წერილი მას (შენ)

წერილების წერა არ მეხერხება, მითუმეტეს უადრესატო წერილების

ხოდა წარმოგიდგენ, ვითომ შენ გწერ, შენც ვითომ დაიჯერებ იმას, რასაც წაიკითხავ და ამით ყველაფერი დამთავრდება, საბოლოოდ კი არაფერი აღარ იქნება ძველებურად, ანუ კარგად..

მე შენ, ხო, შენ მიყვარხარ.. აშკარად ცუდი დაწყებაა (მაგრამ მაინც არ წავშლი) არ იცოდი ხო?? არადა, იცოდი, ყოველთვის იცოდი, რომ მარტივი არ იქნებოდა შენი დავიწყება, ეს მეც ვიცოდი მაგრამ ამაში ახლა დავრწმუნდი. ვფიქრობ გავიხსენო რამე, რაზეც ორივეს გაგვეცინება და იმდენი ‘ერთი დღე’ მაგონდება, რომ მთელი ცხოვრება შემიძლია ვიჯდე და ვწერო.. Kakhi's World - black-and-white-boy-cigarette-dark-hairყოველ დილით, მობილურში ინსტიქტურად აკრეფილი ტექსტის წაკითხვის შემდეგ შენს ნომერს ვეძებ, ვეძებ რომ გამოგიგზავნო და შემდეგ პასუხს დაველოდო მაგრამ შენ ხომ არ არსებობ, აბა შენი ნომერი საიდან მექნება, ალბათ გეცინება იმაზეც თუ რამდენი ადამიანი გაიფიქრებს ამ ყველაფერზე “გაგიჟებულა ეს ბიჭიო”, ბოლოსდაბოლოს რა მნიშვნელობა აქვს ისინი რას იფიქრებენ.. მთავარი შენ ხარ, ან იყავი, ანდაც იქნები.. შეიძლება არადამაჯერებელია ის, რომ ერთს ვწერ და მეორეს ვაკეთებ მაგრამ ისევე მიცნობ შენ მე, როგორც მე შენ, იმდენივეჯერ გითქვამს ‘მაწანწალა ხარო’ რამდენჯერაც ფეხით, წვიმაში, თავიდან ფეხებამდე გალუმპული გამივლია ქუჩებში იმის მერე, რაც უადრესატო წერილების ჰობი დამჩემდა.. ვიცი, მაინცდამაინც გადასარევი წერილი არ უნდა იყოს მაგრამ, გახსოვს ერთხელ მითხარი, შენზე რომანტიკოსი ჯერ არავინ მინახია-ო, არადა ჩვეულებრივ არ ვარ რომანტიკოსი, მაშინ კი ისე მომეწონა ეგ იდეა, რომ ფრთები შევასხი და დღეს შეიძლება ეს წერილიც ერთ-ერთ მარგალიტადაც ჩაითვალოს, რომელიც რომანტიკოსს თუ არა, იმ ადამიანს მაინც დამამსგავსებს ვისაც შეუძლია ყველაფრისდა მიუხედავად, რამის შეგრძნება შემორჩენოდა.. ყველაზე ძალიან იმაზე მწყდება გული, რომ ჩემი რელსებით ვერ გატარე, ვერ ვიყავი შენზე ჯიუტი, ალბათ არც ახლა ვარ შენზე ძლიერი მაგრამ.. ხედავ?? არ არსებულიც კი გაგაძლიერე, აი, ასეთი მომწონხარ, ან მომწონდი, ანდაც მომეწონები.. მახსოვს ერთხელ აღტაცებულმა მითხარი ‘მე მივაგენი რა არის უსასრულო ამ ქვეყნადო’, ველოდებოდი პასუხს, რომ ეს ჩვენ ვიქნებოდით, ერთად(!!) მაგრამ ამაყად განმიცხადე ‘ციფრებიო’, მე დაგეთანხმე, ანდა რა უფლება მქონდა არ დაგთანხმებოდი, საბოლოოდ კი, რომ იცოდე, მე შენზე ადრე მივაგენი მაგ საიდუმლოს, უსასრულო სიყვარულია (ციფრებთან ერთად).. მე აღარ მეცინება, მე უბრალოდ ვიღიმი შენს გახსენებაზე, წარმოგიდგენ და როცა საკუთარ თავს ვუბრუნდები ვხვდები, რომ ღიმილი სახეზე მაქვს შემხმარი, თავს სულ ორი წუთით გამოვისულელებ და ვუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას.. მე ისევ ჩემთან მინდა რომ იყო, ან ხარ კიდეც, ანდაც იყავი..

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , | %(count)s კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

One thought on “წერილი მას (შენ)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: