სიცრუე სიბრძნისა

ერთხელ და სამუდამოდ ვაღიარებ, რომ ურთიერთობები ჩემი სტიქია არ არის. ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე მკაფიოდ იკვეთებოდა ჩემი საზოგადოებასთან ინტეგრაციის განსხვავებულებანი, როცა ნაცვლად თანატოლებისა ყოველთვის ჩემზე გაცილებით უფროსებთან ვმეგობრობდი, შეიძლება არადამაჯერებლად ჟღერს მაგრამ მათთან უფრო მარტივად ვპოულობდი უამრავ საერთოს და სასაუბრო თემას.

ალბათ ვინც მიცნობს და ამ პოსტს კითხულობს გაეცინება მაგრამ ღრმა ბავშვობაში ეზოში ომობანას და დაჭერობანას თამაში ნამდვილ სისულელედ მიმაჩნდა, დროდადრო ჩამოვყალიბდი და მივხვდი, რომ ეს არ იყო ნორმალური. ბოლოსდაბოლოს ჩემს სიახლოვეს ხომ თითქმის სულ ჩემი თანატოლები ტრიალებდნენ, მინდოდა თუ არა მათთან მაინც მიწევდა კონტაქტი, ბოლოს კი როგორღაც ეს კომუნიკაბელურობაც განმივითარდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, როგორც ყოველთვის ყველაფერს, ელემენტარულ კონტაქტსაც კი ერქმევა ურთიერთობის რომელიღაცა საფეხურის სახელი: უბრალოდ ნაცნობი, ახლობელი, მეგობარი და ა.შ

ჩემი ბავშვობის მემუარები იქით იყოს და ამ ბოლო დროს ისევ იგივე მემართება ხოლმე, ოღონდ გაცილებით გლობალური მასშტაბებით და უფრო აგრესიული (რბილად რომ ვთქვათ) აფეთქებებით. არადამაჯერებელი რომანტიკოსობა, მომაბეზრებელი – “მასხრობა” და ა.შ რომ დღევანდელი ახალგაზრდების დამახასიათებელი არსებითი შემადგენილი ნაწილია არავინ არ უარყოთ!! უბრალოდ აქვე არსებობს ერთი, ვისთვის უწყინარი და ვისთვის გამაღიზიანებელი, ბრძენთა გამონათქვამებში ყველაზე მრავალაზროვანი, ყველაზე მის აღმატებულება და ყველაზე დიადი გამონათქვამი – სხვების მოტყუება. ესაა ის რასაც მსოფლიო რომანტიკას ეძახის.. მართალია აღარ მახსოვს ვინ და როდის, რა სიტუაციაში თქვა მაგრამ ერთი-ერთში ასახავს ჩემს სათქმელს. სხვა შემთხვევაში, რეალურ ცხოვრებაში და მითუმეტეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას – ბრძენთა გამონათქვამებს არ დაუჯეროთ, მათი ფიქრები ყოველ ნაბიჯზე პარადოქსია.

უფრო მარტივად რომ გითხრათ, ის რაც ზოგიერთის თქმით მე მაკლია – ეს ის ფხა არის, რაც ადამიანს, პირდაპირი თუ ირიბი გაგებით – ააფერისტებს. როგორც ჩანს პირადპირობას, თანდათან, თაობებში ტაბუ ედება 🙂 ეს რა თქმა უნდა ხუმრობით (მაგრამ არც არის გამორიცხული). მართალია ვინც ბლოგს კითხულობს და ასე თუ ისე იცის, რაც მსურს ცხოვრებისგან და რის მიღებასაც ვცდილობ გაუკვირდება ჩემი ეს “უფხოობა” მაგრამ დამიჯერეთ – არასოდეს არ დაუჯეროთ სარკეს, მაშინაც კი როცა თავად იყურებით მასში 🙂

კარგით, კარგით – მოკლედ და კონკრეტულად დავწერ, კიდევ ერთი ბრძენის დახმარებით, რომელიც ასევე აღარ მახსოვს ვინ არის (ასეა, კვალი რჩება, ავტორს კი ივიწყებენ ჩემნაირები ;)) – ადამიანი ვერასოდეს მიხვდება იმას, თუ რა დიდი სერიოზულობაა საჭირო იმისთვის, რომ იყო მხიარული!!..    ჩემი სოლიდარობა მათ ვისაც ფხა არ გააჩნია

არადა ზოგს ვაფრთხილებდი კიდეც -ძალიან შევეცდები მაგრამ ჩემი იმედი არ გქონდეს-მეთქი მაგრამ “როცა ღრუბლებში დაფრინავს ადამიანი, მას რეალისტი დედამიწიდან ხმას ვერ მიაწვდენს-ო” (ესეც იქნება, აუცილებლად იქნება სადმე სიბრძნეთა კრებულებში, ან რაღაც ამის მსგავსი მაინც :დ)

P.S სულ სხვა რამის დაწერას ვაპირებდი და სულ სხვა რაღაც გამომივიდა, ესეც შენი ცენზურა და აზრთა სრული ანარქია..

P.P.S პოსტის წერა რომ დავასრულე ამ ლინკს გადავაწყდი და აი ისიც, თვალსაჩინო მაგალითი რასაც ამ “ბავშვობის მემუარებში” ვღაღადებ :დ

Kakhi's World

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: