ის მაინც არსებობს

გადაწყვეტილი მქონდა არაფერი დამეწერა მაგრამ ვერ გავძელი. სიგარეტს ბოლო ნაფასი ისე მოვქაჩე, ისე ჩავაქრე, მკლავები ისე ავიკაპიწე თითქოს სასიკვდილო განაჩენი გამომქონდა; ის ემოციები გავაღვიძე, რომლებიც მანამდე მე არ მაძინებდნენ და წერა დავიწყე..

ქუჩაში ხმაური, ხმაურში მელოდია, მელოდიაში მოგონება, მოგონებაში სიხარული, სიხარულის გამომწვევი მიზეზი, მიზეზი ერთადერთი, ერთადერთი და განუმეორებელი..

არ დავიწყებ შარშან ან შარშან წინ რა იყო, არ მოვყვები იმ დეტალებს, იმ წამებს და წუთებს, იმ გრძნობებს და მსგავს ათასჯერ გაგონილ რეალურ და ზოგჯერ არარეალურად ემოციურ ისტორიებს, უბრალოდ ბოლომდე ამოვიწურები. მერე რა რომ ჩემნაირი გიჟები ცოტანი არიან, შეიძლება მრავლადაც მაგრამ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა..

პირდაპირ, ლაკონურად, ზედმეტი ქარაგმების, გაფორმებების, მიკიბ–მოკიბვის გარეშე და ხმამაღლა მინდა გითხრათ, რომ ის მაინც არსებობს!!

ხო, ის ისევე არსებობს, როგორც დედამიწა მრგვალია, დრო უკან არ ბრუნდება და ა.შ. ის არსებობს ყოველთვის და ყველგან, ის არსებობს მაშინაც როცა არ იცი, როცა ვერ გრძნობ ან როცა გგონია, რომ ის არ არსებობს..

ადრე ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა: სიყვარული თუ სადმე არსებობს, ის ძალიან, ძალიან ცინიკოსი და ბოროტია–ო..

ნწუ, ეს ასე არ არის, ჭკვიანებიც ცდებიან ზოგჯერ, ზოგჯერ ბრძენი მეფეებიც იღებენ მცდარ გადაწყვეტილებებს, ზოგჯერ რომეომაც კი შეიძლება უღალატოს ჯულიეტას მაგრამ ჩემნაირი გამოუსწორებელი ოპტიმისტები იმიტომ არსებობენ, რომ ეს უცნაური ფაქტები გაამართლონ.. ჩვენთვითონ, ადამიანები ვართ დამნაშავეები და უბრალოდ თავს ვიმართლებთ იმით, რომ.. არა, მორალისტობა არ მინდა..

აი ის მომენტია, როცა სასაცილოდ საერთოდ არ მაქვს საქმე მაგრამ მეცინება, არც სიმწრის სიცილია და არც სიხარულის, უცნაური სიცილია, ისეთი გიჟსაც რომ შეშურდება და კლოუნს რომ აატირებს..

მართალია შეყვარებული არ მყავს მაგრამ მე კარგად ვიცნობ სიყვარულს, მე ვიცი ეს რას ნიშნავს, მე ვიცი როგორია, რა ფერი და სურნელი აქვს, როგორი ხმა, ღიმილი, ტირილი და ხასიათები აქვს, ვიცნობ მის წარსულს, ბავშვობას, ნათესავებსაც კი, მე ვიცი მისი საყვარელი კერძი რომელია, მე ვიცი მისი საყვარელი მელოდია, ფილმი, მწერალი, რეჟისორი და კომპოზიტორი, ვიცი რაზეც ოცნებობს და რაზეც ბრაზდება, ვიცი როდის უნდა აღიარო, რომ გაუხარდეს, ვიცი როდის უნდა უთხრა რომ გჯერა მისი, რომ გაიბადროს და ამაყად გითხრას: მე უფრო..

დამიჯერეთ, არ გატყუებთ, ის არსებობს.. გინდ სარზე მიმაბით და დამწვით – ის მაინც არსებობს!! ★

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , | 5 Comments

პოსტის ნავიგაცია

5 thoughts on “ის მაინც არსებობს

  1. ის არსებობსს!

  2. MAGARIAAAA (Y)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: