პოზიტივის დეფიციტი

გარკვეული მიზეზებისდა გამო ეს ბოლო პერიოდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მიწევს და რაც უფრო და უფრო მეტ ხალხს ვხვდები მით უფრო ხშირად მიჩნდება კითხვა: რატომ არის ერი ასეთი დეპრესიული??

ზოგს მოღუშული, დადარდიანებული სახე აქვს, ზოგს გაოგნებული, გაოცებული ანუ შეშფოთებული გამომეტყველება და ზოგსაც გაღიზიანებული, გაბრაზებული იერი. ძნელია თბილისში ბედნიერი სახის პატრონი ამოიცნო, შეიძლება ვცდები კიდეც და ადამიანის ღრმა ფსიქოლოგიაში კარგად ვერ ვერკვევი მაგრამ ელემენტარული, ის მაინც შემიძლია რომ, ადამიანში პოზიტივი დავინახო, რაც ეს Kakhi's World - Behold! Around happinessუკანასკნელი უკვე ისეთი იშვიათობაა რომ სიგიჟეში გადადის ის ამბიცია რომ ყველა ჩემსავით ბედნიერი იყოს.

ხო, ალბათ უკვე უამრავჯერ ვახსენე ეს სიტყვა მაგრამ ნუთუ ასეთი ძნელია (ან გრეხი) რომ ზოგადად ადამიანებთან (უცხოსთან თუ ნაცნობთან) იყო ისეთი დადებითი რომ მას ეს გადასდო, დამუხტო ენერგიით და აგრძნობინო რომ ყველაფერთან ერთად იმედიც არსებობს. იმედი რაღაცის შეცვლის უარესობიდან უკეთესობისაკენ.

ზრდასრულ, ასაკოვან ხალხს ალბათ საამისო სერიოზული მიზეზიც აქვთ, არ ვიცი.

ერთი რაც ზუსტად შემიძლია აღვნიშნო დღევანდელი ახალგაზრდების – ეს მასიური მელომანიაა.

ეს “გლობალური” მელომანია არ იქნებოდა ასეთი თვალშისაცემი რომ არა ამას თან დამატებული უემოციო სახეები. ზოგადად მხიარული მელოდია იწვევს გარგ განწყობას და შესაბამისად დადებით ემოციას, ემოცია კი ძნელია დამალო ან/და სულ მცირე თვალები მაინც უნდა გამხელდნენ ამაში. აქედან გამომდინარე (ჩემი პირადი მსჯელობიდან) ვასკვნი რომ დღეისათვის ჯერ მხოლოდ ახალგაზრდები უნდა უსმენდნენ  დეპრესიულ, სევდიან და მძიმე მელოდიებს.

მაგრამ რატომ?? ხომ შეიძლება უბრალოდ გაიღიმო (არ მინდა ეს არასწორად გამიგოთ, იმას არ ვამბობ გიჟებივით “გაკრეჭილებმა” ვიაროთ-მეთქი 😀 უბრალოდ,Kakhi's world - city smile სიხარული, ცხოვრებისადმი კეთილდამოკიდებულება გამოვხატოთ) მაშინაც კი როცა არ გეღიმება.

სიმართლე რომ ვთქვათ არც მე ვარ ყოველთვის ზე ამაღლებულ განწყობაზე მაგრამ რას ვუშველი თუ დაბღვერილი ვივლი. მეც მქონია დაძაბული მომენტები, მეც მქონია სანერვიულო მაგრამ თუ სახეზე არ ამოვიკერე ეს ყველაფერი და არ ვიარე მწუხარე თვალებით საქმე არ მოგვარდება??

ალბათ ადვილია ფიქრი იმაზე რომ იყო სულ ემოციურად დამუხტული, მხიარული და გაგაჩნდეს ამ პოზიტივის სხვებზე გავრცელების უნარი მაგრამ პირველი რაც საამისოდ გვჭირდება არის საკუთარ თვათან იმაზე ფიქრი და დაჯერება რომ “ყველაფერი კარგად იქნება” და რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი ყოველთვის არსებობს გამოსავალი.

ადამიანები ჩვენვე ვქმნით ჩვენივე ცხოვრებას, ამიტომ თუ ცუდი რამ მოხდება ეს ისევ ჩვენი ბრალი იქნება, ჩვენვე დავუშვებთ შეცდომას, ამიტომ ყველაზე მარტივი “შეცდომის” გამოსწორებაა!! ამის საწინდარი კი საკუთარ თავთან აღიარებაა, შემდეგ კი თავისთავად მოგვარდება ყველაფერი 🙂

.. და ა.შ უამრავ წვრილმანზე რომ აღარ დავკონკრეტდე მოკლედ დავწერ რისიც თქმაც მინდოდა ამ პოსტში, ძირითად იმის რომ, დავრწმუნდი(!!) – შინაგანი პოზიტივის, ოპტიმიზმის და ამაღლებული განწყობის დეფიციტია ქალაქში.

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “პოზიტივის დეფიციტი

  1. რავიცი, მე როცა ჩემთვის საყვარელ სიმღერას ვუსმენ ყოველთვის მეღიმება 🙂

  2. მე ქუჩაში ყოველთვის ყურსასმენებით დავდივარ და ყოველთვის ბედნიერი სახე მაქვს ^_^

    • ყოველთვის ბედნიერი სახე სამწუხაროდ არ მაქვს (ნუ საქმე არ მაქვს ზოგჯერ -საბედნიეროდ და მაგიტომ) მაგრამ ვცდილობ ჩემი უარყოფითი ხასიათით და “უჟმური” გამომეტყველებით სხვას მაინც არ გავუფუჭო კარგი განწყობა 🙂

  3. ეს “გლობალური” მელომანია არ იქნებოდა ასეთი თვალშისაცემი რომ არა ამას თან დამატებული უემოციო სახეები – mec am saxeebs vumugameb xolme da magrad vaifob 😀 yvela tavis stiqiashi rom aris 🙂 principshi martali xar magram emociis gadadeba aseti martivi ar aris gaugimo da morcha, iq kide bevri ragac dadebitebis win wamowevaa sachiro. da saertod me mimachnia rom moqalaqeebs uchirt saerto enis gamonaxva (zogadad)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: