ეს დიდებული იდიოტიზმია

ყველაზე ნაკლებად საკუთარ თავთან “ჭინჭყლობა” ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვა – გამბედაობის არ ქონა ‘მევასება’. ამ დროს ვიცი საკუთარ თავთან ნასროლ ერთ ტალახს მეორე ემატება და ისე ვმარხავ ცოცხლად ჩემს თავს, რომ მერე ფიქრიც მეზარება – ღირს თავის გადარჩენა თუ არა. “გამბედაობა”, ნაბიჯის სწორად, გააზრებულად, პირველი, უპრინციპოდ და ყველანაირი ხელის შემშლელი ფაქტორის გარეშე მიჭირს, თუმცა დღემდე ეს კარგად დავიწყებული უპრინციპულობა მეგონა.

Kakhi's World - alone-boy-cap-city-collegeრა შეიცვალა?? – არაფერი!! უბრალოდ ეს თავმდაბლობის, ეს საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის დეფიციტია..

ეს ის მომენტია, როცა ადამიანს უნდა, რომ ვინმემ დაანახოს რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად დიდი ადგილი უკავია და კიდევ ერთხელ გადაახარისხოს განვლილი და გასავლელი გზები.

ეს ის მომენტია, როცა ადამიანს ძალიან უნდა, რომ უთხრან ის რაც აქამდე უამრავჯერ უთქვამთ მაგრამ ახლა უკვე სხვა გრძნობით და სხვა დატვირთვით.

ეს ის მომენტია, როცა ადამიანს ძალიან, ძალიან უნდა ლაპარაკი და შესაფერის პარტნიორს რომ ვერ პოულობს, ძალიან რომ უნდა უკანასკნელ დონემდე დალიოს, დათვრეს, გაითიშოს (აბა სხვანაირად ვერ გაუძლებენ მას) და იქამდე ილაპარაკოს სანამ არ დაიღლება, სანამ არ მიხვდება რომ ძალიან შეტოპა, სანამ არ მიხვდება რომ გარშემო არავინ უსმენს და მოკეტავს!!

ეს ის მომენტია, როცა ადამიანი ხვდება, რომ თავს ზემოთ ძალა არაა 🙂 როცა უნდა, რომ სხვებიც მას გავდნენ, სხვებსაც შეეძლოთ უპრინციპოდ ‘განსაკუთრებულ’ ადამიანებთან იმის აღიარება რაც თუნდაც მათი ბრალი არ ყოფილა, იმიტომ რომ მას ეს უამრავჯერ გაუკეთებია და არც უნანია, იმიტომ მას შეეძლო, ვიმეორებ – შე ე ძლო(!!) იმის გაკეთება რის შემდეგაც ‘საკუთარ თავში’ პარადოქსულ ფიქრებამდე მიდიდოდა მაგრამ ამას არასოდეს ამბობდა, არც კი უფიქრია ოდესმე ამაზე (დღემდე) რადგან იცოდე ამაზე ფიქრიც კი ღალატი იყო..Kakhi's World - alone-boy-subtitle-text-you

…და ეს უბრალოდ ის მომენტია, როცა ადამიანს უნდა, რომ იგრძნოს თავი “ღირსშესანიშნავად”, გამორჩეულად, ამაღლებულად. აი რამდენად იმსახურებს ამას ეს უკვე აღარ იცის.. შეცდომებზე სწავლობს ადამიანი, ეს ხომ ყველას გაგვიგია და ალბათ უმრავლესობა ვეთანხმებით კიდეც მაგრამ მე რა ღმერთი გამიწყრა!!

იმ შეცდომაში, იმავე ტალახში და იმავე გუბეში სადაც უამრავჯერ გამიტოპავს, ისევ რატომ ვაბიჯებ.. მაზოხისტური დამოკიდებულების ამაღლებას ვატყობ ყველას და ყველაფრის, მათ შორის საკუთარი თავის მიმართაც, ვეღარ გამოვედი იმ ძველი თინეიჯერული ხასიათებიდან(?!)

რაც უფრო ვცდილობ შევინარჩუნო, მით უფრო ვკარგავ იმ ყველაზე განსაკუთრებულ ‘ყველაფერს’ რასაც დღემდე მოვყავარ და მერე ვუტარებ ხოლმე უზამრაზარ განკითხვას  საკუთარ თავს.. სასაცილოა!!

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “ეს დიდებული იდიოტიზმია

  1. ვაიმე რამდენი ხანია აღარ შემომიხედავს შენს ბლოგზე და რაღაცნაირად მომენატრა ❤

    ყოველთვის მოდის შენი ნაწერიდან სითბო, ყოველთვის.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: