ნულოვანი ტოლერანტობა!!

ნებით თუ უნებლიედ ამ თემაზე ფიქრი მომიწია და ერთი საინტერესო დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა:

ტოლერანტობა უპირატესად რა თქმა უნდა ადამიანის აქტიური პოზიციაა, პარტნიორობა, თანაგრძობა, სხვებზე ზრუნვა და აქედან გამომდინარე პოზიტიური სამყაროს მხედველობაა. ეს ზნეობრივი და სოციალური აქტივობაა საკუთარი, ასევე სხვათა ღირსების დანახვა და პატივისცემა, ყველასთან ურთიერთობის სურვილი, სამყაროს მრავალფეროვნებისა და ურთიერთდამოკიდებულების გაცნობიერება.

ტოლერანტობა საზოგადოებას ზოგჯერ დათმობაზე წასვლასაც ასწავლის და აზრთა სხვადასხვაობაში ინდეფერენტულობას ბადებს რაც არა აღშფოთებას, არამედ უარყოფითი აზრის შემთხვევაში მის იგნორირებას ნიშნავს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც აზრთა თავისუფლებაა აუცილებლად არსებობს ტოლერანტობაც, ანუ ადამიანთა ერთმანეთის გამტანიანობა, თანადგომა და სხვისი აზრის ადეკვატურად მიღება-გააზრება.

ნულოვანი ტოლერანტობა ხშირად შეინიშნება აზიურ ქვეყნებში, სადაც ტრადიციებს და რელიგიას უფრო დიდი ადგილი უკავია ვიდრე ადამიანთა სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას, ასეთ ქვეყნებში მოსახლეობის მხრიდან იშვიათობაა ტოლერანტობის განცდა Kakhi's World - International Day for Toleranceშეინიშნებოდეს სხვის მიმართ რადგან მათი ტრადიციები არ აძლევთ ამის უფლებას, უმცირესობა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის იჩაგრება, რადგან ქვეყნის ტრადიცია, კულტურული შეხედებულებები, კანონები და ზოგჯერ რელიგიაც კი სჯის ან დევნის მათ.

მაგალითად, საქართველოს უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, უამრავ ასეთ ფაქტს აღმოვაჩენთ, უამრავი საპროტესო აქცია გამართულა, უამრავი მოთხოვნით, ზოგჯერ პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის, ზოგჯერ კი მიღებული კანონის გაპროტესტების მიზეზით მაგრამ იშვითად თუ ყოფილა ეს მშვიდობიანი სახის მატარებელი, მათ ზოგჯერ ავიწყდებათ რომ ტოლერანტობა გამორიცხავს ძალადობას და აგრესიას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევრო-აზიული ტერმინიდან პირდაპირ ევროპულ ტალღაზე გადავიდა, მაინც აზიური სახის მატარებელია და ვერ ნვითარდება როგორც დემოკრატიულად ისე ტოლერანტულად.

ალბათ ამიტომ არის ევროპა აზიასთან შედარებით განვითარებული და ალბათ სწორედ ამიტომ უსწრებს ყოველთვის ერთი ნაბიჯით, ხან ეკონომიკურად და ხანაც პოლიტიკურად.

ნულოვანი ტოლერანტობა ხშირად შეინიშნება უმცირესობებთან დაკავშირებით. უმცირესობა, იქნება ეს რელიგიური, ორიენტაციული, პოლიტიკური თუ კერძო აზრთა ერთობლიობა, ხშირად ხდება დევნის და შეურაცხმყოფელ დარტყმის საგანი, ძნელი არ არის ვივარაუდოთ რომ ასეთი საზოგადოება უმწიფარია და არ შეუძლია დემოკრატიულად, ცივილიზებულად და ადამიანიანურად სხვისი მოსმენა და მოსმენილის გაანალიზება, ასეთი საზოგადოება პრობლემას საკუთარ თავში არასოდეს ეძებს და მზად არის პირდაპირ შეტევაზე გადავიდეს, რაც მათ უმწიფრობას და “განუვითარებლობას” ერთი ერთში ასახავს.

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , | 5 Comments

პოსტის ნავიგაცია

5 thoughts on “ნულოვანი ტოლერანტობა!!

  1. კრისტალი ხარ ძმაო 😉 :დ აი იმენა სიმართლე თქვი

    • გაიხარე და მადლობა ძმაო 😀 😀

      ისადა, ბენეტონ, რაც ბლოგზე გამოჩნდი ყოველთვის რატომღაც გოგო მეგონე, თუ ხარ კიდეც, ვერ მივხვდი, არ ვიცი 😀

      • არ ვარ გოგო 😉 ბექა მქვია ძმა. ბენეტონი იმიტომ რომ {ადვილი მისახვედრია რატომაც} მევასება 😀

      • ხო, მაგას მივხვდი, რომ ბენეტონი გევასება 🙂 მოკლედ, შენ და ორატორი მეამაყებით :დ მგონი ის მაინც არის გოგო და არ ვცდები 🙂

      • კი, ორატორი მეც ასიანი გოგო მგონია 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: