მეორე მხარე (რეალური და გამოგონილი)

მაგიური სიტყვებით – იყო და არა იყო რა.. და ჯადოსნური სათავგადასავლო ისტორიებით დღეს ალბათ ძნელია ვინმე გააოცო მაგრამ თუკი სადმე გაიჟღერებს სიტყვები – რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.. მაშინ რა თქმა უნდა მთელი გულისყურით ვინტერედებით და ეს უკანასკნელიც მაგნიტივით იზიდავს მკითხველს ან მაყურებელს..

ეს პატარა განსხვავება (თუმცა კი არც ისე პატარა) ძალიან პრიმიტიულად და ქვეტექსტად რომ დავტოვოთ, სულ სხვა თემა მაქვს მიზანში, რაც არც ისეთი ამორალურია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.. არც რომელიმე ჟანრს და სახეობას განეკუთვნება.. უბრალოდ პატარა ტანდემი, რომელიც იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე რეალური ფაქტები და “იყო და არა იყო რა-ა”..

Kakhi's World-art-beautiful-black-and-white-boyდა მაინც..

იყო და არა იყო რა.. პრეისტორიულ ხანაში (აი, ზუსტად იმ ხანაში, ჯემალ ქარჩხაძეს ნაწარმოებში რომ იდეალურად აქვს აღწერილი), სადაც ადამიანთა ემოცია მინიმუმის შკალით იზომებოდა, სადაც ფიქრები პირველ ნაბიჯებს დგამდნენ, სადაც იდე ფიქსის პირველი ნაპერწკალი აღვივდა, სადაც პირველად წარმოიდგინა ადამიანმა სხვა, არარეალური სამყარო გონებაში – რომ დაბადებულიყო სანგვინიკი და იგისთან ერთად ეცხოვრა, მაშინ მაინც ხომ გავიგებდით ბოლოსდაბოლოს ადამიანმა როგორ აღმოაჩინა სიყვარული?! მაგრამ ეს საიდუმლო მხოლოდ მეცნიერების მიერ აღმოჩენილ ზეზვამ და მზიამ იცოდნენ და სამწუხაროდ არ და ვერაფრის დიდებით ვერ გაგვანდეს.. მაგრამ ეს ისე, ზოგადად..

ახლა კი რეალურად რომ დავფიქრდეთ – ადამიანი ისეთივე კონკრეტული და ამოუცნობი ფენომენი დარჩა, როგორიც ზემოთ აღნიშნულ ხანაში იყო, პარადოქსია მაგრამ – განვითარდა და თან ამავე დროს ძველი იერსახეც არდაუკარგავს.. მე, შენ, ის – ისევ იმ ფარსის ელემენტები ვართ, რომლებიც ძალიან შორეულ ეპოქაში, ვიღაც თმაგაწეწილ ფილოსოფოსის კარნახით დაწერილი კანონებით – გამოგონილ კომედიაში თამაშობს ან/და დრაგიკომედიაში (და ეს ისე ხდება, რომ ადამიანი ვერც აღიქვამს, ვერცერთი ცნობიერების ზედაპირზე ვერ ამოყვინთა)

შეიძლება შენთვის ბუნდოვანია რასაც კითხულობ მაგრამ სულ 2 წამით რომ წარმოიდგინო – დავუშვათ, იმ ანტიკურ ხანაში, მათ შორის ბრძენს აღმოეჩინა და შესძლებოდა დამტკიცება, რომ მონატრება, სიძულვილი, ცრემლები, თამყორილ ყველა ამორალური საქციელი ისევე აბედნიერებს ადამიანს და ამაღლებს, როგორც ამ ყველაფრის საპირიპირო.. უბრალოდ წარმოიდგინე.. და გაიღიმე!!

Kakhi's World-black-and-white-cliff-jump-ocean-photographyრომ არა ფანატიკოსები, ათასწლეულის მანძილზე ადამიანი, ათი ათასჯერ შეიცვლიდა წარმოდგენას გრძნობებზე, მილიონჯერ გაუჩნდებოდა ეჭვები ცუდსა და კარგზე, მაგრამ რადგანაც დრომ შემოინახა ემოციები სწორხაზოვნად გაწერილი, დაბადებიდან შეგუებული ჩვილი იმ დარდს და ბედნიერებას ისე ზომავს როგორც მას ასწავლეს.. ამიტომ დოგმად ქცეული წეს-ჩვეულებები თავის ხიბლს არ კარგავენ..

შემდეგ კი გამოჩნდებიან ხოლმე “იგისნაირი” ადამიანები, განსხვავებულები, მაგრამ მათ უკვე კლდიდან არავინ ყრის, განვითარდით და დემოკრატია არსებობს (დემოკრატიაც ხომ თავისთავად ეს ევოლუციაა) სამაგიეროდ არ არსებობს არჩევანი და ის საგიჟეთმა ჩაანაცვლა, სადაც განსხვავებულებს – სადისტებს, მაზოხისტებს და ერთი სიტყვით და უხეშად რომ ვთქვათ გიჟებს ერეკებიან.. გიჟები კი ალბათ ევოლუციის დასაბამიდან, თავის მხრივ თავს წირავენ იმ სტერეოტიპების და ამოციური კანონზომიერების მსხვრევაში მაგრამ თუმცაღა რა თქმა უნდა დღემდე უშედეგოდ..

ყოველთვის არსებობს მეორე მხარე, ყოველთვის არსებობს ორი ახსნა, ყოველთვის შეგვიძლია მოვისმინოთ ან წავიკითხოთ იმის საწინააღმდეგო რასაც ვფიქრობთ.. და მაინც.. რეალურად – რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით მხოლოდ “იყო და არა, იყო რა-ს” ამბებია გადმოცემული..

ხო!! მე გავგიჟდი!! 😉

P.S ჯერ თუ არა, ცოტაც და გავგიჟდები..

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “მეორე მხარე (რეალური და გამოგონილი)

  1. M.M

    მომენატრა შენი პოსტები ❤

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: