ქაოსი, ანარქია, “ბედლამი” და მე

ერთი დიდი დრაფტი წავშალე, ცხელი ზაფხულის ისტორიებით, დღემდე ბლოგზე დაუწერელი ამბებით და საკუთარ თავში ძრომიალით რომ იყო აწყობილი მაგრამ ბოლო წერტილის დასმისას მივხვდი – ისევ ილუზიებს ვეპოტინებოდი და შევეშვი. მოკლედ, ლაკონურად რომ გადმოვთარგმნო ის, რაც იმ პოსტში ეწერა, ალბათ ასე იკითხება:

არ ვეთანხმები (ზოგჯერ) რომ წამია წუთისოფელი. არ ვეთანხმები იმ აზრსაც, რომ ადამიანები თვითონ ვქმნით საკუთარ ბედს, ალბათ იმიტომ რომ უამრავმა ადამიანმა განაპირობა ის, რომ დღეს საგრძნობლად შეცვლილი ვარ. ეს ლოგიკურიცაა მაგრამ ერთ დეტალს ვერ გადავახტები – უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, ვერ ვხვდები. ადრე თუ შემეძლო რაიმეს ან ვინმეს მიმართ კეთილდამოკიდებულება ბოლომდე შემენიღბა, დღეს უკვე ვფიქრობ რომ დროის უაზროდ კარგვაა, ყველაფერი ხომ ადრე თუ გვიან მაინც უბრუნდება ხოლმე თავის კალაპოტს. ასე რომ თამამად შემიძლია ვთქვა: შეიძლება მე დედამიწაზე ყველაზე დიდი მატყუარაც კი მიწოდოთ. მომიტყუებია, მიღალატია კიდეც, განზრახ გულიც მიტკენია სხვისთვის, მოკლედ არ ვარ იდეალური, თუმცა ყველაფრისდა მიუხედავად მე მაინც ბედნიერი ვარ, ჩემებური ბედნიერებით, ამას ალბათ უმრავლესობა ვერ მიხვდება, ეს არის ბოლო ხმაზე ღრიალი, დაცლა, უემოციოდ წოლა სიჩუმეში და სივრცეში (ცოტა უცნაური შედარებებია მაგრამ..). რომ მკითხოთ -როდის ვიყავი ყველაზე ბედნიერი, ალბათ გამიჭირდება პასუხის გაცემა, იმიტომ რომ არ ვიცი კონკრეტულად რა მაბედნიერებს, რამ შეიძლება მაიძულოს ზემოთ აღნიშნული დამახასიათებელი სიმპტომების ქვეშ ყოფნა. ეს რომ ადრე გეკითხავთ ჩემთვის, ალბათ როგორც ყველა, მეც ბანალურად გიპასუხებდით: ყოველი მზის ამოსვლა ბედნიერებაა და ა.შ ბლა ბლა ბლა.. სასაცილოა..) მაგრამ რეალურად ბედნიერება -ეს ის არ არის რაც ცხოვრებაში ყოველ დღე შეგიძლია განიცადო, ამას კიდევ უფრო დიდი დამსახურება ჭირდება, ვიდრე მხოლოდ ალიონზე მომღიმარი, გაბადრული სახით დგომა და კაშკაშა მზესთან შეგებებაა. მოკლედ, ბევრი რომ აღარ ჩავიციკლო ბედნიერებაზე, უბრალოდ გეტყვით რომ მე ყოველ დღე (რაღაც) მიხარია, თუმცა გაბედნიერებით ნწუ. არ ვარ პესიმისტი თუმცა ოპტიმისტობაც მოიკოჭლებს ხოლმე ხანდახან, ვრეალისტდები და ეს მომწონს, აი სწორედ ეს შეიცვალა ალბათ ჩემში. მეგობართან საუბრისას, 2 წელი რაღაც ფენომენალურად ვახსენე, როგორც დიდი მოვლენა, როგორც ყველაზე დიდი აფეთქება, საიდანაც დაიწყო დროის ათვლა და რომელმაც გარდატეხა მოახდინა განვლილ პერიოდზე. რეალურად კი ეს 2 წელი არ არსებობდა, რაც უფრო ვფიქრობ ამაზე, მით უფრო მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ უბრალოდ ზოგჯერ რაღაცებს ვაბუქებ, თვითონ ვქმნი ხოლმე წარმოსახვით ილუზიებს და მერე თვითონვე მჯერა იმის, რაც იყო ან არ იყო. მოკლედ, ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი ვატყუებ. მაგრამ რაც არ უნდა ორად გავიხიო, მაინც უნდა დავწერო სიმართლე: რომ არა ის ერთადერთი დღე, დღეს არ მომიწევდა ამ ორი წლის ხსენებაც კი და ჩვეულებრივ შეერეოდა დანარჩენ 19 წელიწადს. იმ კონკრეტულ დღეზე კი, რაც უნდა სასაცილო იყოს, არაფერი მაქვს მოსაყოლი. ჩვეულებრივი, თითქოს არაფრით განსხვავებული დღე იყო, უბრალოდ მაშინ დაიბადა განსხვავებული პირველი აზრი, პირველი განსხვავებული დამოკიდებულება და შემდეგ ანალიზი იმის, რომ რაღაცებში ვცდებოდი, განსაკუთრებული არაფერი, თუმცა ეს მხოლოდ პრიმიტიული დასასწყისი იყო.. ძალიან ბევრჯერ შევმცდარვარ ადამიანში, ძალიან ბევრჯერ მიმიცია ერთი შანსიც და უამრავჯერ მიპატიებია კიდეც მაგრამ სამწუხაროდ მთავარი ის არის, რომ ძალიან ხშირად ეს დიდს არაფერს არ ცვლის ხოლმე, ეს უბრალოდ ადამიანურობის, შინაგანი დანაშაულის გრძნობის გამოსასყიდია და არაფერი მეტი. არ არსებობს ბოლო შანსის გამართლება -არ არსებობს!! არსებობს მხოლოდ სინანული და მწუხარება, თვითგვემა იმის, რომ შესაძლოა ზოგჯერ სწორადაც მოვქცეულიყავით, შესაძლოა ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებთ, ვიდრე რეალურად გვერგება ხოლმე და ა.შ ბლა ბლა ბლა.. ამ თვითგვემის ბოლო კი ოცნებებია “ნეტავი შემეძლოს დროის უკან დაბრუნება”.. არასოდეს მიყვარდა ამ კითხვას რომ მისვამდნენ მაგრამ მაინც შინაგანი სიამაყით ვპასუხობდი ხოლმე, რაც ზოგჯერ სულ მცირე თვითდაჯერებულობას მმატებდა: “არ მინდა დროის დაბრუნება”. შემდეგ ყოყმანით ვუმატებდი “ჩემთვის საკმარისი იქნებოდა, რომ ნმეორდებოდეს და არა ბრუნდებოდეს” ბევრი ამ ორს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავდა მაგრამ არც ვთვლიდი საჭიროდ, რომ ყველას გაეგო რას ვგულისხმობდი.. ზოგადად ყველას ხომ საკუთარი ხედვა და აღქმა გვაქვს, აი ეხლაც, მე ვწერ ჩემთვის საინტერესოს, აქამდე თუ მომყევი ე.ი შენც მგავხარ მაგრამ წარმოიდგინე რამდენს დაეზარება ამ პოსტის ბოლომდე წაკითხვა?? ..) მარტივად, აი ამ ხედვას ვგულისხმობ.. აუ აუ ისე წავედი ვინმეს გეგონებათ ნამდვილი კაეშანი ვიყო მაგრამ მაგნიტივით მიზიდავს და მხიბლავს ხოლმე ის აზრი, რომ შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი, ვინც უბრალოდ ყველაფერში უპირობოდ დამეთანხმება..

P.S და ეს მხოლოდ ლაკონურად..) კიდევ ბევრი დამიგროვდა დასაწერი, ზოგადად და კონკრეტულად!! მაგრამ ამჯერად აქ დავასტოპებ..) მიხარია ბლოგზე კიდევ ერთი გაფართხალება ❤

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “ქაოსი, ანარქია, “ბედლამი” და მე

  1. დავფიქრდი, როდის ვიყავი ბოლოს ბედნიერი და ვერ გავიხსენე.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: