შეუდარებელი

არასოდეს არ მყვარებია შედარებები ამასა და იმას შორის, ამ რაღაცის და იმ რაღაცის შორის პლიუს/მინუსების ძებნა, განსხვავებები და საერთოს ძიება.

ყოველთვის მივიჩნევდი რომ ყველა ადამიანში არსებობს რაღაც დადებითი უბრალოდ ზოგს არ შეუძლია ეს დადებითი წამოწიოს წინა პლანზე და ყოველთვის იჩაგრება ამ უუნარობის გამო აგრესიით.

არ მიყვარს როცა ზოგადად  წარსულში ვიჭყიტები, იმიტომ არა რომ რაიმეს დავიწყება მინდა ან/და საკუთარი თავის მრცხვენია, არა უბრალოდ უაზრობაა ძველი ნოსტალგიებით ცხოვრება.  თან ძალიან დიდი უაზრობა.

ვთვლი რომ უაზრობაა მაგრამ ქვეცნობიერი მაინც დამძლევს ხოლმე და ვიწყებ ფიქრს, ანალიზს და შედარებებს ძველსა და ახალს შორის, ვადარებ მაგრამ ეს შედარება ისეთი მცირეა, ისეთი უშინაარსო და ძალიან ალოგიკური რომ ვხვდები არც ისეთი მშვენიერი/საინტერესო ცხოვრება მქონია:)

ადრე არ ვიცოდი რა მინდოდა და ალბათ ყველაფერი ამის ბრალი იყო.

ადრე ბედნიერება რაც არ უნდა სისულელედ მოგეჩვენოდ მეგონა ჯერ მატერიალური მხარის უზრუნველყოფა (ვფიქრობდი რომ დამოუკიდებლად ცხოვრება იქნებოდა ერთ–ერთი ძირითადი ბედნიერება) და შემდეგ სულ მცირე ურთიერთობა რასაც ქვეტექსტებით სიყვარულს დავარქმევდი, იმიტომ რომ სიყვარულის აზრზე არ ვიყავი.

ხოდა რა შეიცვალა?? ძველთან განსხვავებით ძალიან ბევრი რამე დავინახე, მივხვდი და გავიაზრე, ბევრი ღირებული რამ აღმოვაჩინე და დავაფასე. როგორ არ უნდა იყოს ადამიანი ბედნიერი როცა საკუთარ თავს ატყობს როგორ იცვლება, როგორ ნვითარდება და ყალიბდება, როგორ განიცდის და თავისებურად აფასებს ცხოვრების დეტალებს,  როცა ხვდება რომ ის “ერთადერთია” და იქნება.

როცა საბოლოოდ დაამტკიცებს რომ ის ბედნიერია თუნდაც იმით რომ წარსულში არ ჩარჩა და გააჩნდა იმის ნიჭი რომ შეექმნა ახალი, რომლითაც დღეს ყველაზე ბედნიერია.

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “შეუდარებელი

  1. რაც მართალია, მართალია, პიროვნების გაზრდისთვის აუცილებელია წარსულს არ ჩაებღაუჭოს და მოიცილოს მისი ნოსტალგია. ის მარტო მაშინ შეიძლება გაიხსენო, თუ დაშვებული შეცდომის თავიდან აცილებაში დაგეხმარება. არც ერთ ეტაპზე არ ჩამითვლია და არც ვთვლი, რომ ადრე უკეთესი იყო, ვიდრე ახლა.იქნებ არც ახლაა გადასარევი, მაგრამ უკან რაც დარჩა, ის აღარ მინდა და არც მიყვარს.

  2. … რატომ მოიხსნი, როცა ყვითელ სამარშუტო ტაქსებში 80 თეთრის გადახდისას შეგიძლია იფიქრო, რომ ასე ქვეყნის კეთილდღეობისთვის არის საჭირო.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: