პრეტენზიული პოსტი

ტვინში იდეების და შემდეგ ამ იდეების პრაქტიკაში გნხორციელების დეფიციტს განვიცდი. ყოველთვის ვთვლიდი რომ შეუძლებელი არაფერია, ამ აზრზე ვარ ახლაც მაგრამ ამ ბოლო დროს სხვებს უფრო ვმოძრვრავ ამით და სხვებს უფრო ვუბიძგებ აქტიურობისკენ ვიდრე საკუთარ თავს. შემიძლია ვიყო სხვებისგან მომთხოვნი მაგრამ საკუთარ თავს მაინც როგორც ყველაზე სუბიექტურს ისე ვექცევი.

უნაკლო ადამიანი არ არსებობს, ამაში მაშინ დავრწმუნდი როცა ზედიზედ უამრავმა ადამიანმა მიმითითა სხვადასხვა ჩემს ნაკლოვანებებზე.

ალბათ როგორც ყველა ადამიანს არც მე მიყვარს საკუთარ თავში ნაკლის ძიება და მითუმეტეს პოვნა მაგრამ ზოგჯერ აუცილებელიც კია, როცა მგონია რომ ვიქცევი სწორად და ამით “კმაყოფილი” ვარ –ისე იცვლება ბოლოს ვითარება რომ ვხვდები უბრალოდ თავს ვისულელებდი და არაფერიც არ იყო კარგად, ვხვდები რომ ჩემი დიდი მონდომებიდან გამომდინარე წარმოვიდგენდი და ვიჯერებდი თითქოს ცოტაც და შეუდარებელი ვიყავი.

არ მინდა ვინმე მგავდეს ან/და მე ვგავდე ვინმეს, ხო მინდა რომ ვიყო ერთადერთი განუმეორებელი ადამიანი, ამბიციების მწვერვალზე ვარ ალბათ მაგრამ ამბიცია რომ არა მაშინ იქნები ერთ–ერთი რიგითი რომელსაც არ სურს არაფერი სიცოცხლის გარდა, მე კი უბრალოდ მინდა ვი–ცხო–ვრო შეუდარებლად, ისე, სხვას რომ არ შეუძლია.

ყოველთვის მქონდა პრეტენზია იმაზე რომ ჩემი შეხედულება სხვადასხვა თემაზე არ გავდა სხვას, რადიკალურად განსხვავდებოდა და როგორც არ უნდა ცუდი ყოფილიყო მაინც შინაგანად მიხაროდა რომ მე განვსხვავდებოდი მასისგან, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ ისინი იზიარებდნენ ერთმანეთის აზრს და ემსგავსებოდნენ ერთმანეთს.

მე ამ დროს ალბათ ცალკე, მათგან ოდნავ სხვა ზღვარზე და შორს ვიდექი მაგრამ ესეც მეკიდა, მთავარი შინაგანი თვითდაჯერებაა.

არა, თვითკმაყოფილი იდიოტი როგორც მახსოვს არასოდეს ვყოფილვარ, თუ რომელიმე მასისგან განსხვავებულობა მდომებია ეს მხოლოდ მყარ არგუმენტებზე, საფუძვლიან მაგალითებზე დაყრდნობით ყოფილა.

სამწუხაროდ რეალობაში კი ასეა: როცა ეწინააღმდეგები, როცა შენს აზრს გამოთქვამ და ამით მას ეუბნები რომ არ ცდება მაგრამ სხვანაირადაა ყველაფერი რასაც ის ამბობს – გონიხარ მტერი :)მე კი მხოლოდ ამის გამო მტრის ამპლუასაც არ ვერიდები და შესანიშნავ მტრობას “ვუწევ” ყველას ვისაც გონია რომ მე ამით უბრალოდ ჩემს რაღაც (ჩემთვის გაუგებარ) კომპლექსებს ვგლოვობ და ვმარხარ.

უნაკლოსთან ერთად კი არც უკომპლექსო ადამიანი არ არსებობს, უკომპლექსოობა იგივე ამორალურობა რაც ზოგადად ადამიანისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია ისედაც ცოდვებით დამძიმებული არსებობისთვის!! ხაზს ვუსვამ არსებობას იმიტომ რომ ცხოვრებას – არსებობისგან და სიცოცლისგან ვანსხვავებ და უმაღლეს საფეხურზე ვაყენებ, ცხოვრობს ადამიანი მაშინ როცა იცის რა უნდა რომ მიიღოს –სიცოცხლისგან.

ცხოვრებაა სიყვარული, კამათი და ამ კამათში ნაპოვნი ჭეშმარიტება, მაგრამ ზოგჯერ მე ორივე ეტაპს ვუსწრებ და პირველი ჭეშმარიტებას ვპოულობ რომელსაც შემდეგ უკვე ისევ სიყვარულთან და კამათთან მივყავარ, ასე გრძელდება უკვე ბოლო 1 წელი. მე ჩემს პოზიციას როგორც ყოველთვის უბრალოდ საჭირო დროისთვის, საჭირო დანიშნულობით ვარეზერვებ და მხოლოდ იმიტომ რომ ზუსტად საჭირო დროს მზადყოფნის უუნარობაზე არ ვიწუწუნო.

სიყვარულზე ბევრი დავწერე, ბევრიც ვილაპარაკე მაგრამ ეს ისეთი რამეა რაზეც არასოდეს დამეზარება წერა ან საუბარი. სიყვარულის სხვადასხვა ცნებები არსებობს, ყველას საკუთარი თეორია გააჩნია, ინდივიდუალურია მაგრამ ყველას მაინც ერთი რამ აერთიანებს – ეს ნდობაა.

მხოლოდ ამ შემთხვევაში ვემსგავსები მე მასას – ან მასა მემსგავსება მე. მინდა მენდობოდეს და ვენდობოდე. როგორც სხვები – სხვებში არიან დარწმუნებულები მეც მინდა ისევე იყოს დარწმუნებული ჩემში ჩემი ერთადერთი ან კიდევ უფრო ღრმად და კიდევ უფრო უფსკრულამდე დაჯერებული იმაში რომ ჩემი ერთადერთია.

არ მინდა დამტკიცება მიწევდეს, თუმცა არც არასოდეს დამეზარება, არ მინდა რომ მჭირდებოდეს იმის თქმა რომ მენდოს, მინდა ჩემი ქვეცნობიერიც დაარწმუნოს იმაში რომ მას ბოლომდე სჯერა ჩემი – მენდობა.

ძალიან მიყვარს, ხო საშინლად მაგრამ ეხლა ამ სიყვარულის თეორიას რომ მივყვე მეც გავიხლართები ჩემივე ახსნილ ბრძნულ წინადადებებში, ამიტომ თქვენც მინდა რომ უბრალოდ დაიჯეროთ ის რომ სიგიჟემდე ვარ შეყვარებული.

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “პრეტენზიული პოსტი

  1. momwons sheni temebis kitxva,
    chem tavs vpoulob xolme ragac-ragaceebshi 🙂

  2. ჩემი თვითკმაყოფილი ”მე” დავინახე ამ პოსტში …

  3. Benetoni

    -ცხოვრებაა სიყვარული, კამათი და ამ კამათში ნაპოვნი ჭეშმარიტება- გეთანანხმები 🙂
    -არ მინდა ვინმე მგავდეს ან/და მე ვგავდე ვინმეს- მეეც!!!!! 😀
    კარგად წერ. ზოგადად და საინტერესოდ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: