საახალწლო პოსტი – ჩემი 2012

ახალი წელი – ეს ის დღეა, ეს ის მოლოდინი და დღესასწაულია რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, საკუთარ დაბადების დღეზე უფრო ძალიან მიყვარს ეს დღე. ხოდა დგება 2013 წელი, მიუხედავად 21 დეკემრის და ამ წელს მომხდარი დაძაბულობების ორომტრიალისა.

მეც ბლოგი ამოვაარქივე, დამაინტერესა რას ვწერდი ზუსტად 1 წლის წინ და გამახსენდა, რომ არც თუ ისეთი კარგი დღეები მქონია წინასაახალწლოდ. როგორც ყოველთვის ვემზადებოდი მაგრამ არა იმ დიდი ენთუზიაზმით როგორც წელს. შარშან ისევ რაღაცაზე ვწუწუნებდი და ისევ რაღაცაზე ვნერვიულობდი 🙂

Kakhi's World - love-cute-girls-couples-christmasწელს ასე არ ვარ, ზუსტად ვიცი როგორი ახალი წელი მექნება (მინდა რომ მქონდეს). დაახლოებით ზუსტად ვხვდები რა მოხდება და იმაშიც დარწმუნებული ვარ ვისთან ერთად შევხვდები 🙂

ისე, ამ წელს თუ გადავხედავ ნამდვილად არ მქონია ცუდი წელი, სასიამოვნო და ბედნიერები ბედობა მქონდა და ალბათ მაგიტომ.

არ მიყვარს ერთფეროვანი დათარიღებები და დაკონკრეტებები – არც ქრონოლოგიას მივყვები. უბრალოდ აღვნიშნავ 2012 წელს მომხდარ საინტერესო და უფრო მნიშვნელოვან მოვლენებს ჩემს ცხოვრებაში:

ჩავაბარე გამოცდები და მართვის მოწმობა ავიღე!!

მართვის მოწმობის აღებიდან ზუსტად რამოდენიმე კვირაში უკვე მიხაროდა ახალი შენაძენი – პირველი მანქანა!!

წამოვიწყე პატარა ბიზნესი რომელიც დღეისთვის ისევ არსებობს თუმცა ბოლომდე კარგად ჯერ არ ამუშავებულა :დ

ჩავაბარე კინო–აკადემიაში და ვარ პირველ კურსელი სტუდენტი თეატრალურზე!!

ამ წელს კი ყველაზე ყველაზე განსაკუთრებული რამ მოხდა, სხვა წლებთან შედარებით უბედნიერესი ვიყავი – ზე–შეყვარებული 🙂 და სწორედ ამიტომ წელს მქონდა ყველაზე მაგარი დაბადების დღე, წელს თენდებოდა ყველაზე მაგარი დღეები და წელს ვათენებდი ყველაზე რომანტიულ საღამოებს!! :*

და ბოლოს – წელს ბლოგი 2 წლის გახდა!!

იყო პატარ–პატარა პირადი თავგადასავლებიც და ეს ასევე პატარ–პატარა პოსტებად უკვე მიწერია 😛 ამიტომ მათზე ჩაღრმავება შორს წაგვიყვანს 😉

სანტას წერილებს კაი ხანია აღარ ვწერ ^^ მაგრამ შობა–ახალი წელია, მაინც ბავშვობაში ვვარდებით ყველანი, დიდი თუ პატარა :დ ამიტომ ახალ წლამდე აუცილებლად დავუწერ სანტას წერილს (შემდეგ პოსტში) 😉

მართალია ჯერ კიდევ არ დაგვიდგამს ნაძვის ხე (მე მელოდებიან) მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ახალი წელი, ფეერვერკი, ხალხის პოზიტივი, სითბო, მხიარულება, საახალწლო მზადებები და რა თქმა უნდა ჩემი ერთადერთი!! :*

ესეც განწყობისთვის 🙂 ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!! :*

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 4 Comments

პოსტის ნავიგაცია

4 thoughts on “საახალწლო პოსტი – ჩემი 2012

  1. წარმატებულ წელს გისურვებ ❤

  2. rogor gamixarda am blogze rom shemovedi am bedobas da axali, saaxalwlo posti damxvda ici? 🙂 kargi postia, dzalia. sul dadebiti postebi wamekitxos am blogze da avtoric sul bednieri ‘menaxos’ 😛 cxovrebashi sixarulebi da karierashi warmatebebi kakhi 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: