სამუდამოდ

მახსოვს ადრე ერთ-ერთმა იმ ადამიანთაგანმა, რომელიც ასე თუ ისე კარგად მიცნობს მითხრა -წერას თავი არ დაანებოო. მანაც იცის და მეც, რომ წერა მაინცდამაინც უბადლოდ არ მეხერხება. რაც არ უნდა ვიფიქრო იმას ისე ნათლად მაინც ვერ გადმოვცემ როგორ არის, რადგან ყველაფერი ზოგჯერ ისეთი მარტივია ან რთული, რომ სიტყვები არ არსებობს შესაფერისი.

გარდა ამისა გულმავიწყიც ვარ, ისეთი მნიშვნელოვანი რამ მავიწყდება და ისეთ უმნიშვნელო რამ მახსენდება ხოლმე, რომ საკუთარ თავზე ვღიზიანდები, (ივლისში ბლოგს დაბადების დღეც კი არ მივულოცე, ხო, 3 წლის გავხდი -არადა შარშან ყველაფერი სხვანაირად იყო) აქედან გამომდინარე რთულია ეხლა ის ემოციები დავწერო რისი დაწერაც მინდოდა მაშინ, მაშინ როცა დრაფტებში ვაგროვებდი პატარ-პატარა სტატუსებს, ახლა კი ამ დაობებულ პოსტს უწერია თუ არა გამოქვეყნება ისიც საეჭვოა.

არ მეგონა ასეთი არეული და ამავე დროს აკურატულად დაწყობილი ცხოვრება თუ მექნებოდა, არ მეგონა ზოგჯერ ვინმესთვის ასეთი მოსაბეზრებელი და ზოგჯერ ასეთი საინეტერესო ვიქნებოდი. არსებობს ზღვარი კარგსა და უკეთესს შორის, მე კი ალბათ ჯერ ისევ ბევრი მიკლია პირველ ეტაპამდე.

ადამიანები კარგავენ მაგრამ პოულობენ უკეთესს (ზოგჯერ უარესსაც) უკეთესით გათამამებულები კი ყრუვდებიან, ბრმავდებიან, მუნჯდებიან და ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მსხვერპლთშეწირვაა მთელი კაცობრიობის ისტორიაში თუ კი რამ Kakhi's World -forever :)არსებულა, რადგან ისინი არიან მაინც ბედნიერები. -უსაზღვროდ ბედნიერები!! მეც ამ ბედნიერთაგანი ვარ!!

ბედნიერი ვარ რომ შემიძლია ყველა სიძნელეს მარტივად მოვეკიდო (დავიკიდო) მაგრამ ვეცადო გამოსწორება ისე რომ ამან არ დამრალოს, ანუ დიდი მნიშვნელობის მიუნიჭებლად დიდი პრობლემა გადავჭრა. რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკო, ჩემი ერთი ყველაზე დიდი სისუსტე მაინც რჩება ყველაზე ძლიერ მინუსად, რომელსაც გამოსწორება არ უწერია მგონი 🙂 მინუსი – მოგონება, მინუსი – ის დრაფტებია რომელსაც ადრე თუ გვიან დილეითს ვუპოვი, რადგან უიმისოდაც ბედნიერი ვარ.

ბედნიერი ვარ, რომ უამრავ სირთულესთან ერთად ჩემი ერთადერთი – ერთადერთად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს საშინლად მოსაწყენი გავხდი, მაინც ქვეცნობიერში ოპტიმიზმის იმედი მაქვს და სხვა თუ არაფერი ბედნიერება, იმედი, სიყვარული და ჩემი ცხოვრება არ მაძლევს უფლებას უკან დავბრუნდე, იქიდან საიდანაც დავიწყე, როგორიც ვიყავი, უფრო სწორედ აღარც მახსოვს ადრე ვინ ვიყავი და აი ზუსტად ამიტომ, არ მინდა დრაფტები, რა საჭიროა?! მე ხომ ვწერ უკვე ახალს, საინტერესოს და ლამაზს?! :*

საინტერესო ის არის, რომ მე არასოდეს, არასოდეს მიფიქრია/მინატრია მეხსიერების წაშლა, რაიმეს/ვინმეს დავიწყება, იმიტომ რომ ეს არის ცხოვრება, ჩემი ცხოვრება, რომელიც დროსთან ერთად რაღაცეებზე იცვლება წარმოდგენა, რაღაცეებს იძენ და კარგავ, რაც უნდა მოინდომო ვერ გახდები სხვანაირი, ჩემთვისაც და შენთვისაც არის გზა, რომელიც გვინდა თუ არა უნდა გაიარო, ეს იგივეა დრო გააჩერო. კარგი, ჩვენ გავაჩერებთ დროს მაგრამ ეს არ იქნება სინამდვილე, ეს ჩვენ ვიქნებით სინამდვილის მიღმა, კარგი, ვიყოთ მაგრამ რა აზრი აქვს თუ კი ერთ ნაჭუჭში გამოვიკეტებით.

დროსთან ერთად ბევრი რამ იცვლება, ბევრი ვინმე’ც იცვლება მაგრამ რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ვინც არ უნდა შეიცვალოს და რამაც არ უნდა დაკარგოს საკუთარი სახე, მე მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთადერთი, რომელიც ყველა სხვა დანარჩენზე საინტერესოა ჩემთვის, ის ის დარჩება ვინც დღეს არის, ოპტიმიზმიც და იმედიც, სიყვარულიც და ბედნიერებაც ის არის..

მომენატრა აქაურობა!! თან ძალიან 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: