მე იქ დავბრუნდი, სადაც ოდესღაც ვიყავი

დილის შვიდი საათია დაწყებული, გარეთ ძალიან წვიმს და მეც, როგორც ყოველთვის გამთენიისას გაჭედვები დამეწყო, უფრო სწორედ განმიახლდა, რამდენი ხანია თითებს სიმწრით ვატკაცუნებ, ნერვიულად გადავათამაშებ კლავიატურაზე, ავაჩხაკუნებ და მერე ისევ წავშლი ხოლმე, ასე გრძელდება უკვე თვეებია და ვერ ვბედავ საბოლოოდ წერას იმაზე, რაც ყველაზე ძალიან მინდა. შიში – აი ეს არის მიზეზი და არა დეპრესია (როგორ არ მიყვარს ეს სიტყვა) შიში იმის, რომ სათქმელს გასაგებად ვერ დავწერ და უარესად გავართულებ ყველაფერს, სიმართლე რომ ვთქვათ არც არაფერს გავართულებ იმიტომ რომ აღარც არაფერია, რომ გართულდეს. ნუ მოკლე, ძალიან რომ არ დაგაბნიოთ პირდაპირ დავწერ და სულ არ მაინტერესებს ვინ, როდის, რა სიტუაციაში და როგორი ფორმით და კონტექსტში ამომიქექავს ამ პოსტს!! პირდაპირ დავწერ და სულაც არ მიტყდება იმის აღიარება, რომ ერთ დროს ძალიან განებივრებული, ეხლა უკვე დილით, გამთენიისას, საკუთარს თავს ვესაუბრები. და იცით რა არის საინტერესო?! ის რომ უფრო და უფრო ვრწმუნდები იმაში რომ სხვა დანარჩენ ყველაფერთან ერთად, ყველაზე დიდი ეგოისტიც ვარ, ხო და კიდე მშიშარაც!! შეიძლება ამით ძალიან “ვაკნინებ” საკუთარ თავს და არ არის ეს სწორი საქციელი, თუმცა საკუთარ თავთან უკვე შევთანხმდი, რომ დედამიწაზე მხოლოდ ორად ორ ადამიანს აქვს უფლება ყოველ დილით შემახსენოს, რომ მთელს დედამიწაზე უკანასკნელი იდიოტი ვარ, აქედან ერთ–ერთი მე ვარ, მეორე კი ალბათ ფიზიკურად ვერ შეძლებს, თუმცა მისი სადღაც არსებობა მაინც ახერხებს ხოლმე ამას. ეს ბოლო ცოტა უცნაურად და ცუდად ჟღერს მაგრამ სწორი ფორმა ვერ ვუპოვე. ძალიან პესიმისტურად რომ არ გამომივიდეს იმასაც ვიტყვი ეს ხელს არ მიშლის, უკვე შევეჩვიე და მივხვდი, რომ ცხოვრება არასოდეს არ უნდა დაგეგმო, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა ხოლმე და თუ ცხოვრებას თავის ნებაზე მიუშვებ, მაშინ საკუთარი თავის გასამართლებელი არგუმენტებიც ოხრად გექნება და სხვა თუ არაფერი ერთადერთ ადამიანს მაინც ამოიჩემებ იმისთვის რომ დააბრალო მას შენი არასწორი ნაბიჯები. ახლაღა შევამჩნიე, რომ აბზაცებით წერას გადავეჩვიე, ალბათ იმიტომ რომ აბზაცისთვის შესაფერისი ახალი და საინტერესო აღმოჩენები ჯერ არ გამიკეთებია, ეს რაც ზემოთ დავწერე გადატკეპნილი სიტყვებია და აღარ მინდა წყლის ნაყვა, აღარ მინდა იმაზე ფიქრი –ჩვეულებრივ ასეთ დროს რას ვაკეთებდი ადრე. ძალიან, ძალიან აღარ მინდა იმაზე ვიფიქრო რა იქნება მომავალში ამ დროს. მინდა უბრალოდ წამის დახამხამებაში გადიოდეს დრო. შიში ტყუილად არ მიხსენებია, მეშინია იმის რომ ის სხვა აღარავისთან აღარ განმეორდება რაც იყო, არ მინდა იმ ყველაფრის შეცდომის ჩარჩოში ჩასმა იმიტომ რომ ეს არ იყო ტყუილი, ეს უბრალოდ რაღაცების იმ დონემდე გაიდეალება იყო, რომ ზღვარი ვეღარ შევნიშნეთ. ეს ის მომენტი იყო, ძალიან ლამაზ პეიზაჟს რომ ერთადერთი, პატარა, უშნოდ დამჭკნარი ყვავილების ბუჩქი აფუჭებს. თავისთვის, ძლივს შესამჩნევად, სურათის კუთხეში რომ არის მიმალული და ნერვებს გიწიწკნის მისი იქ არსებობა. შიშს ისევ გადავუხვიე თუმცა რაც არ უნდა იყოს, როგორი აუტანელიც ალბათ მე ეს დავიმსახურე. სეზონის დადგომისთანავე წინასწარ ვხვდები, რომ ახალი სახეების, სახელების, ადამიანების გაცნობა მომიწევს და შიში იმის, რომ ის ამასობაში შესაძლოა გადამავიწყდეს არ მასვენებს.. ისევ დილაა, ისევ ის დროა, ისევ ისე წვიმს, მე ისევ პოსტს ვწერ და თითქმის არაფერი შეცვლილა, ისევ იქ დავბრუნდი სადაც ოდესღაც ვიყავი, აი სად ვარ?! მაგასაც როგორმე გავარკვევ და შემდეგ პოსტში გეტყვით.

P.S მე ეს არ მინდოდა. ზუსტად ვიცი, რომ მე ეს არასოდეს არ მდომებია.

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: