ბედნიერი

ჩემს წინა პოსტს თუ დავუჯერებთ ძალიან მაგარი ახალი წელი უნდა მქონოდა 🙂

მაგრამ ამჯერად, სრულიად მოულოდნელად, იმაზე მაგარი ახალი წელი დამიდგა ვიდრე ყველაზე ლამაზ ოცნებაში შეიძლებოდა წარმომედგინა!!

ამ ახალ წელს, ამ ბედობას და ამ შობას მივხვდი რომ ცხოვრებაში ბედნიერებისთვის სულ ცოტა კმარა. მთავარია, იმედი არასოდეს არ დაკარგო, არასოდეს იფიქრო რომ შენ არ შეგიძლია, არასოდეს თქვა -მე დავმარცხდი!! ყოველთვის გააკეთე ის რაც შენ გინდა და არასოდეს თქვა არასოდეს.

Kakhi's World - beautiful-lightaშენი ოცნებებისთვის უნდა იცხოვრო!! მაშინ ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა.

მშვიდი გარემო, ფეერვერკების ყრუ ხმაური, საყვარელი ადამიანის სითბო და თითო ჭიქა შამპანიური, ეს ის ზღაპარია სადაც სასწაულების ჯერათ, ეს ის ახდენილი ოცნებაა რომელიც ყოველთვის გაგახსენებს თავს და უნებურად სახეზე ღიმილი გაითამაშებს, ეს ის საღამოა რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და რომელიც ჩემი წარსულის მნიშვნელოვანი მოგონებების სკივრში ემოციურ და განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

არაფერია შემთხვევითი ამ ქვეყანაზე, ყველაფერს თავისი ლოგიკა და მიზანი გააჩნია. სიყვარულიც ასეთია, ყველანი ერთამენთის ცხოვრებაში ჯაჭვური რეაქციით ვართ დაკავშირებული, ყველანი ერთმანეთის ცხოვრებას ვქმნით, ერთმანეთის ბედს განვსაზღვრავთ.

Kakhi's World - new-moonეს კი გაგრძელდება იქამდე სანამ არ აღმოვაჩენთ რომ მთელი მსოფლიო კი არა ერთადერთი ადამიანია ის ვინც შენს ცხოვრებას, შენს ბედნიერებას უსაზღვრო შკალით განსაზღვრავს უკიდურეს წერტილამდე.

სველი და დაორთქლილი ფანჯარა, ამ პაწაწინა წვეთებში ფერად–ფერადი ნაპერწკლები, ფეერვერკის ყრუ ხმაური და ბოლო ხმაზე აწეული ნოსტალგიური სიმღერა. ოდნავ თავის ტკივილი მაგრამ მაინც სრული სიმშვიდე. სიბნელე, მყუდროება და უმისამართო ფიქრი უსასრულობაზე.

რამდენი რამ შეიძლება იყოს ან/და არის კიდეც უსასრულო. თუნდაც: უსასრულოა ფიქრები, ოცნება, სიყვარული და ყველაზე მთავარი – ცხოვრება. უსასრულოა იქამდე სანამ ფიქრობ, სანამ ოცნებობ და შეგიძლია გიყვარდეს. უსასრულოა ყველაფერი გარშემო იქამდე, სანამ შენ ცხოვრობ.

უსასრულობის დასასრული იმდენად უმნიშვნელო და სასაცილო მეჩვენება რომ ამაზე ფიქრზე დროის დაკარგვაც სისულელე იქნება.
Kakhi's World - beautiful-bokeh-bright-city-city-lights-colorsმიყვარს როცა ინდივიდი ანსხვავებს სიხარულსა და ბედნიერებას ერთმანეთისგან, ალბათ იმიტომ რომ, ხშირ შემთხვევაში ბედნიერება (პირობითათ) უსასრულობის სინონიმად უფრო გამოიყენება ვიდრე სიხარულისაგან გამოწვეული აღფრთოვანების.

შიძლება რაღაც დამთავრდეს, რაღაც გაწყდეს, რაღაც გფუჭდეს მაგრამ ის მაინც უსასრულოდ რჩება ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენს მეხსიერებაში დაილექება და დარჩება ისეთი ემოციური გავლენით როგორიც სინალდვილეში იყო.

მე სასწაულების მჯერა, მე სიყვარულის მჯერა, მე ჩემი ერთადერთის მჯერა და რატომ უნდა დავკარგოთ დრო იმაზე ფიქრში რა არის უსასრულო და რა არა?? იმიტომ რომ, მივხვდეთ ზოგჯერ ე.წ წუთისოფელი არც ისეთი ერთი წუთია რომ ვერ მოასწროთ სიცოცხლეში ცხოვრება და ცხოვრებაში უსასრულო ბედნიერების პოვნა!!

მშვიდ და უსასრულო ბედნიერებას გისურვებთ :* 

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “ბედნიერი

  1. cotac da shemiyvardebi :)))))) (vxumrobbbbbb) ubralod ise kargad wer! rom kitxvisas mominda cxovrebashic gicnobde da ubralod gemegobrebode mainc. dzalian saintereso pirovneba chanxar. darwmunebuli var shentan laparakit ar daviglebi :)))))))) usasrulo bednierebas gisurveb kakhi! :****

  2. cotac da shemiyvardebi kakhi :)))))) (vxumrobbbb) ubralod ise kargad wer! rom kitkhvisas mominda ckhovrebashic gicnobde da ubralod gemegobrebode mainc. dzalian saintereso pirovneba chankhar. darwmunebuli var shentan laparakit ar daviglebi :)))))))) usasrulo bednierebas gisurveb kakhi! :****

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: