გაგება – გააზრება

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ვცდილობ გაბოროტებულ ადამიანებს არ მივაქციო ყურადღება, არადა ისე მრვალდებიან ჩემს გარშემო თითქოს ქვეყნის დანაშაული მქონდეს მათთან. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ზოგს არცკი ვიცნობ ნორმალურად, ყველაზე შემზარავი კი ის, რომ ზოგიერთმა გამაოცა თავისი სხარტი ბოროტობით, ყველაზე საზიზღარი კი ის არის, როცა “ახლო” ადამიანზე ხვდები.

ალბათ აქამდე როგორც იყო, ბოლომდე დავიკიდებდი ყველაფერს, ეს უკვე ყველანაირ ნორმალურ ჩარჩოებს რომ არ ცდებოდეს. მართალია ვერ გამიგია რა უნდათ და ალბათ თვითონაც ვერ ხვდებიან მაგრამ აი იავნად ეტყობათ, რომ ყოველ შემთხვევაში კარგი არაფერი 🙂

ორი წუთის გაცნობილი ადამიანი რატომ უნდა ამბობდეს განზრახ იმას, რაც ყველა კარგად იცის, თვითონაც ხვდება რომ ცუდს ამბობს და მაინც ამბობს.

არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც შეუძლია ერთი ხელის მოსმით ყველაფრის დანგრევა, არ მესმის და რა ვქნა. შეიძლება თვითონ იმ ადამიანების მესმოდეს მაგრამ ასეთი საქციელებით მაოგნებენ. უფრო ნათლად რომ წარმოიდგინოთ: მწვერვალამდე, რომლის დაპყრობასაც მთელი ცხოვრება ოცნებობდი, ორ ნაბიჯში შენი იქნება, დადგამ მასზე ფეხს და აიხდენ ოცნებას, დაიპყრობ, ამ დროს კი უკან ბრუნდები და დაბლა ეშვები, დაბლა, უაზრო ცხოვრებაში 😐 არ მესმის..

იმედია ადამიანები საბოლოოდ არ შევიყვარებთ თვითგვემას და საკუთარი თავების დასჯას – მაზოხიზმს.

მეც ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ ვისაც ხელი თუ არ კარი ისე ვერაფერს აკეთებს, წარმოიდგინეთ წესით რამხელა ყურადღება უნდა Kakhi's World - rainმჭირდებოდეს, მაგრამ არსებობს რესურსები, რომელიც დღემდე ამის ძალას მმატებდა და კიდევ დიდი ხანი შემმატებს ეს უხილავი რესურსები.

არ მიყვარს დილით წვიმა, “მგრუზავს” და თან საქმეების მიუხედავად გარეთ გასვლის სურვილს მიკარგავს, მოკლედ არანორმალური ფსიქიკა მაქვს რა 🙂 მიყვარს წვიმა მაგრამ დილით არა, პრეტენზიული, ჭირვეული და თვითკრიტიკოსიც გავხდი.

არ მჭირდება ხალხის რჩევა-დარიგება, როცა მყავს ერთადერთი, ვინც ზოგჯერ ჩემზე კარგად ხვდება რა მჭირდება, ჩემზე კარგად იცის რა მინდა. თუმცა ზოგჯერ აღარც მისი მესმის, უფრო სწორედ იდეალურობის ფაქტორი იმდენად პიკს აღწევს, რომ ჩაიდანივით წივილს იწყებს და შეუძლებელია რაღაც არ შეცვალო. იდეალურობის გავლენა იგრძნობოდა ჩემში და ეს მსიამოვნებდა..

არასოდეს თქვა არასოდეს – ჩემი საყვარელი ფრაზა, რომელიც ცხოვრების წესად ვაქციე და მაინც იგივე გაურკვევლობაში ვვარდები ხოლმე, როცა დილით ნაწვიმარია 🙂

ამ ქვეყნად უსასრულო არაფერია-ო, მე მინდა ეს სტერეოტიპი თუ რა ჯანდაბაცაა – გავაქრო, ავაორთქლო, დავამსხვრიო!! ამაში კი ვინმე უნდა დამეხმაროს, მე კი ვიცი უკვე ვინც და როგორც, უბრალოდ რამოდენიმე წესით (მოუხედავად იმისა რომ ურთიერთობებში წესების წინააღმდეგი ვარ და მხოლოდ ვალდებულებებს ვითვალისწინებ) მეც შემოვალ (თუ შეიძლება):

1. ზოგჯერ მიუხედავად იმისა, რომ გვგონია ერთმანეთს ვუსმენთ, ეს მართლაც ასეა, მოსმენის კულტურა გაგვაჩნია მაგრამ იმას არ ვიაზრებთ რასაც ვისმენთ, ვტოვებთ ცარიელ სიტყვებად და ბოლოს მაინც “ჩვენსას ვაწვებით”, ბოლოს კი ვეჯახებით კედელს, როცა ისე ნვითარდება მოვლენები, როგორც არცერთ შემთხვევაში არ გვეგონა რომ განვითარდებოდა 😐

2. (ამაზე ცალკე პოსტიც მეწერა) როცა, ადამიანი ცდილობს, ნუ შეიძლება არ გამოსდიოდეს რაღაც მაგრამ ცდილობდეს, ეს უკვე ნიშნავს Kakhi's World - france-paris-rainიმას რომ იბრძვის, უნდა მას მაგრამ ხელის შემშლელი უამრავი ფაქტორებია წინ, ფაქტორები რომელსაც მშვიდად, ბევრჯერ და მოთმინებით გიმეორებს, გიმეორებს, გიმეორებს და აქ ზემოთ ხსენებულ პირველ წესს ვეჩეხებით..

3. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა მარტივია, მაინც ვართულებთ, ეს იმედია მხოლოდ მე არ მეჩვენება, და რატომ ვართულებთ?? იმიტომ რომ ადამიანებს, რაც უნდა საკუთარ თავებში ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს გვსიამოვნებს მაინც არ მოგვწონს ერთ წერტილში ყოფნა, რაღაცეებს ვიგონებთ, რაღაცეებს ვატრაგიკულებთ, რაღაცეებს ვაზვიადებთ და საბოლოოდ აქტიურდება ურთიერთობა, კარგად თუ ცუდად ეს ინდივიდუალურია. უბრალოდ არ ღირს კამათი პრიმიტიულ საკითხებზე და შემდეგ იმ ზემოთ ხსენებულ მწვერვალებიდან ურთიერთობის ხელიდან გაშვება და გადმოგდება, თან ისე რომ წარბიც არ შეხარო..

4. და მოკლედ, ასე პუნქტებად (რომელიც არ მიყავრს) რომ არ მოვყვე და კიდევ უფრო მოკლედ ვთქვა (დავწერო) – მიუხედავად იმისა, რომ ბლოგზე აღარ ვწერ აქტიურად და მკითხველი ალბათ კარგად ვერც მიხვდება რას ვგულისხმობ, მაინც მგონია რომ ეს მარტივი ურთიერთობის წესი მათთვისაც გასაგები და მისაღები უნდა იყოს -“იყავი ბედნიერი, გაიღიმე, დატკბი იმით რაც გაგაჩნია, ზოგჯერ თუ საჭირო გახდა დაიბრმავე კიდეც თვალები და ცხოვრებაში მხოლოდ დადებითი პლიუსები ეძებე, მინუსები – უარყოფითი მოვლენები კი უბრალოდ მწვერვალიდან, რომელსაც თუ დამიჯერებ დაიპყრობ – აი იქიდან გადაყარე ვითომც შემორჩენილი უვარგისი ნარჩენები იყოს და ყველაფერი კარგად იქნება” 🙂 როგორ ვცდილობ, არადა არ გამომდის პოზიტიური პოსტი – დილა ნაწვიმარია!!

P.S და თუ მაინც ვერ მიხვდით ვერაფერს – უბრალოდ გათიშეთ ამ ბლოგის ტაბი ბრაუზერში 😉 ეს არაფერია..

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “გაგება – გააზრება

  1. კაი ხანია აქ არ შემომიხედავს და ბოლო რამდენიმე პოსტი არ მქონია ნანახი. მომეწონა, კარგად დამუშავებული თემებია, წამატებები
    ხო და გეთანხმები “”იყავი ბედნიერი, გაიღიმე, დატკბი იმით რაც გაგაჩნია, ზოგჯერ თუ საჭირო გახდა დაიბრმავე კიდეც თვალები და ცხოვრებაში მხოლოდ დადებითი პლიუსები ეძებე, მინუსები – უარყოფითი მოვლენები კი უბრალოდ მწვერვალიდან, რომელსაც თუ დამიჯერებ დაიპყრობ – აი იქიდან გადაყარე ვითომც შემორჩენილი უვარგისი ნარჩენები იყოს და ყველაფერი კარგად იქნება” _ უბრალოთ ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავარდე 🙂
    ბოროტ ადამიანებს რაც შეეხება უბრალოთ უნდა დაიკიდო და არ მიაქციო ყურადღება. დააიგნორე შენი მტერი, მათ ამაზე ძალიან არაფერი აგიჟებთ 🙂 კარგი პოსტებია კახი

    • ვააა ბენეტონ, გამიხარდა შენი გამოჩენა!! 🙂 დიდი მადლობა, ხოდა უკიდურესობები ამ შემთხვევაში არ არსებობს 😉

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: