსტს რომ კიდევ რამე დავამატო) ^^

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , | 7 Comments

პოსტის ნავიგაცია

7 thoughts on “გოეთეს თეორიით

  1. მართალია,მიყვარხარ არასდდროს გახუნდება : )))

  2. მიყვარს სინათლე. 🙂

  3. :)))) ბედნიერება შენშია

  4. siyvaruli nugeshi ar aris! martalia! kidev ertxel sasiamovnod gaocebuli davrchi. kargia!

  5. shenma siyvarulze damokidebulebam, dges sheni toli bichebi marto seqsze fiqroben da dznelia shensavit grdznobebze giad molaparake (mitumetes mwerali) bichis naxva 🙂 sasiamovnod gamaoca shennairi tipis agmochenam!

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: