ბლოგერი ვარ – აუცილებლად უნდა დავწერო “რაღაც”

მართალია პოსტებს ხშირად ვეღარ ვწერ თუმცა ბლოგი მაინც არ დამვიწყებია.

ამ ბოლო დროს new post-ში აკრეფილ თითოეულ სიტყვას და წინადადებას ისეთი აწონ-დაწონვით და დიდი გაანალიზებით ვწერ თითქოს პირველი პოსტი იყოს. საბოლოო ჯამში კი მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ახალს არაფერს ვამბობ და დრაფტებში უაზროდ დასადებადაც კი არ ღირს. ასე გადის დრო და ბლოგზეც ახალი არაფერი იწერება.

Kakhi's World - how-to-blogმაგრამ ინტენსიურად ვათვალიერებ რამოდენიმე ბლოგს და ფეისბუქზე ბლოგერების სხვადასხვა ფეიჯებს სადაც სიმართლე გითხრათ საინტერესოს ისევ ვერაფერს ვაწყდები. ისევ სკოლის გაკვეთილებზე მომხდარი რაღაც სისულელეები, ისევ არდადაგებს მონატრებული მოსწავლეები, ისევ საუკეთესო მეგობრების გატკეპნილი სიტყვებით სიყვარულის ახსნები და ა.შ.

ადრე არასოდეს დამიწერია ასეთი რამ (ალბათ იმიტომ რომ ვინმეს არ წყენოდა) მაგრამ ვთვლი, რომ შარშან უკეთესი ბლოგები იქმნებოდა და უკეთესი (საინტერესო) პოსტები იწერებოდა. შარშან ცოცხალი იყო ბლოგინგი, სიცოცხლეში კი არა ბლოგებს არამედ ბლოგერებს ვგულისხმობ, უფრო აქტიურები და საინტერესოები მეჩვენებოდნენ. ვერ დავიჯერებ რომ დასაწერი აღარაფერია გარდა იმისა როგორი მასწავლებელი ყავს ბლოგერს და როგორ შემოატყდა ხელში დაფასთან გასულს ცარცი, როგორ ძალიან უყვარს მას მეგობარი და რა სასიამოვნოდ გაატარებდა ზაფხულს რომელიმე ზღვისპირა ქალაქში.

ამ დროს კი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვაარდებით როცა გვინდა რაღაც ექსტრავაგანტულის, რაღაც ძალიან საინტერესოს წერა და თან საკუთარ თავზე გადამხდარის პოსტში იმდენად არარეალურ სიუჟეტებს ვხატავთ, რომ ზოგჯერ სასაცილოდაც კი არ მყოფნის. რატომ უნდა შეთხზა საკუთარ თავზე ისტორია ან/და თუ მაინც ცდილობ მოიგონო ისტორია და თან ეს იმდენად საინტერესო რომ უკვეKakhi's World - Why_blog ზღაპრებში გადადის – მინიმუმ იმის ნიჭი მაინც უნდა გაგაჩნდეს რომ ეს დამაჯერო.

(რა თქმა უნდა, ისევ ეს არგუმენტი გვამართლებს – ბლოგერი რაზეც უნდა იმაზე დაწერს და + როგორც უნდა) ეს ყველაფერი იქით იყოს, არც მე ვწერ მაინცდამაინც ყველაზე ბოლო დროის პოპულარულ თემებზე ან იმდენად საინტერესო პოსტებს რომ BOOM აფეთქება მოყვეს მაგრამ რაღაც მომენტში მომაბეზრებელი გახდა ბლოგინგი (პირადად ჩემთვის). საკუთარი ბლოგი, როგორც დედას შვილი, ყველას საუკეთესო გონია-ო – ნათქვამია (მაგრამ ვინ თქვა აღარ მახსოვს) 🙂

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გამიჩნდა ერთი შეკითხვა – აუცილებელია ყველამ წეროს??  პასუხიც ვიცი – თუ სურვილი აქვს რა თქმა უნდა(!!) მაგრამ ზოგჯერ უნდა შეეძლოს “მწერალს” საკუთარი ნაწერის გვერდიდან შეხედვა და დაფიქრება რამდენად კარგად გამოსდის, შეიძლება თავის ჭიას ახარებდეს მაგრამ სხვებს არ უნდა ახვევდეს, არ ეხვეწებოდეს და არ ითხოვდეს დღეში თუნდაც ერთ ვიზიტს საკუთარ ბლოგზე.

და კიდევ უფრო მოკლედ რომ ვთქვა – მე ვწერ პოსტს მაშინ როცა რაღაც მაქვს სათქმელი ან მოსაყოლი მკითხველისთვის (ესეც მაშინ როცა ჩავთვლი რომ მკითხველს ეს დააინტერესებს) და არა ვალდებულების მიზნით, არ არის ჩემთვის აუცილებელი ყოველ დღე ვწერო იმიტომ რომ ბლოგი მაქვს, მხოლოდ იმიტომ რომ ბლოგმა “პრესტიჟი” და მკითხველი არ დაკარგოს.

P.S აქვე დავწერ, რომ ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება მაგრამ ამის შესახებ ვეცდები უკვე შემდეგ პოსტში დეტალურად მოგიყვეთ :*

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , | 15 Comments

პოსტის ნავიგაცია

15 thoughts on “ბლოგერი ვარ – აუცილებლად უნდა დავწერო “რაღაც”

  1. ” მე ვწერ პოსტს მაშინ როცა რაღაც მაქვს სათქმელი ან მოსაყოლი მკითხველისთვის (ესეც მაშინ როცა ჩავთვლი რომ მკითხველს ეს დააინტერესებს) და არა ვალდებულების მიზნით, არ არის ჩემთვის აუცილებელი ყოველ დღე ვწერო იმიტომ რომ ბლოგი მაქვს, მხოლოდ იმიტომ რომ ბლოგმა “პრესტიჟი” და მკითხველი არ დაკარგოს ” – მომეწონა ეს სიტყვები.. ალბათ იმიტომ, რომ მეც ასე ვფიქრობ :))

  2. ერთმა გაქექილმა მატყუარამ მითხრა, ტყუილი ისეთი უნდა თქვა, ერთი თვე შენც გჯეროდესო :დ წარმატებები ახალ ეტაპზე

  3. კარგი პოსტი იყო რა, ყველაფერში გეთანხმები. დიდი ხანია მივედი იმ დასკვნამდე რომ ვისაც არ ეზარება უკვე ყველა წერს ისეთ უაზრობებზე როგორიც შენ ახსენე…

    თუმცა მე მაინც ვერიდებოდი ამგვარი პოსტის დაწერას, ვინაიდან მე შარშან შევქმენი და არ მინდოდა ვინმეს რამე ცუდად ეფიქრა.. ან ჯერ ახალია რა იცისო ან რაღაც… არადა უკვე ვხვდები რა როგორ არის და ზოგადად რა დონეზეა ბლოგინგი.. გულდასაწყვეტია ნამდვილად, მაგრამ ვფიქრობ მაინც იქნება ის ერთხელაც ისეთი გამოცოცხლებული როგორიც თქვი. :]]

  4. მე რომ ჩემი ბლოგის პრესტიჟზე და რეიტინგზე ვზრუნავდე, იმ საახალწლო ჰედერს აქამდე მოვაშორებდი. :/ (აქედან პირდაპირ მის შესაცვლელად გავეშურები :)) არა და მიყვარს ჩემი ბლოგი, თუმცა წელს ”დაბადების დღეც” კი არ მიმილოცია მისთვის. 😦 გუშინ ერთ-ერთი პოსტის კითხვის დროს მეც გამიჩნდა იგივე აზრი რასაც შენ აყალიბებ. არსებობს რაღაც, რაც არ უნდა დაწერო – რაც არ იცი, რაც არასდროს გიგრძვნია და რაც არასდროს გამოგიცდია. მარტო სხვისი ნაბიჯების აყოლა, იმიტომ რომ მათ ეს კარგად გამოსდით, არაფერს გრგებს. ჩნდები მერე უცოდინარი, ტრაფარეტულად უგრძნობი და გამოუცდელი, რომელიც დიდ გამოცდილებას უნიჭოდ იბრალებს… ყველაზე დიდი განძი ბუნებრიობა და წრფელი, გულახდილი სიტყვებია, ამ ყველაფერს კი მკითხველი პირველი წინადადებიდანვე გრძნობს.

    წარმატებებს გისურვებ კახიმაუსიკო. 🙂

    • დიდი მადლობა ნინაკა ❤
      როგორ გამიხარდა იცი შენი კომენტარი 🙂
      ხოდა გააქტიურდი!! შენც ნუ ჩაკლავ ისედაც ჩამკვდარ ბლოგინგს.. მომენატრა და ველოდები პოსტებს, შენ რომ იცი ხოლმე ისეთებს – რომანტიზმით გაჟღენთილებს ან იუმორით გაჯერებულებს 😀

  5. ბლა ბლა ბლა ტიპის პოსტებს ,რომ არ წერ იმიტომ,მიყვარს აქ შემოხედვა ^_^

  6. chemi kvelaze obieqturi da samartliani kakhi 🙂 khoda rom ar shemidzlia me ise wera rogorc magalitad shen magitom vrchebi mkitkhvelis ampluashi da ar vibraleb blogerobas! zustad igives vfiqrob mets da ra tqma unda getanxmebi imashi rom uamravi ushinaarso da uazro posti iwereba. sharshan da sharshanwin ar vici blogingi rogori iyo magram me am blogis da kidev ramdenime blogis mkitxveli var 🙂 warmatebebi kakhi akhal etapze da velodebi posts!

  7. rac martalia martalia 🙂 martali xar 😉
    P.S davetanxmebi ninakas imashi rom bevri iset ragaceebs wers razec warmodgenac ar aqvt da sasaciloa es satirali rom ar iyos

  8. Administrator

    ის რომ ბლოგი შენს გემოვნებაში არ ჯდება, არ ნიშნავს რომ არსებობა აუკრძალო. ყველას საკუთარი ინტერესები აქვს. ბლოგის მუღამი ის არის რომ თავისუფალი სივრცეა. ვისაც უნდა რასაც უნდა იმას დაწერს. შენ თუ არ გინდა ნუ შეხვალ. მარტივია ხო? აი მე შემოვედი დავათვალიერე ეს ბლოგი და სავარაუდოდ აღარ დავბრუნდები.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: