ეს ისე – უსათაუროდ

უცნაური შედარებით ვიწყებ მაგრამ არაუშავს

ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს.

გალაქტიკა არაფრით განსხვავდება დედამიწისგან, როგორც გალაქტიკაში, (მარტივად რომ ვთქვათ) ცაზე არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან კაშკაშებენ და ისეთებიც, რომლებიც ოდნავ ბჟუტავენ – ზუსტად ასევეა დედამიწაზე ადამიანების როლები ჩვენს ცხოვრებაში. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ჯიუტი პრინციპების გამო თავს ბოლომდე ვაჯერებთ, რომ უსასრულობა არსებობს, განუსაზღვრელი საზომი ერთეულით. ადრე თუ გვიან, ნებით თუ ინებლიედ კი მაინც ქრებიან ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები და ჩვენ ამ დროს უბრალოდ ისღა დაგვრჩენია ლამაზი სურვილები ჩავიფიქროთ, შემდეგ ვახელთ თვალებს და ტკბილი ღიმილი გვეყინება სახეზე, რადგან გვახსენდება, რომ არაფერი დარჩა მისი ერთ წამიანი ლამაზი სანახაობისგან, თუ არ ჩავთვლით ოპტიმისტს ოცნებების შესახებ და იმედს *მოგონებებს.. (ეს ისე)

Kakhi's World-boy-colors-cosmos-sky-space-starsრაც შეეხება ჩემს რიგით “გაჭედვას” მეგობარს ვკითხე – მეთანხმები რომ    “თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ისინი ცალ-ცალკე უნდა იყვნენ, რადგან ასე უფრო ეყვარებათ ერთმანეთი მეთქი??” და კატეგორიული უარი მივიღე, მართალია ვერ მიპასუხა რატომ ფიქრობს მაინცდამაინც მასე მაგრამ არაუშავს, ყველაფერს აქვს ორი მხარე, მისი ერთადერთი არგუმენტი დრო და მანძილი იყო მაგრამ ეს ხომ ისეთი პრიმიტიული და ელემენტარულია იმასთან შედარებით რასაც.. ნუ, მოკლედ დრო და მანძილი მე გამოვრიცხე და თქვენი არ ვიცი..

ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ მასთან საუბრისას მივხვდი როგორ მჭირდება ადამიანური საუბრები, ადამიანური დიალოგები, ადამიანურ თემებზე.. ადამიანურობაში ვგულისხმობ, მოსმენას, გაგებას, გააზრებას და არავითარ შემთხვევაში ყალბ თანაგრძნობას, რადგან ადამიანებს გვიყვარს მოსმენა მაგრამ მაინც ხომ “ცალ ფეხზე” გვკიდია იმის იქით ყველაფერი : )

ვიცი გადავეკიდე ამ ქვეცნობიერს მაგრამ ამ ბოლო დროს მაინც ვხვდები, რომ მისი დამსახურებაა ისეთი შეგრძნება რომ მაქვს თითქოს ყველაფერი ეხლა იწყება.. შეიძლება შეიცვალოს გარემო, წრე, სადაც მიწევს ყოფნა, სახეები, რომლებსაც ყოველ დღე ვხედავ, ურთიერთობები, რომლებიც უაზრო თანავარსკლავედებზე იბადება, ცხოვრება, რომელიც ჯერ კიდევ დაუგეგმავია და თვით ნოსტრადამუსიც კი ვერ მეტყოდა რა მოხდება შემდეგში – მაგრამ ერთადერთი, რაც დანამვდილებით ვიცი და პირობას ვიძლევი ის არის, რომ –

..არასოდეს, არასოდეს შევიცვლები მე!!..

აი ახლა კი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა – “მე მიყვარს მსახიობობა; ეს გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე ცხოვრება”

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: