დროში გაყინული ადამიანები

როცა ფილმს უყურებ, თან მითუმეტეს ძალიან ნაცნობ სიტუაციას, გრძნობ მსახიობის ემოციას და წინასწარ ხვდები, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად მაინც კრახით დამთავრდება ყველაფერი, მელოდიაც რომ ხელს უწყობს ყველა იმ წამის დრამატიზებას და საბოლოოდ ისე გებნევა ყურადღება, რომ ფინალიც კი შეიძლება გამოგეპაროს – ბევრ რამეზე ფიქრდები და უამრავი რამე გახსენდება..

(თითქმის) 21 წლის ვარ 🙂 და მგონი უკვე ჩამოვყალიბდი და გავიაზრე ყველა ის ამბიცია, რასაც ცხოვრებაში მინდა მივაღწიო. სირცხვილი იქნება საკუთარ თავზე ისე ვისაუბრო, როგორც უცხოზე მაგრამ ცოტა ხნით რომ გვერდიდან შევხედო მას – ალბათ შემეცოდება, იმიტომ რომ მას გონია რომ ბედნიერია, უფრო მეტიც – დარწმუნებულია, თუმცა ისეთი დამაჯერებლობით ფიქრობს ამაზე და ისეთი ზუსტი არგუმენტები მოყავს, რომ ალბათ მეც კი დავიჯერებდი. თუმცა ფაქტია – რომ ის არ არის ბედნიერი და სავარაუდოდ არც არავინ არის ვინც რამეს შეცვლის, ნუ შეიძლება იყოს კიდეც მაგრამ არც მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა.

რატომ?? იმიტომ რომ (როგორც ერთი ადამიანი ამბობს მასზე – და მართალია) მოსწონს მისი ეს მდგომარეობა, ხარაკირისგან ოდნავ განსხვავებული, ფსიქოლოგიური მდგომარებაა 🙂 ალბათ ხვდებით, მისი ძალიან ახლოს გაცნობა რომ არ არის ნორმალური საქციელი, რადგან სწორედ მაშინ როცა სხვებს ასწავლის ჭკუას და რჩევებს აძლევს, თვითონ ვერ მოუწყია პირადი ისე, როგორც მას უნდა.

არ მესმოდა რომ ამბობდნენ “საკუთარი თავი ჯერ ვერ მიპოვიაო” და სასაცილოდ არ მყოფნიდა ეს ფრაზა, რაღაც დრამის პიესას უფრო უხდება ვიდრე რეალურ სამყაროს მაგრამ როცა ყველაფერი ნმეორდება და შენ ამას საკუთარი თვალით უყურებ, გიჩნდება სურვილი რაიმე შეცვალო, სხვისი ან სხვების დახმარებით. ქეთა ალბათ გახსოვთ, ადრე გიყვებოდით მასზე; მან დამარწმუნა, რომ ყველაფერი უნდა გავრისკო, ბოლოსდაბოლოს უნდა ვცადო მაინც. დიდი ხანია მეც ასე ვფიქრობ და მჯერა მაგრამ ფიქრი ერთია – გამბედაობა კი მეორე.

(თითქმის) 21 წლის ვარ 🙂 და ზოგჯერ იმის გამბედაობაც არ მაქვს, რომ ვაღიარო – ჩემი ბრალია, რომ მე დავაშავე და მე გავაფუჭე ყველაფერი. სხვა, პარალელურ სამყაროში ალბათ ვიტყოდი “მერე რა, დრო ყველაფერის მკურნალია, ვის არ მოსვლის მეთქი” მაგრამ ეს ის სამყაროა, სადაც მხოლოდ ის ადამიანები უშვებენ შეცდომებს, რომლებიც უკეთესის ძიებაში საუკეთესოს კარგავენ. დაკარგვა ერთია – დანარჩენი მთელი ცხოვრება კი მეორე.

ვიცი რომ ბევრი ვერ მიხვდება და მგონი ბოლომდე ვერც მე ვხვდები რას ნიშნავს იყო მარტო და ამ დროს სულ არ გრძნობდე იმას, რომ მარტო ხარ. არა, ხვდებოდე რომ მარტო ხარ მაგრამ გრძნობდე, რომ არ ხარ უდაბნოში დაკარგული შავი აბორიგენი 🙂 ხვდებოდე რომ მუზა, რომელიც რაიმეს კარგად შესრულებაში გეხმარებოდა – ოდესღაც სულიერი იყო, ახლა ინსტრუმენტების ნელი და ზოგჯერ მომაბეზრებელი ჟღარუნია (ისიც შეიძლება მხოლოდ მაშინ გაგახსენდეს, როცა გჭირდება, თუ არადა ±კვირა არ გაგახსენდება მისი არსებობა) მაგრამ გრძნობდე, რომ ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა.

მიუხედავად იმისა, რომ ის იქ დაბრუნდა, სადაც ოდესღაც იყო – მაინც ყველაფერს სიფრთხილით ეკიდება. ვუყურებ და მესმის როგორც იძახის და ჯერა რომ ყველაფერი გამოუვა მაგრამ ძალიან სუსტია ამისთვის. სიბრალული კი არაფერს შველის, დახმარებით კი იმდენად ცივი ვარ, რომ მიუხედავად იმისა ვიცი რაც უშველის მას – სურვილიც არ მიჩნდება რაიმეს გაკეთების 🙂 ან უბრალოდ არ მინდა საკუთარი თავი გამოვიჭირო იმაში, რომ მას ვგევარ – რაშიც აბსოლიტურად მართალი ვარ.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო. მე ზუსტად ვიცი სად არის ამ შემთხვევაში “ძაღლის თავი დამარხული” და ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი სიტყვით რომ გავუსვათ ხაზი, (მეტ-ნაკლებად) გამბედაობა ქვია. ერთი ფილმი გამახსენდა, სადაც ყველაფერი პრინციპებზე იყო აგებული, ვუყურებდი და მაღიზიანებდა თითოეული პერსონაჟი, მაღიზიანებდა ყველა მათი გადაწყვეტილება და რაღა თქმა უნდა ფინალმაც კულმინაციას მიაღწია – არ მიყურებია, მაშინ გამიელვა თავში პირველად და უკანასკნელად, რომ მე ალბათ მომავალში მსახიობის ნაცვლად კარგი სცენარისტი, რეჟისორი, ოპერატორი ან გამნათებელი გამოვიდოდი, ან სულაც ახლო მომავალში რადიკალურად განსხვავებული, სხვა პროფესია ამერჩია მაგრამ მეც იმდენად პრინციპული ვარ რამდენადაც ის. სწორედ ეს არის ზემოთ ხაზგასმული კონკრეტული ობიექტის საწყისიც და დასასრულიც. ბლოგი კი ერთადერთი აბსურდული იმედი – ესეც სასაცილოდ მეჩვენება, მაგრამ მას რომ ვუყურებ გვერდიდან.. კიდევ უფრო სასაცილოდ 🙂

Kakhi's World-boy-lights

(თითქმის) 21 წლის ვარ 🙂 და მაინც არასერიოზული პიროვნება ვარ ალბათ, ეს მგონი ჩვეულებრივი ამბავია მაგრამ თუ ამ ჩვეულებრივი ცხოვრების ჩარჩოების არჩევანს გადავხედავთ – მის პორტრეტს ვერცერთს ვერ შევუხამებთ და მან უკვე იცის ეს. ასაკი ეხმარება ამაში, ეხმარება გამოცდილებაც და ეხმარება ის სიტუაციები, რომლებსაც ჩემი აზრით (მერე რა რომ ოდნავ სუბიექტური ვარ) შესანიშნავად ართმევს თავს..

P.S პრინციპის საწყისიც ნაპოვნია “რაც არ გკლავს – გაძლიერებს”.. მთავარია, რომ დროის, ამ დროში გაყინული ადამიანების და მათთან ურთიერთობების დაფასება ისწავლოს..

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

One thought on “დროში გაყინული ადამიანები

  1. I am actually glad to glance at this website posts which carries plenty of
    useful data, thanks for providing these kinds of statistics.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: