ძველი პოსტები

ჩემს ძველ პოსტებს ვკითხულობდი, მერე კიდევ უფრო ძველებსაც გადავალე თვალი და საკუთარ თავზე ვიცინოდი, გულით დავცინოდი, მთელი ხმით დავცინოდი საკუთარ თავს და ბოლოს გამიტყდა, მაგრად გამიტყდა რომ ოდესღაც ასეთი სასაცილო ბავშვი ვიყავი 🙂 უცებ ყველა პოსტის ერთიანად წაშლა და ხელახლა გადაწერა მომინდა მაგრამ რა აზრი ექნებოდა მაშინ ბლოგის არსებობას. პრინციპში არც ახლა აქვს აზრი, იმიტომ რომ დასაწერი მაინც აღარაფერი მაქვს, საერთოდ აღარაფერი. მკითხველიც.. – რომელი მკითხველი?? აღარც მკითხველი ყავს ბლოგს და აღარც აქტიური პატრონი, აესე დარჩა ინტერნეტ სივრცეში გამოკიდული, ოდესღაც არსებული მზრუნველი პატრონის იმედათ, რომელიც ათასში ერთხელ თუ შემოიხედება და მხოლოდ იმიტომ რომ ნახოს ისევ ცოცხალია ვორდპრესი თუ გაუქმდა.

კი დავწერე რომ დასაწერი არაფერია მეთქი მაგრამ ბარემ ნიუ პოსტის ტაბია გახსნილი და თუ ნამუსზე აგდებაა – ბოლომდე ავაგდებ საკუთარ თავს 🙂 რამდენიმე კვირაში ბლოგი 4 წლის გახდება და მოვლენებს დავასწრებ. ვიტყვი რომ ბლოგმა ბევრი ვინმე და უამრავი რამეც მომცა. ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო (ბევრიც იმავე მიზეზით დამაკარგინა), უამრავი კარგი დღეები გამატარებინა და ძალიან ბევრი ღამეც გამათენებინა 🙂

ვკითხულობდი პოსტებს და თითოეული მომდევნო პოსტის ბოლოს ვხვდებოდი თანდათან როგორ ვიზრდებოდი, როგორ ვსწავლობდი და როგორ ხდებოდა 16 წლიდან ჩემი გარდატეხა 🙂 ძალიან დიდი დრო გასულა, ვერ ვიტყვი რომ გუშინდელი დღესავით მახსოვს ბლოგის გახსნის დღე მაგრამ ის კი დანამდვილებით მახსოვს საკუთარ თავზე წერას ნამდვილად არ ვაპირებდი. ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ რაც რამე მნიშვნელოვანი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი აქ იწერებოდა, თავისდაუნებურად!!

ბლოგმა გამაცნო უამრავი (მათგან ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი) ადამიანი

ბლოგმა საბოლოოდ გადამაწყვეტინა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი

ბლოგმა დამაჯერა საკუთარ თავში (ეს ისე, ხატოვნად რომ ითქვას, თორემ აქვს ამას სხვა ქვეტექსტები და მეზარება ახლა ამაზე ყურადღების გამახვილება)

Kakhi's Worldდა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბლოგმა მასწავლა ძალიან, ძალიან ბევრი რამე. მაგალითად ის, რომ ადამიანები დროსთან ერთად იცვლებიან და ოდესღაც ყველაფერი მთავრდება.

16 წელი, ისეთი ასაკია, როცა რაღაცებს ეჭიდები და სწავლობ, ფიქრობ და აანალიზებ ყველა მომხდარ მოვლენას, უღრმავდები და ახარისხებ, პოულობ, კარგავ, ეძებ და ისევ პოულობ, მერე ისევ კარგავ და არ იუღლები, 4 წელი კი საკმარისი აღმოჩნდა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ყოველი ბოლო პოსტის წერისას ბლოგის გაუქმებაზე ვფრიქრობ და მგონი ახლო მომავალში დადგება ეგ საკითხიც დღის წესრიგში 🙂 მოკლედ რომ დავწერო, თითოეული მკითხველი, თითოეული ვიზიტორი, რომელიც რომელიმე დამოკიდებულებაში მეთანხმებოდა, ან არ მეთანხმებოდა, ძალიან მიყვარხართ. ვკითხულობდი ძველ პოსტებს და ბოლოს ბევრი კომენტარი მხვდებოდა ისეთი, რომელიც ვფიქრობ მაშინ ძალიან გამომადგა მაშინ და მადლობა ამისთის თქვენ.

მართალია ზოგჯერ ძალიან ბევრი რამ და ვინმე მენატრება ხოლმე მაგრამ დამიჯერეთ, დროსთან ერთად მართალაც ბევრი რამე და ვინმე იცვლება 😉

ჩემთან სიახლეებია, თან ძალიან ბევრი მაგრამ ამ ყველაფერს თავს ერთად მოვუყრი (თუ შევძელი) და ისე დავწერ, იმიტომ რომ ზოგჯერ მეც ვერ ვხვდები რას უნდა შევხედო სერიოზულად და რა არასერიოზულად აღვიქვა 🙂 იმედია ბლოგისთვის მე-4 დაბადების დღის მილოცვა არ დამავიწყდება, შარშანდელივით ❤

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “ძველი პოსტები

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: