კიდევ ერთი ოცნების შესახებ

2 წლის წინ როცა ბლოგს ვქმნიდი თეგლაინში (აღწერაში) შემთხვევით არ ჩამიწერია ჩემი ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ფრაზაა “მე მიყვარს მსახიობობა; ეს გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე ცხოვრება”

Kakhi's World - theatreმაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ვამთავრებდი და სტუდენტობაზე ვფიქრობდი, ამ დროს ალბათ ყველა მოზარდი ფიქრობს რა აირჩიოს სამომავლოდ, რა იქნება უკეთესი მისთვის, ალბათ მისი ოჯახისთვისაც, კარიერა და ა.შ.

მე კი არჩევანის გაკეთება რომ ყველაზე ძალიან მიჭირს ეს უკვე ვიცით მაგრამ ამ კონკრეტულ თემაზე დიდი ფიქრი არ დამჭირვებია. “მე მიყვარს მსახიობობა” და მორჩა, გადაწყდა, მე ვაბარებ თეატრალურზე.

სამწუხაროდ დიდ მოლოდინს დიდი იმედგაცრუებაც ახლდა, როცა ეროვნულებზე ჩემი უყურადღებობის გამო ვერ გავედი მაგრამ ფარ–ხმალი ასე იოლად არ დამიყრია და 1 წლიანი პაუზის, დასვენების და ფუქსავატობის შემდეგ მაინც ვიპოვე გამოსავალი, ვიპოვე არა, უფრო მიმითითეს და მეც გავრისკე.

ცოდვა გამხელილი ჯობია–ო (რამდენად ცოდვაა არ ვიცი მაგრამ სხვა განმარტება ვერ შევუსაბამე) 🙂 მედეა ჩახავა რომ არასოდეს ყოფილა ჩემი ყველაზე საყვარელი, სხვებისაგან განსაკუთრებით ფავორიტი მსახიობი ეს ვითომც არაფერიო და ზუსტად მისი სახელობის კინო–აკადემიაში მივედი –ჯერ მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად, დამაინტერესა და გადავწყვიტეKakhi's World - victorian Theater “ჩამებარებინა”.

რამოდენიმე დღეში (უბრალო ფორმალობების შემდეგ) გასაუბრებაზეც დამიბარეს, მეც რა თქმა უნდა დიდი ამბიციებით, გონებრივი შეიარაღებით და წინასწარ მომზადებული ლექსით წარვსდექი. საუბრის დაწყებიდან ზუსტად რამოდენიმე წუთში რასაც მოველოდი ის მოხდა – ყველაფერი თავდაყირა დადგა 😀

ასე იყო თუ ისე ჩავაბარე – ხოდა პირველი სასწავლო დღე აღმოჩნდა ყველაზე განსაკუთრებული ჩემთვის. რატომ??

რატომ და უამრავჯერ დავწერე იმის შესახებ რომ თანატოლებში მიჭირს ურთიერთობების ჩამოყალიბება, გაცნობა–გამოცნობას რომ ეძახიან აი ეგ (მეგობრობა ხომ საერთოდ სხვა თემაა) რაც პირველივე დღეს ეს ჩემს თავში არ მიგრძვნია, არ გამჭირვებია და ძალიან უბრალოდ გავიხსენი. ალბათ უფრო იმის  ბრალია რომ ყველას ერთი ოცნება გვაქვს, ერთი მიზანი, ალბათ ხასიათებიც და ერთმანეთს ვგავართ.

ყველანი ერთად – ნამდვილი საგიჟეთია (განსაკუთრებით ქორეოგრაფიის ლექციებზე) 🙂 რამოდენიმეს მანამდეც ვიცნობდი, რამოდენიმესთან კი საერთო მეგობარი აღმოვაჩინე 🙂

მათ მხიარულებაში და ყოველთვის უმაღლეს კეთილ განწყობილებაში უკვე დავრწმუნდი მაგრამ როგორც მსახიობების უნარიანობაში Kakhi's World - theatreბოლომდე თავს არ (ხო, უფრო მგონია რომ “არ” ვიდრე “ვერ”) იჩენენ ჯერ, ალბათ შესაფერის მომენტს ელოდება ყველა, ალბათ მათ შორის მეც. ბოლომდე თავის დახარჯვას არ ვცდილობ, პიკი რომ არ იყოს ერთფეროვანი.

ლექტორების უმეტესობას გონია რომ ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვართ, ალბათ მომავალში სულ მცირე დოზით შესაძლოა მასეც იყოს მაგრამ ამ ეტაპზე ნამდვილი სისულელე იქნება პაექრობა და შეჯიბრი 🙂

ალბათ გემახსოვრებათ რომ თეატრალურთან ერთად ძალიან მხიბლავდა ფსიქოლოგია და ძალიან გამიხარდა როცა აღმოვაჩინე რომ ერთ–ერთი საგანი ფსიქოლოგია უნდა ყოფილიყო, საინტერესოა საგანია მაგრამ მოლოდინთან შეარებით ოდნავ მშრალი, ალბათ ეს ისევ გაცნობის და იმ ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესია რასაც ზემოთ ვწერდი.

ასევე მეტყველების ლექტორებმა აღმომაჩენინეს რომ თურმე მე ჩემს გვარში ასო შ–ს ვკარგავ და მიწევს შიში–შეშე–შაშა–შოშო–შუშუ–Kakhi's World - scenaს მეორება :დ

ქორეოგრაფის პედაგოგებით კი ფრიად მოხიბლული ვარ – აი მე რამდენად კარგად გამომდის ეგ სხვა თემაა :დ

მსახიობის ოსტატობა კი ჩემთვის ყველაზე საინტერესო საგანია, ბევრს ვგებულობ ზოგადად მსახიობის და მსახიობის შინაგან სამყროს  შესახებ რაც დამეთანხმებით რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სფეროში, რაც მეხმარება ეტიუდებში და თანდათან მსახიობის თვალით ყველაფრის დანახვაში.

ჯერ ისე კარგად არცერთს არ ვიცნობ რომ რაიმე ვთქვა მათ შესახებ თუმცა ერთის თქმა დანამდვილებით შემიძლია – ძალიან ნიჭიერები არიან, უბრალოდ მეტი ოპტიმიზმი და იმ ნიჭის წინა პლანზე წამოწევა, გამოაშკარავებაა საჭირო რომელიც დარწმუნებული ვარ მათ გააჩნიათ.

მოკლედ შორს რომ აღარ წავიდე 🙂 მე ჩემი მორიგი ოცნება ავიხდინე და რეალურად, შეძლებისდაგვარად ალბათ ვამართლებ ფრაზას “მე მიყვარს მსახიობობა; ეს გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე ცხოვრება”.

ერთ–ერთ პოსტში მიწერია “end oscars go to …” და ეჰჰ.. 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 11 Comments

პოსტის ნავიგაცია

11 thoughts on “კიდევ ერთი ოცნების შესახებ

  1. მსახიობობა მომანდომა ამ პოსტმა… არა, განა როდის არ მინდოდა, სულ ვოცნებობდი გულის სიღრმეში, მაგრამ თეატრის მსახიობობაზე ^^ რამდენი ვიდეო გადამიღია, სადაც ვიმანჭები, ვიჯღანები, ვცდილობ ვიტირო და ა.შ….
    ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ… მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან მომავლაში პერსპექტივაც არ არსებობს იმისა, რომ იცხოვრებ მხოლოდ მსახიობობით.. აბსურდულადაც ჟღერს.
    რავიცი, იმედია დიდ წარმატებას მიაღწევ, ქართული რეალობაც შეცვალო იქნებ.. ოდესმე. :)) წარმატებები შენ! ❤

  2. მომწონს შენი პოსტები კახი,ძაალიან მომწონს <3!
    გამომიარე :*

  3. უფრო რომელი – კინო თუ თეატრი?

  4. საინტერესო შეკითხვაა და ამაზე ერთ ვრცელ პოსტსაც დავწერ კანიბალ 😉 უფრო თეატრი ალბათ

  5. Benetoni

    კახი მომეწონა პოსტი და იცი რა არის? შენი ყველა პოსტი კარგად მახსოვს. დიდი ხანია რაც ამ ბლოგზე შემოვდივარ და ვკითხულობ, კიდევ უფრო გაცილებით ადრე ვიდრე კომენტარების წერას დავიწყებდი და ეს პოსტი მგონია რომ არის ყველა იმ პოსტების, ჩაფიქრებული სურვილების კულმინაცია. მართლა ძალიან გამიხარდა როცა გავიხსენე როგორ ოცნებობდი ამ დროზე და უფრო გამიხარდა როცა ბლოგი არ დაგავიწყდა და ისევ წერ 🙂 გაიხარე და აი ეგრე! მიაწექი ძმა!
    გამიხარდება თეატრის სცენაზე რომ გიხილო ერთ დღესაც და თუ ასეთი ენთუსიაზმით და მონდომებით გაიტან ალბათ ერთხელაც აუცილებლად რიგში ვიდგები შენს პრემიერაზე დასასწრებად 😉

    • დიდი მადლობა ბენეტონ, არ ველოდებოდი შენგან ასეთ კომენტარს 🙂 ბლოგზე წერას თავს არასოდეს მივანებებ და ამ პოსტს რაც შეეხება – კი მართალი ხარ – ადამიანს რაც ყველაზე ძალიან უყვარს ის უნდა აკეთოს!! 🙂 მადლობა კიდევ ერთხელ 😉

  6. მეორე დღეს იმავე ტყეში სეირნობისას, მივირბინე ამ გადაჭრილ ხესთან და ჩუმად რატომ ვთქვი, ვინმეს რომ არ გაეგო ალბათ ნუ გეშინია ბაბა-იაგა, არ მოიწყინო მე ვიქნები შენი მეგობარი-მეთქი.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: