კაზუალური

ცხოვრებაში არასოდეს, არავის, აღაფერს აღარ დავპირდები!!

ცხოვრებაში არავის მივცემ არავითარ უფლებას

ცხოვრებაში აღარაფერს ვინანებ

ცხოვრებაში აღარ დავუშვებ (გამოუსწორებელ) შეცდომებს

ცხოვრებაში არასოდეს აღარ გავიმეორებ – მე იდიოტი ვარ!!

..მაგრამ კაცმა არ იცის რა მოხდება ცხოვრებაში

დღეს პირველი დეკემბერია და ისე მგონია თითქოს ზამთარი დღეს დადგა, უკვე მესამე ღამეს ვათენებ და იმ იმედით, რომ ყურადღებას სხვა რამეზე ან ვინმეზე გადავიტან, უშედოგოდ მივდივარ ერთ სიტყვიან დასკვნამდე – გამორიცხულია.

არადა რამდენი დრაფტი დაგროვდა უკვე, არადა უკვე მერამდენედ დავიწყე ახალი აბზაციდან ყველაფრის დაწერა მაგრამ ბოლოს იმ აზრამდე ვჯერდები, რომ ერთი დიდი უაზრობაა ეს ყველაფერი.

მიუხედავად იმისა, რომ ვამბობდი არ შევიცვლები-მეთქი არაფერი გამომივიდა, ამ დროს თურმე ძნელია არ შეიცვალო, თურმე მართლა ძნელი ყოფილა.  ძნელი კი არა – შეუძლებელი.. შეუძლებლობა იქით იყოს და თურმე აუცილებელიც ყოფილა. აუცილებელი, რომ არ გაგიჟდე, ან იმ დასკვნამდე არ მიხვიდე, რომ ზედმეტი ვარ ამ სამყაროში-ო..

Kakhi's World beautiful black and white cat cuteმოკლედ, ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მაინც კარგად ვიცით, რომ დაპირებების შესრულების ოსტატი არასოდეს ვყოფილვარ (უიშვიათეს გამონაკლის თუ არ ჩავთვლით), ამიტომ ალბათ არც ეს იქნება გამონაკლისი. საერთოდ ზოგადად ადამიანებს გვიყვარს სხვებისთვის დაპირებების მიცემა, ამით საკუთარ თავს ვუმტკიცებთ, რომ ჩვენვე ვეკუთვნით საკუთარ თავებს.

არ ვფიქრობთ ზოგჯერ – შევძლებთ თუ არა საკუთარი ნათქვამის გამართლებას, მთავარი მოცემულ მომენტში საკუთარი მეორე მეს ფსიქოლოგიური ამაღლებაა, შემდეგ კი იწყება (ხშირ შემთხვევაში) სინდისის გამძაფრებული შეგრძნება, ფიქრი დაპირებების შესრულება – არ და ვერ შესრულებაზე და საბოლოოდ მეორე მესთან კი არა გარშემომყოფებთან ვმარცხდებით. მე შენთან,  შენ ჩემთან, სხვა სხვასთან..

ყველაზე დიდი ამბიცია მომცემულ მომენტში ალბათ ის მექნებოდა, რომ ახალ წლამდე ყველას ყველაფერი ეღიარებინა, ზუსტად 30 დღეში, სანამ საათის ისრები ბოლო წამებს დაითვლიდა, ყველას პატიების უნარი, აღიარების სასიამოვნო ემოცია კიდევ უფრო გაგვემძაფრებინა მაგრამ რა თქმა უნდა ესეც აბსურდია. ზუსტად მაგიტომ, “ამბიცია მექნებოდა” და სწორედ მაგიტომ არ მაქვს.

სულ ერთი სასაცილო სიტყვა მიტრიალებს ხოლმე თავში – კაზუალური.. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ უაზროდ, საიდანღაც ყურმოკრული სიტყვა ამეკვიატა მაგრამ მაინც რა მნიშვნელობა აქვს.. ამ უკანასკნელმა სიტყვებმა გამახსენეს სწორედ ჩემი დაბადების დღეც, ხოდა მართლაც რა მნიშვნელობა ქონდა მაშინ ყველაფერს. უბრალოდ სასაცილოა.

მას შემდეგ უკვე 11 კვირა და 5 დღე გავიდა. ისე, ესეც დიდი მაზოხიზმია მაგრამ ვიტან 🙂 ვცდილობ რომ ავიტანო.

მე უფრო ძნელი მეგონა მაგრამ მართალი ყოფილა –

რაც არ გკლავს ის გაძლიერებს-ო.

P.S …

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “კაზუალური

  1. შეუძლებელია ისე იცხოვრო რომ არ შეიცვალო, ადამიანს შენ გარშემო დატრიალებული მოვლენები გცვლის. მე ზუსტად ვიცი რომ ის აღარ ვარ რაც ერთი წლის წინ ვიყავი, ან თუნდაც ისეთი, როგორიც ბლოგის შექმნის დროს… ყველაფერი შეფასებას და გადაფასებას ექვემდებარება. ერთ დღესაც გაიღვიძებ და დადებული პირობის შესრულება მოგინდება, და თუ მკითხავ საკუთარ თავთან დადებული პირობის შესრულება ათმაგად უფრო რთულია. ერთი წლის მერე საკუთარ ნაწერებს რომ გადმოხედავ მიხვდები რომ თურმე გაზრდილხარ, თურმე ბევრ რამეს გაუძელი და მართლაც რომ ”რაც არ გკლავს ის გაძლიერებს”. წარმატებებს გისურვებ კახი, კიდევ უფრო მეტ სიძლიერეს და დიიდ დიიიდ წარმატებებს. 🙂

    • ხო, რა თქმა უნდა გეთანხმები მაგრამ ამას წინათ მეგონა, რომ დროთა განმავლობაში შემეცლებოდა დამოკიდებულება ქვეყნის რაღაცებზე, ადამიანებზე, თემებზე და ა.შ მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შევიცვლებოდი თვითონ მე, როგორც პიროვნება,ამას ვგულისხმობდი ცვალებადობაში.. :* როგორც ყოველთვის, პოსტის ტოლა კომენტარებით ნინაკა 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: