გაიღიმე:)

პირველად თუ არა, დიდი ხანი მაინც იქნება ნასვამ მდგომარეობაში პოსტი არ დამიწერია, დიდი განსხვავება არც არის, მაინც იმავეს დავწერ რასაც ფხიზელი მაგრამ თუ შეცდომები გამეპარა -ეგ არაფერი 🙂

რამოდენიმე დღეა ლუდს ვწრუპავ (ზოგჯერ დიდი რაოდენობითაც. არა, რა თქმა უნდა საჭესთან არ ვჯდები) მაგრამ ვერავინ მამჩნევს, საერთოდ ვერავინ.

იმის მიუხედავად, რაც არ უნდა ბევრი ვიწუწუნო, მაინც მარტივი ყოფილა საკუთარი თავის მასაზე გათვლა და კონტროლი. როგორ შეიცვალა დამოკიდებულება ამ 2 წელიწადში. ადრე მასას ვათამაშებდი, ახლა მე ვცდილობ ავყვე მათ რიტმს, ეს ისე, გაუცნობიერებლად მაგრამ არ/ვერ ვხედავ დიდ პრობლემას ამაში, დავემსგავსო რიგითს, დიდი ამბავი, მე ხომ ვიცი რომ ეს დროებითია 🙂 გაიღიმეთ!! სერიზული სახეებით არ წაიკითხოთ პოსტი, უბრალოდ მომღიმარმა სახეებმა მინდა გაავსოს ბლოგი, იმიტომ რომ დამიობდა და დღეს გაუქმებასაც ვაპირებდი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გადავიფიქრე, თუმცა მასწავლეს ეს როგორ ხდება და მეც ალბათ ოდესმე მივხვდები როდის დადგება საბოლოოდ ეს დრო.. მახსოვს ბლოგი რომ იუბილარი იყო, თითქოს ჩემი დაბადების დღე იყო, მაშინ სხვა დრო იყო, ძველები მიხვდებიან, ან სხვა თუ არაფერი -ბიენჯელები მაინც 😛 ხო და ის ენთუზიაზმი მოაკლდა ყველას, ყველას და ყველაფერსაც დაეტყო.. არა, არაფერს ვაბრალებ და არც არაფერს ვიხსენებ, თორემ იმდენი ვინმე და რამე მაქვს გასახსენებელი, მაინც იმ ერთადერთ წერტილს დავუბრუნდები, მე კი ახლა იმ დგომარეობაში ვარ, რომ თუ ამოვქოქე ალბათ უამრავ შეცდომას დავუშვებ (გრამატიკულთან ერთად)

უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაფერი ხუნდება, რაღაცები და ზოგჯერ ვიღაცებიც იცვლებიან, ან ვიცვლებით, ნუ რა მნიშვნელობა აქვს, არაფერს ვიძახი ახალს, ეს ყველამ კარგად ვიცით, ისევ იმ წერტილს დავტრიალებ და მოდი სხვა აბზაციდან გავაგრძელებ 🙂 გაიღიმე!!

Kakhi's World-art-black-and-white-great-maskღიმილი ერთადერთი საშუალებაა შესანიშნავად, ძალიან კარგად, თავაზიანად დამალო უხერხულობა, უხერხულობა მაშინ როცა ქუჩაში ძალიან შორიდან მოკრავ თვალს და ფიქრობ: იქნებ ისიც მაშინ გიყურებდა როცა იდიოტივით იცინოდი და თან რაც მთავარია მობილურზე ლაპარაკობდი 🙂 უახლოეს მეგობარს უყვებოდი რაღაც სისულელეს და ზუსტად მაშინ ჩაგცდა გვერდით, ახლა კი დგახარ კიდევ უფრო დიდი იდიოტივით ვიდრე მაშინ იდექი შუა ქიჩაში. აიი, ზუსტად ათიანში გავარტყი და ზუსტად რაც არ მინდოდა ის დავწერე (მაგრამ მაინც არ წავშლი, ცუდად მაქვს დაცდილი :D) გაიღიმე!!

გაიღიმე და არასოდეს, არაფრის არ შეგეშინდეს, თამამად გადადგი ნაბიჯები, მყარად იდექი და რაც მოხდება მოხდეს, მაგის დედაც ჯეკ, მე ვის ვეუბნები თორემ.. 🙂

გაიღიმე!! შენ მაინც გაიღიმე, თორემ მე საერთოდ, საერთოდ არ მაქვს სასაცილოდ საქმე, ნუ სხვა კონტექსტში ალბათ კი, მაქვს, და თან როგორ 🙂

არა, რადგან დიდი ხანია პოსტი არ დამიწერია, პირდაპირ ჩემს პრობლემებს არ მოგახვევთ თავს, უბრალოდ გაიღიმეთ!! როცა არ გეღიმე მაშინაც გაიღიმე, როცა ნერვიულობ ან განიცდი -ღრმად ჩაისუნთქე და გაიღიმე, შორიდან სულელურად ჟღერს მაგრამ მოცემულ მომენტში ასწორებს, ისეთი კაიფი აქვს როგორც ატრაქციონზე რომ ზიხარ და დიდი სიჩქარით დაბლა მიექანები.. ხო და სწორედ მაშინ გიშველის 🙂

სიმართლე გითხრათ აღარ მახსოვს რატომ დავიწყე წერა და რისი თქმა მინდოდა კონკრეტულად მაგრამ მივხვდი, რომ ძველი, პატარა, ერთმანეთთან ახლო და აქტიური “ბლოგოსფერო” მომენატრა, ალბათ იმის ბრალიც არის რომ მეგობარს გავუხსენი ვორდპრესი და გამახსენდა ჩემი სულ მთლად ახალთახალი სივრცე, უბრალოდ შემდეგ მე დავაბინძურე ჩემი არეული აზრებით, ზოგჯერ ჩამოყალიბებელიც, ზოგჯერ მომაბეზრებელიც და ამიტომ ბოდიშს გიხდით, თითქმის აქტიური აღარ ვარ, არც გამიკვირდება რამდენიმე დღეში დაფიქსირებულ მკითხველთა რიცხვი თუ არ მიაღწევს პიკს, უბრალოდ, როგორც იტყვიან, ჩემს ჭიას გავახარებ 🙂 ვააახ. დრო მინდა რომ ბრუნდებოდეს უკან, დრო კი არა, უბრალოდ ის მომენტები ნმეორდებოდეს, რომელმაც ასე ძალიან შემცვალა.

ხო, აი სულ ამის თქმა მინდოდა!! 🙂 გაიღიმე!!

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “გაიღიმე:)

  1. Just keep smiling 😉

  2. რატომ უნდა გააუქმო ბლოგი, თუნდაც ოდესმე, რას გიშავებს თუ არაფერს გიკეთებს 🙂 აქსიომას ბლოგი აღარ აქვს და ერთხელ გადავიკითხავ-თქო შევედი და რასაც ქვია ელდა მეცა :/

    პ.ს აქ სწორედ “შენი აზრებით დაბინძურებული” პოსტების ნახვა გვინდა ❤

    • კანიბაალ ❤ ხო, მხოლოდ აქსიომამ არა, კიდევ ბევრმაც გააუქმა -_- ცოტა ხანი კიდევ ვიქნები და მერე ვნახოთ 🙂 ნუ, როგორც თქვენი მკითხველი მაინც ყოველთვის ვიქნები :* მადლობა

  3. Nikolozi

    წერა არ შეწყვიტო საინტერესოა გააგრძელე! იქნებ ერთხელ ფილმიც კი გადავიღოთ ^_^

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: