ჩემნაირებისთვის

ზოგადად ხომ ასეა, რასაც ყველაზე ძალიან ვუფრთხილდებით სწორედ იმას ვკარგავთ ხოლმე, ხოდა უკეთესად გაუფრთხილდით!! უკეთესად, რადგან დღეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი დავკარგე, კაცმა რომ თქვას დიდი არაფერი იყო იმ ამბებთან შედარებით რასაც და ვისაც უკავშირდებოდა, თუმცა მაინც ძალიან “გამიტყდა” (ეს ისე, მაგალითისთვის, ცხელ–ცხელი ნიუსებიდან) ხო და თქვენც ზოგადად, ყველას და ყველაფერს ისე გაუფრთხილდით, ისე, რომ არასოდეს დაკარგოთ!! 😉

ამისათვის: 1. არასოდეს მოადუნო ყურადღება; 2. არასოდეს მიიღო და გაატარო არასასიამოვნო ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ რომ კამათი აირიდო თავიდან; 3. ესაუბრეთ რაც შეიძლება მეტი მომავალზე, საერთო მომავალზე; 4. არ უთხრა ისეთი რამ რაც გულს ატკენს (მე მაინც იმ პრინციპზე ვარ რომ რაიმეს დამალვა ტყუილს სულაც არ ნიშნავს); 5. არასოდეს უთხრა პირდაპირ, დაუფიქრებლად და გადაჭრით, რომ მასთან უბედური ხარ (ნუ მაინცდამაინც თუ მართლა უბედური ხარ, ამ სიტყვებს მაინც ნუ ეტყვი); 6. ეჭვიანობა კარგია, თუმცა დამეთანხმებით, გადამეტებული არაფერი ვარგა; 7. არასოდეს გადაუხადოთ სამაგიერო (მობილურის გათიშვით და ა.შ, ნუ დავწვრილმანდებით) 8.  იყავი კარგი მსმენელი (ხშირ შემთხვევაში იმაზე უკეთესიც ვიდრე რეალურად ხარ); 9. არასოდეს ისაუბრო ყოფილებზე და მათთან გატარებულ რომანტიულ თავგადასავლებზე; Kakhi's World-black-and-white-funny-lost-meდა ბოლოს 10. არასოდეს წაუყენო ისეთი ულტიმატუმი, რომელზეც შესაძლოა მან არასწორი არჩევანი გააკეთოს და უაზროდ შეცდეს – გამომდინარე აქედან დაკარგო 😛

მართალია, ახლა ყველაფერს თითქოს მარტივად უყურებ, ხო მაგრამ როცა ჩემნაირები ყოველთვის კარგავენ, კარგავენ და ჭკუას მაინც ვერ სწავლობენ, სხვა გზა აღარ რჩებათ, ყველაფერს მაქსიმალურად ამარტივებენ და საკუთარ ჩარჩოებში ათავსებენ, შემდეგ მას დაჰყურებენ ამაყად და “ვითომც არაფერი” მიმიკით იგონებენ ისტორიებს, რომლებიც ერთ დროს უსასრულობად მიაჩნდათ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო –

უბრალოდ გაუფრთხილდი და არ დაკარგო ის რაც შენთვის ძვირფასია.

P.S თუ ამ პოსტის დასასრულს გაიფიქრე –თუ წასასვლელია წავიდეს–ო, მაშინ ეს პოსტი შენ არ გეხება!!

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: