კიდევ ერთხელ…

ცხოვრებაში ბევრი რამ ნმეორდება, ზოგჯერ უამრავჯერაც და ამ მიზეზით ესა თუ ის მოვლენა ხუნდება, ემოციას კარგავს, მაგრამ განუმეორებლად რჩებიან მხოლოდ ის ერთეულები, რომლებიც თავს არასოდეს გავიწყებენ, რომლებიც გაბედნიერებენ და რომელებიც შენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.

შეიძლება განმეორდეს ბედნიერი საღამო, ბედნიერი შეხვედრა მაგრამ არ განმეორდება ის ემოციური დატვირთვა რომელიც თან ახლავს Kakhi's World - alice-in-wonderland-clock-picture-timeმას, ის (ემოციური შეგრძნება) ან უფრო მეტი, უფრო მოზღვავებული იქნება ან შედარებით ნაკლები.

არ განმეორდებიან ის ადამიანები, რომლებიც შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს და თავიდანვე გაგრძნობინეს მათი მნიშვნელოვანი საჭიროება. დაგანახეს და გაგაცნეს სხვადასხვა ახალი გრძნობები, რითაც შენი ცხოვრება შეცვალეს.

არ, ვერ განმეორდება ის ადამიანი რომელიც მთელი გულით გიყვარს.

ზოგჯერ რაღაცეებს ხელახლა ეცნობი, ხელახლა განიცდი და გაფიქრებს, რაღაცეებს თითქოს თავიდან უღრმავდები და როგორც უწინ ის ისეთივე შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი აღარ გეჩვენება, რაღაც იცვლება მაგრამ შენ ამას ვერ ამჩნევ.

რამდენი ხანია რაც პოსტი არ დამიწერია(?!) დაახლოებით 1 თვეზე მეტი იქნება. სამაგიეროდ ამ გარკვეული დროის მონაკვეთში(!)..

  1. კიდევ ერთხელ – შედარებით უკეთ დავაფსე დრო, ნაწილობრივ ვისწავლე მისი გადანაწილება და საჭიროებისამებრ გამოყენებაც.
  2. კიდევ ერთხელ – დავრწმუნდი, რომ ჭეშმარიტება კამათში იბადება და ყოველთვის შესაძლებელია უარესობის უკეთესობისაკენ შემოტრიალება და ყოველთვის, ყველაფერში არსებობს გამოსავალი.
  3. კიდევ ერთხელ – დავრწმუნდი, რომ ცხოვრებაში ცოტა არ კმარა და ადამიანი ყოველთვის მაქსიმუმისთვის უნდა იბრძოდეს (ცხოვრობდეს)
  4. კიდევ ერთხელ – ვინანე, რომ ჩემს ოცნებებს თავიდანვე სერიოზულად არ ვეკიდებოდი და ახლა უკვე ვცდილობ ავინაზღაურო დაკარგული დრო.
  5. კიდევ ერთხელ – მე დავარწმუნე ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები, რომ ნამდვილი პატრიოტი ვარ (თუმცა ეს ჩემდა უნებურად მოხდა, როცა 2 გაცილებით სერიოზული მიზეზი მაქვს ამის)
  6. კიდევ ერთხელ – დავიჯერე, რომ სიყვარული აკეთილშობილებს!! 🙂
  7. კიდევ ერთხელ – კმაყოფილი ვარ ჩემი ახალი შენაძენით (ეს უკვე შემდეგ პოსტში)
  8. კიდევ ერთხელ – დავრწმუნდი, რომ შემიყვარდა დათმობებზე წასვლა (და უკვე ეს მსიამოვნებს კიდეც)
  9. კიდევ ერთხელ – მივედი იმ დასკვნამდე, რომ როცა ბედნიერია ადამიანი, სწორედ მაშინ ჩნდებიან სხვა ადამიანები იმ მიზნით, რომ მას ეს ბედნიერება წაართვან.
  10. კიდევ ერთხელ და სამუდამოდ გავაცნობიერე, რომ სიყვარული ნამდვილად შემძლებია.
  11. კიდევ ერტხელ – მინდა ვუთხრა ჩემს ერთადერთს, რომ ძალიან, ძალიან მიყვარს!! :*
Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

One thought on “კიდევ ერთხელ…

  1. რამოდენიმე პუნქტში აღმოვაჩინე მართლა შეყვარებული ადამიანი და ეს ძალიან კარგია ❤

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: