“სამი კურდღელი” და არჩევანი

კმარა, რომ თვალი გადაავლო სიცოცხლეს, გარშემო იმ აფორიაქებულ ქვეყნას, რომელიც შენს გარშემო ღვივის, რომ ცხობვრების სურვილი და ამ ცხოვრებაში რაიმე ღირებულის შექმნა მოგინდება 🙂 (რას და როგორ შექმნი ეს უკვე ინდივიდუალური ხედვის ფაქტორია და დიდი მნიშვნელობა არც აქვს)

რაღაცის დასასრული – ყოველთვის რაღაცის დასაწყისია, ასე გრძელდება უსასრულოდ და ამ ჯაჭვურ გადაბმებში იქმნება ცხოვრება. თვითონ ცხოვრების დასასრლუცკი არ ნიშნავს დასასრულს 🙂

ამ მდუმარებაში კი გაზაფხული მოვიდა, შემოდგომის შემდეგ ყველაზე ძალიან გაზაფხულის დადგომა მიყვარს. სიყვარული ხმამაღალი ნათქვამია, უფრო მომწონს ის, რომ მიძინებული ემოციების, ხასიათების გაღვიძების, გამოფხიზლების, აყვავების და რაღაცის დასაწყსის სიმბოლოა, მომწონს როცა სიცივეს შეჩვეული გარეთ თბილი და სურნელოვანი ჰაერი მხვდება.Kakhi's World - Spring

ასეთ მომენატებში ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ და მიჩნდება სურვილი რაღაც ახალის შექმნის (ამ შემთხვევაში მასაზე აღარ ვფიქრობ)

ამიტომ სულ სამად სამი ვარიანტი მაქვს – აქედან ერთის არჩევის უფლება რადგან (როგორც ბრძენები იტყვიან) სამ კურდღელზე ერთად ვერ ვინადირებ.

მაგრამ მე რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის ყველაზე ამბიციური – ორ მათგანზე დავიწყებ ნადირობას 🙂

ერთი ის ვიცი, რომ თეატრის და მსახიობობის წყურვილი არ გამინელდება არცერთ შემთხვევაში, აი მეორე კურდღელი კი ან ფოტოგრაფია იქნება ან მხატვრობა.

Kakhi's World - Tbilisiმიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ბავშვობაში არცთუ ისე ცუდად გამომდიოდა, დიდი ხანია აღარ მომისინჯია ძალები და არამგონია მაინცდამაინც დამვიწყებოდა ის, რაც მაშინაც არ ვიცოდი ძირფესვიანად მაგრამ მაინც კარგად გამომდიოდა. 🙂

მეორე ვარიანტის არსებობა კი დაბადა ჩემმა ახალმა შენაძენმა, რომელმაც სურათების გადაღება შემაყვარა. გამომდინარე იქიდან, რომ მე მომწონს ე.ი არც ისე ცუდ სურათებს ვიღებ 🙂 ამიტომ ვიფიქრე – (სულ ცოტათი) სერიოზულად ხომ მოვეკიდო-მეთქი.

ამიტომ, ცოტა ხანი ჯერ კიდევ გავაგრძელებ ამ ექსპერიმენტებს და შემდეგ უკვე სერიოზულად გადავწყვეტ.

მთავარი ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩემი ქვეცნობიერის დაკმაყოფილებაა, რომელიც მაშინ მშვიდდება როცა ენერგიისგან იცლება. ეს ენერგია კი იმდენად სავსეა სხვადასხვა იდეებით რომ არ დაიცლება იქამდე სანამ მე თვითონ არ დავიცლები 🙂

ამ რამოდენიმე დღის წინ კი ჩემს ძველ ჩანაწერებს (ლექსებს) გადავაწყდი, მივიწყებულ თაროზე ელაგა ოდნავ დამტვერილი და გული დამწყდა, რომ არ გამომივიდა მაშინდელი მონდომებით დაწერილი თითქმის 48 ფურცლიანი რვეულის დასრულება. არადა პრინციპის ამბავი იყო მაშინ 🙂

რომ ვკითხულობდი მეცინებოდა, არადა მაშინ როგორი ენთუზიაზმით ვწერდი და რამდენს ვფიქრობდი, რომ თითო სტროფში რაღაც შინაარში ჩამედო, ეხლა კი იმდენად მოსაწყენი და ერთფეროვანი მომეჩვენა რომ (გადასაყრელად დამენანა) ისევ იმ მივიწყებულ თაროზე კიდევ უფრო მივიწყებულ საქაღალდეში “ჩავასვენე” ალბათ იქამდე სანამ ოდესმე ისევ შემთხვევით არ გადავშლი და არ გავიხსენებ იმ დროს 🙂

და ამ ყველაფრის მიზეზი (მუღამი) ერთადერთი ის არის, რომ ვგრძნობ შინაგან წყურვილს ცვლილებებისკენ, ჩემი მუზა კი მეხმარება ამაში, “ჩემი მუზა – ჩემი ერთადერთია” :*

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on ““სამი კურდღელი” და არჩევანი

  1. მეწვიე ბლოგზე და თან კომენტარიც არ დაიშურო ( დამაკლიკე სახელზე)

  2. samive sainteres da magari “kurdgelia” 😉 tamamad airchie samive radgan samives ertad keteba savsebit shesadzlebelia 🙂 momewona posti!!!!!

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: