აუტანელი და-კაპო

ახალი რა უნდა დავწერო აღარ ვიცი, ეტყობა ეს ის დროა, როცა საკუთარი თავი (ამ ეტაპზე) ამოვწურე!!

ეტყობა ის დროა, როცა მელოდიებს, სურათებს, ნახატებს და ფილმის ეპიზოდებს ვეღარ აღვიქვამ ადეკვატურად, ლოგიკურად და შინაარსობრივად.

ხო, რა მოხდა ეხლა თუ ტვინის უჯრედებში გლობალური კრიზისია..

მერე რა, რომ ცოტა ხნით დალტონიკობა დავიბრალო, დიდი ამბავი თუ კინო კლასიკის იდე ფიქსს ვერ ჩავწვდი, რა დაშავდება ზოგჯერ რომ პიკასოს, დავინჩის და ვანგოგის ნახატებს გულგრილად ვუყურო.. რა მოხდება თუ კი საოპერო არიებზე არ აღვფრთოვანდი.. (იმედია ათენა მაპატიებს ამას)

ეტყობა ეს ის დროა, როცა თითოეული ნოტი, ფერი და კადრი რაღაცებს ამბობენ, ყვებიან და არ გინდა მოსმენა, გახსენება (ან გინდა მაგრამ არ შეგიძლია) არადა რამდენი რამ არის გასახსენებელი, ისეთი, სახეზე რომ მკაცრ ღიმილს მიგაკერებს და გინდა თუ არა უნდა მოითმინო სანამ არ მობეზრდება თავად მას..

ყველაზე ძალიან ის ტეხავს, როცა უაზრო ფიქრების შედეგად მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ სოც. ქსელებში (ჩატის ველში ჩამწკრივებული) სმაილები უფრო ემოციურები გახდნენ ვიდრე შენ ხარ.. მათ კი არ მიაქვთ შენი ემოცია ადრესატთან, არა, ისინი უბრალოდ აშარჟებენ შენს ხასიათს და დაგცინიან (აი, 😀 სწორედ ასე) სამუდამოდ გაკარგინებენ კონტაქტის სურვილს სოც. და გარე სამყაროსთან..

ყველა მელოდია, რომელიც მობილურში, ლეპტოპში, მანქანის ფლეერში, ტელევიზორში და რადიოში ჟღერს, ყველა სურათი თუ ნახატი, რომელიც ბილბორდზე, კედელზე გაკრულ პლაკატზე და წიგნის ილუსტრირებისას გხვდება, გახსენებს იმ თითოეულ სიტყვას, რომელთა არმიაც ლაბილურობაში გდებს ბრალს და ისევ სირაქლემას პოზიცია თუ გადაგარჩენს ამ დროს..

მოკლედ, აბზაც-აბზაც რომ მივყვეთ – ყველაფერს აქვს თავისი ახსნა მაგრამ “სირაქლემას პოზა” უფრო მარტივია ვიდრე იმაზე ლაპარაკი თუ რამდენად ხშირია შენს ცხოვრებაში ე.წ და-კაპო : )

Kakhi's World-lonely winter

REPLAY, REPLAY, REPLAY – ხელახლა, თავიდან, ისევ და ისევ REPLAY!! არაფერი ახალი, არაფერი განსხვავებული მას შემდეგ, რაც სამყაროს აღქმის უნარი დაკარგე და ტვინის აქტიური უჯრედები სუიციდები გახდნენ..

P.S. და მაინც – მე მიყვარს მსახიობობა; ეს გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე ცხოვრება!!

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “აუტანელი და-კაპო

  1. კახი, რატომ ასე სევდიანად? 😦

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: