რიგითი დილის გაჭედვა

რაც ბლოგი გავხსენი, დარწმუნებული ვარ, ყველა ეს 175 პოსტი რომელიც დავდე, გამთენიისას მაქვს დაწერილი (ალბათ ყოველ შემთხვევაში, პირადზე რაც მიწერია ისინი მაინც)

გამთენიისას იმიტომ, რომ ყველაზე გულახდილი, პირდაპირი და უშუალო ამ დროს ვარ.

გამთენიისას იმიტომ, რომ ახლის დაწყების, სიახლის, ბოლოსდაბოლოს რაღაცის შეცვლის იმედი იბადება, კარგის თუ ცუდის არ აქვს მნიშვნელობა.

გამთენიისას იმიტომ, რომ ამ დროს უბრალოდ “უაზროდ ვჭედავ”

ეხლაც, მთელი ღამე ერთ ნაჭუჭში გამოკეტილივით გავათენე, წერის არც ნერვები და არც თავი არ მქონდა, მთელი ღამე ბლოგი არც გამხსენებია მაგრამ უკვე თენდება, ხოდა ამ მთელი ღამის ერთ შეჯამებას, სხვა თუ არაფერი, ჩემთვის მაინც დავწერ!!

გაცვეთილი ფრაზებია უკვე, გაცვეთილი სიტყვებით მაგრამ მაინც!!

ცხოვრება, ცხოვრება, ცხოვრება..

რა ბანალურია მაგრამ მაინც, ყველა თითქოს ჭკუას გვასწავლის მაგრამ მაინც!! შეცდომებზე ვსწავლობთ!!

მე კი ამ ცხოვრების ნამდვილად ცუდი მოწაფე ვარ, ერთ-ერთი გარიცხვის კანდიდატი. კი ბატონო, მე გამრიცხეთ, ჩემი როლი იმედია კარგად შევასრულე..

არასოდეს მდომებია ვინმესთვის გულის ტკენა, ეს მხოლოდ შემთხვევითობა ან მწარე რეალობა შეიძლებოდა ყოფილიყო, დამნაშავე აქ მხოლოდ მე არ ვარ..

გრძნობებზე თავგანწირვით აღარასოდეს ვიდებატებ, აღარასოდეს დავიცავ, ვიკამათებ იმ თემაზე რასაც თურმე ყველა კუთხით, ძირფესვიანად, კარგად ვიცნობ..

და რაც უფრო კარგად იცნობ, მით უფრო ჩნდება ლონკა სხვებსაც გააცნო, გადადო ყველას ეს ემოცია, გააბედნიერო მაგრამ საბოლოოდ თავად სულ გპარავენ მას, სულ გაცლიან, გფიტავენ და გტოვებენ უიმისოდ.. უცნაურად ჟღერს ალბათ, გეთანხმებით..

რა უცნაური ყოფილა გრძნობა, როცა გინდა თქმა მაგრამ ენას პირში ვერ ატრიალებ, ხმა გივარდება და ყურთან მიდებული მობილური ისეთი მძიმეა, რომ გინდა (ან არ გინდა) მალე დამთავრდეს ყველაფერი.. ალბათ ისიც უცნაურია 20 წლის ბიჭი ამას რომ წერს.. უცხო თვალით პოსტი კი არა მხოლოდ ეს წინადადებებიც რომ წამეკითხა – გამეცინებოდა.. უცნაურია..

უცნაურია, რა მომივიდა, რა დამამემართა, რა შეიცვალა – მაგრამ არა!!

ყოველთვის ჩემში რატომ ვეძებ (თუმცა კი ვპოულობ) მიზეზს, მე ხომ არ ვარ “პლატონური სიყვარულის მსხვერპლი”, მე ხომ არ ვარ ნარცისი..

აღმოვაჩინე, რომ მეც შემძლებია ერთ წამში შეყვარება და ზუსტად ერთ წამში ყველაფრის შეცვლა – ჩემში, განგებ და ძირფესვიანად მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება..

აღმოვაჩინე, რომ მეც შემძლებია გაბრაზება, ხო, მართლა 🙂 ოღონდ ყველასაგან განსხვავებული, უცნაური, უცნაური გაბრაზების ფორმულა გამომიმუშავდა, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს გაიგებს.. იმედია..

ალბათ არ უნდა ვწერდე პოსტს, ალბათ ესეც ზედმეტია.. არ ვიცი..

ყოველთვის ასეა, როცა ცუდი პერიოდი მაქვს მაშინ მახსენდება ხოლმე ბლოგი, ალბათ მისი ერთადერთი დანიშნულებაც ეს არის

ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არასოდეს თქვა არასოდეს.. უბრალოდ ეს ემოციები, ეს ოცნებები, ეს გრძნობები იმაზე მეტია ვიდრე შენ წარმოგიდგენია..  მაგრამ მხოლოდ ჩემია, ხელუხლებელი!!.. და ვერავინ ვეღარასოდეს შეძლებს მის გადაფარვას.. თვით – შენც კი!!

P.S მომნატრებია აქაურობა.. 🙂

Advertisements
Categories: My Life | 5 Comments

პოსტის ნავიგაცია

5 thoughts on “რიგითი დილის გაჭედვა

  1. kargia, me momewona, gulaxdili saubrebi

  2. რა სევდიანი პოსტია 😦 უკმაყოფილო. გაბრაზებული და იმედგაცრუებულის პოსტია კახი. ეს შენგან ახალი რაღაცაა. ყოველ შემთხხვევაში წარმატებებს გისურვებ. მიხარია ბლოგი რომ გაგახსენდა.,….

  3. oratori@mail.ru

    auu kakhii rogor momenatra es blogi
    sad iyavi dakarguli adamiaNoo :))))
    benetons vetanxmebi :|| da mec warmatebebs gisurveb :***
    “აღმოვაჩინე, რომ მეც შემძლებია გაბრაზება, ხო, მართლა 🙂 ოღონდ ყველასაგან განსხვავებული, უცნაური” friad davintrigdii 😀

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: