2012, 21 დეკემბერი

2012 წელი დასასრულს უახლოვდება და რამდენიმე წლის წინ გამოწვეული აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ ქვეყნის აღსასრული ახლოვდება – არ ცხრება. პირიქით, დადგა დეკემბერი და ხალხში უფრო გამწვავდა პანიკა და მოლოდინი იმის შესახებ, რომ 21 დეკემბერს დედამიწას გაურკვეველი ციური სხეული სახელად ნიბირუ შეეჯახება რაც ვარაუდით ფატალური შედეგით დასრულდება.

Kakhi's World – პლანეტების აღლუმიაღიარებული მეცნიერების უმრავლესობის მტკიცებით 21 დეკემბერს იქნება პლანეტების  აღლუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთისგან დაშორებული პლანეტები მზის გარშემო ერთმანეთთან ძალიან ახლოს და ერთ მწკრივად განლაგდებიან. მაგრამ, ეს მოვლენა უხსოვარი დროიდან აქამდე იშვიათად, თუმცა ხდებოდა და ამაში საგანგაშო არაფერია. ზუსტად ასეთი მოვლენა უახლოეს წარსულში 2002 წლის აპრილში და 2011 წლის მაისში მოხდა: როცა 4 პლანეტა ერთ სწორ ხაზზე განლაგდა და დედამიწაზე მოსახლეობას მაშინ არაფერი უგრძვნია თუ არ ჩავთვლით ჰაერში ტენიანობის მომატებას, რაც არც თუ ისეთი საშიშია როგორც ქვეყნიერების აღსასრული 🙂

რაც შეეხება მაიას ტომს, მათი ცივილიზაცია ჩვენი წელთაღრიცხვიდან დაახლოებით 2000 წლის წინ არსებობდა. თანამედროვე მეცნიერების გასაკვირად მაიას ტომის ქურუმები ზედმიწევნით ზუსტად Kakhi's World - მაიას ტომიერკვეოდნენ ასტრონომიაში და მათ შეეძლოთ ეწინასწარმეტყველათ (ანუ გამოეთვალათ) მაგალითად მზის დაბნელება, სწორედ ეს გახდა თანამედროვე მეცნიერებისთვის გაოგნების ძირითადი მიზეზი, რადგან იმ დროისათვის მათ უბრალო ჭოგრიტიც კი არ გააჩნდათ. აი ამ უცნობი ფენომენიდან დანატოვარი კალენდარი მთვარდება 2012 წლის 21 დეკემბერს. ეს სულაც არ გვაძლევს, რაიმე ხელჩასაჭიდს და მითუმეტეს სანერვიულოს იმის შესახებ რომ, 2012 წლის 21 დეკემბერს რამე აპოკალიპტური მოხდება (ეს მხოლოდ ცალკეული მკვლევარების ვარაუდია) მითუმეტეს მაშინ, როცა “გენიალური ტვინის” პატრონებმა, საკუთარი ცივილიზაციის დასასრულიც ვერ იწინასწარმეტყველეს და გაურკვეველია ისიც, თუ რატომ დატოვეს ქალაქები და საერთოდ რა მიზეზით განადგურდა მაიას ტომი.

ისევ გამოჩენილი მეცნიერების აზრით, თუ დედამიწას უახლოვდება რაიმე კომეტის მაგვარი და თან ეს ობიექტი დედამიწაზე გაცილებით დიდია, მაშინ ის ჯერ კიდევ 2012 წლის მაისში  უნდა გამოჩენილიყო დედამიწიდან შეუირაღებელი თვალით, როგორც წითელი ფერის ციური სხეული და ამ ფაქტს ვერც ნასა და ვერც ერთი სახელმწიფო ვერ დამალავდა.

იქამდე კი სანამ მეცნიერები დაკავებულები არიან ხალხის დამშვიდებით ან პირიქით, Kakhi's World - 2012 - 12 - 21აღელვებით, ჩემს გარშემო თითქმის ყველამ, მთელი მსოფლიოს მაშტაბით უკვე დაიწყო სანთლების, საწვავის და საკვების მომარაგება, მიწისქვეშა თავშესაფრების აშენება.

სამწუხაროდ ადამიანი  ცუდს უფრო ხალისით და მარტივად იჯერებს. აი ეს დაგვემართა მთელს მსოფლიოს და ჩემი აზრით სანერვიულო, არგუმენტირებული მიზეზი, რომ ეს ყველაფერი მართლაც მოხდება – არ გვაქვს.

პირადად მე იმის გამო, რომ ვარ მართლმადიდებელი და ჩემთვის ნაცნობ არც ერთ ქრისტიანულ წყაროში, ქვეყნიერების დასარული, იგივე აპოკალიფსი არ თარიღდება  და ღვთიურ საიდუმლოს წარმოადგენს, ყველა სხვა წინასწარმეტყველება  (იქნება ეს ქვაზე გამოკვეთილი თუ რომელიმე ქურუმის სისხლით პერგამენტზე დაწერილი) არ მჯერა და  “დღეს როგორც მოდაშია” თუ გნებავთ ეს რელიგიურ ფანატიზმში და უმეცრებაში ჩამომართვით.

მე ისევ ოპტიმისტად ვრჩები და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იმაზე გაცილებით უკეთესად იქნება ვიდრე წარმოგვიდგენია.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!! 🙂

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , | 4 Comments

პოსტის ნავიგაცია

4 thoughts on “2012, 21 დეკემბერი

  1. მეგონა შეშინებულიო კახის პოსტი დამხვდებოდა:დ კაია,მშვენიერია რომ ოპტიმისტურად უყურებ, სანერვიულო არაფერია მართლაც;)

  2. ara nu udaod kargad wer 🙂 magram posti isetia sul rom sikvdilamde kankalebdes shishisgan adamiani tavidan fexebame damshviddeba 😀 mec ar vnerviulobdi didad magram chems das da dedas ki aucileblad wavakitxeb am posts torem lamis gamagijon 21 dekembris xsenebit ukve 😀 momwons kakhi! kargi postia

  3. ტვინი წაიღეს რა , რას ტირიან მოვკვდებით და მოვკვდეთ 🙂
    რაც თავი მახსოვს სულ სიკვდილზე ლაპაკობს ეს ხალხი და რით ვეღარ დაინგრა ეს დედამიწა 🙂
    უჰჰ, არ მჯერა ,ან საერთოდ რისი უნდა მჯეროდეს,მაგრამ ნეტავ მართლა გვეტიროს დედა :დ

  4. otonachyebia@gmail.com

    xom vambobdi 22c gatendeba da 23cmetqi 😀 momewona posti dzalian 😉 shen gaixare

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: