შემთხვევით

გაჩერებაზე დგას ბიჭი და ტრანსპორტს ელოდება, ეტყობა რომ სადღაც აგვიანდება, ამ დროს მოდის გოგო და მის გვერდით დგება, ბიჭი შეხედავს გოგოს და თითქოს საიდანღაც ეცნობა, აშტერდება გოგოს, გოგო კი უხერხულად არიდებს თვალებს.

–შენ ნინო არ ხარ??

გოგო გაკვირვებული უყურებს და დაბნეულს ეღიმება

–კი, ნინო ვარ

–ვერ მიცანი??

–უკაცრავად, ვერ გიხსენებთ –და ყურადღება ისევ ტრანსპორტისკენ გადააქვს რომელიც რა თქმა უნდა იგვიანებს.

–ზაზა ვარ, ვერ მიცანი??

გოგონა დაიბნა

–ვერა –თავს არიდებს

–შენი კარის მეზობელი ვიყავი, გახსოვს ბავშვობაში გიტარაზე დაკვრას რომ გასწავლიდი –და ბიჭს ჩაეღიმა

გოგომ შუბლი შეკრა, დაფიქრდა, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო და უცებ სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა

–ზაზაააა, შენ ხარ?? როგორ გამოცვლილხარ, სულ სხვანაირი ხარ

–ხოო, შენც ძალიან შეცვლილი ხარ

–ვაიმეე სულ პატარა გამახსენდი ეხლა, რამდენი წლები გასულა

–სულ რაღაც 7.

–რა კარგი დრო იყო, რას შვრები, რას საქმინობ?? –და გოგოს სულ გადაავიწყდა ტრანსპორტის მოლოდინი

–მე სტუდენტი ვარ, დიპლომატიურზე ვსწავლობ, თან ვმუშაობ ერთ–ერთ ოფისში. შენ რას საქმიანობ ნინო??

–მეც სტუდენტი ვარ, სამსახიობოზე ჩავაბარე

ბიჭს გაეცინა

–მახსოვს, სულ რაღაცას თამაშობდი, ხან ფიფქია იყავი ხან კიდე პრინცესა

–შენ კიდე ყოველთვის უფლისწული

–ხო, ისე კარგად გამოგდიოდა მეც მითრევდი ხოლმე შენს თამაშში

ორივეს გულიანად გაეცინათ

გოგო უცებ მიხვდა რომ ირგვლივ მყოფთა ყურადღების ქვეშე მოექცნენ და გასეირნება შესთავაზა ბიჭს, მართალია ორივეს ეჩქარებოდა მაგრამ საქმეები გვერდძე გადადეს, ქუჩას მიუყვებოდნენ და ერთმანეთს მონატრებულები სხვადასხვა მოგონებებს იხსენებდნენ:

–ზაზა, გახსოვს ერთხელ გიტარას მასწავლიდი და ნოტები ავურიე, შენ კიდე როგორ გამიბრაზდი, ეხლა მეცინება თორემ მაშინ რამდენი ვიტირეე

–ხო მახსოვს, შენ კიდე ჩემი ნახატი რომ ჩემს თვალწინ დახიე, მაშინ მეც ლამის ვიტირე მაგრამ..

–მაგრამ თავი შეიკავე იმიტომ რომ ბიჭები არ ტირიანოო –თავისივე ნათქვამზე გადაიკისკისა ნინომ

ბიჭმა უხერხულად გაიქნია თავი და მასაც ჩეიღიმა

–გახსოვს ჩვენი მეზობელი ჟენია, ჩვენს ქვემოთ ცხოვრობდა, როგორ ვაბრაზებდით ხოლმე, სულ ამოდიოდა და გვეწუწუნებოდა ნუ ხტუნაობთ, თავი ამატკიეთო, ჩვენ კიდე წასული არ იყო ისევ დამალობანას თამაშს ვიწყებდით 🙂

–ხოო, დეიდა ჟენია, არადა როგორ გვიყვარდა ორივეს

–ხოო, 2 წელია რაც გარდაიცვალა

ორივე გაჩუმდა თითქოს სასაუბრო თემა შემოელიათ, ბოლოს ისევ ბიჭმა დაარღვიას სიჩუმე:

–დეიდა ნატო როგორ არის??

–დედა კარგად არის, ისევ იმ დიდი ენთუზიაზმით დიასახლისობს

–როგორ მომენატრა მისი გაკეთებული კერძები, ყოველთვის უგემრიელესს ამზადებდა

–დედაშენი როგორ არის ზაზა?? ისე ხატავს??

–დედაჩემი 3 წალია რაც გარდაიცვალა..

ისევ სიჩუმე და ისევ ნელი ნაბიჯები, ამჯერად გოგომ დაარღვია სიჩუმე, შედარებით მშვიდი და მოწყენილი ხმის ტემბრით:

–ვწუხვარ, არ ვიცოდი

ბიჭი თავ ჩაღუნული იყო, გოგოს ამოხედა და დაბნეულმა გაუღიმა, თუმცა კი ეს ღიმილი უფრო ნუგეშის პასუხი იყო

–ეხლა როგორ ხარ?? მარტო ცხოვრობ??

–კი, მარტო ვარ, სწავლა, სამსახური, დრო და დრო მეგობრები და დრო ისე გადის ვერც ვიგებ

–გამოგვიარე ერთხელ, იმედია მისამართი გახსოვს –და გოგომ სცადა ისევ გაემხიარულებინა ზაზა რაც გამოუვიდა კიდეც

–კარგი, აუცილებლად გესტუმრებით, ძალიან მომენატრეთ

–ჩვეენც ზაზა, დედა ხშირად გიხსენებთ ხოლმე და გაუხარდება შენი ნახვა

ზაზას გაეღიმა და იქვე მდგარი ტაქსი შენიშნა

–გაგაცილებ

–არა, იყოს, ნუ შეწუხდები

ზაზამ კი ხელკავით მიიყვანა ტაქსთან, მძღოლს მისამართი უკარნახა რაზეც ნინომ ისევ გადაიკისკისა

–ძალიან კარგია რომ გახსოვს, ე.ი ნამდვილად გამოგვივლი

–აუცილებლად ნინო, გამიხარდა შენი ნახვა

–მეეც ძალიან გამიხარდა და იცოდე გელოდებით

ბიჭმა ტაქსს იქამდე გააყოლა თვალი სანამ შუქნიშანს არ გასცდა და მოპირდაპირე ქუჩაზე არ შეუხვია..

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “შემთხვევით

  1. es yvelaferi kargi da realuri istoriaa tu gamogonili? orive variantshi me dzalian momewona kakhi:)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: